ახალი იდეა განათლების სფეროში Georgian Democrats-ისაგან!!

Day 2,561, 06:51 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო!

ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ჩემს იდეაზე, რომელიც მოიწონა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და მიღებულ იქნა პარტიის პროგრამად განათლების სფეროში!

როგორც ჩვენი სამხედრო პროგრამიდან იცით, რომელიც შეგიძლიათ იხილოდ აქ ჩვენ აუცილებლად ვთვლით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებას, სადაც ახალბედებს თამაშის პრინციპებს შევასწავლით.

ჩემი იდეა შემდგომში მდგომარეობს!

ჩამოვაყალიბებთ ესკოლას, სადაც შერჩეულ იქნებიან მასწავლებლები(განათლების მინისტრის მიერ), რომლებიც ინდივიდუალურად ასწავლიან ყველაფერს ახალ მოთამაშეებს.

ზოგადად როდესაც მოთამაშე დარეგისტირდება მას მიაკუთვნებენ რომელიმე მასწავლებელს. მასწავლებელს ექნება 1 კვირა ყველაფრის სასწავლებლად. (დრო მენტნაკლებად პირობითია და დამოკიდებულია მასწავლებლის და მოსწავლის თავისუფალ დროზე, რასაც ისინი უთმობენ თამაშს)

სწავლებაში შედის ყველანაირი წვრილმანი, რაც აუცილებელია რომ მოთამაშემ იცოდეს, რადგან თავიდანვე აუღოს ალღო თამაშს და გაუთვიცნობიერებლობის გამო მალევე არ დაანებოს თავი.

1 კვირის შემდეგ იქნება გამოცდა, დრო დაზუსტებული არ იქნება, რადგან იქნება შანსი მასწავლებელიც ამისთვის შემოვიდეს თამაშში და მოსწავლეს უკარნახოს პასუხები! თუ მოსწავლე გამოცდას ჩააბარებს ისიც და მისი მასწავლებელიც მიიღებენ ჯილდოს, თუ ვერ ჩააბარებს ექნება შანსი გადაბარების.

გამოცდის მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ახალბედა მოთამაშემ თვითონ დაინახოს რამდენად კარგად გაერკვა ყველაფერში და თუ ეს ასე არ იქნება, გაურკვეველ საკითხებში ჩაღრმავება მოახდინოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რათქმაუნდა სწავლება გაგრძელდება.

მოსწავლის მიერ გამოცდის ჩაბარება (და ასევე ის მერამდენე ჯერზე ჩააბარა) და მასწავლებლის მოსწავლისეული შეფასება იქნება მასწავლებლის ხელფასის მიცემის პირობა. პირველივე ჯერზე ჩაბარებისა და კარგი შეფასების შემთხვევაში ჯილდო რათქმაუნდა უფრო დიდი იქნება.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი მოთამაშე უკვე გადავა პირველ დივიზიაში და შეუდგება აქტიურ ესაქართველოს მოქალაქეობას.


ეხლა ვიტყვი მასწავლებლებზეც...
მასწავლებლად ჩაწერა რომ შეძლოთ, თქვენც უნდა ჩააბაროთ შედარებით რთული გამოცდა, თქვენი ექაუნთი 5 თვის ან მეტის უნდა იყოს! ეს არის საკმაოდ კარგი სამუშაო „ფულის საშოვნად“.

ახალბედების გამოცდაში შევა შემდეგი თემები:
1) შემოკლებული სიტყვები
2) ბრძოლა
3) წარმოება
5) ვარჯიში
6) როგორ შეგვიძლია ვიშოვოთ ოქრო

მასწავლებლების გამოცდაში ამათ გარდა შევა
1) ეკონომიკა
2) დაპყრობა
3) დამატებითი შენობები
4) კონგრესის და პრეზიდენტის ვალდებულებები და შესაძლებლობები

თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს უკანასკნელი მოსწავლეს არ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა. თუმცა ვთვლით რომ ამ დონეზე მოსწავლისთვის გამოცდის ჩაბარება ზედმეტია.

სასწავლო პროგრამაში ასევე შევა სწორი განვითარების სწავლება. რაშიც ასევე მნიშვნელოვან წილს ფინანსური დახმარებები და კრედიტები შეიტანს, რაც უკვე ჩვენი ეკონომიკური პროგრამის ნაწილია და რასაც უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ.

ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო აღნიშნული სკოლის აუცილებლობის შესახებ: ჩვენ ვართ რიცხოვნობით საკმაოდ პატარა ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები იყოს დაკარგული. ყველა ადამიანური რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მსგავსი სწავლება კი ახალბედას თავიდანვე დააინტერესებს და თამაშზე თავის დანებების ალბათობაც შემცირდება.




დიდი მადლობა ყურადებისათვის 🙂

პატივისცემით Rezo Marshall Revishvili