კურიერი 22:30 საათზე : შანსი ახლაც მაქვს მაგრამ არ მინდა !!!

Day 2,775, 11:27 Published in Georgia Georgia by nikailia

[img][/img]

ოგესალმებით ეს არის კურიერი 22:30 საათზე და მე მისი წამყვანი ნიკა კიკაჩეიშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი გადაცემემის თემებია: ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან და ასევე ინტერვიუ ყოფილ დიქტატორთან ამ და სხვა თემებზე დღეს კურიერში ვისაუბრებთ.



მაშ ასე:დღეს კონგრესის არჩევნების პასუხები გამოქვეყნდა. ხმები ასე გადანაწილდა:
ერთიანი ქართული პარტია(ugp)- 21%
რესპუბლიკური პარტია (RP)- 9%
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU)-18%
ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU)-21%
საქართველოს ეროვნული ფრონტი(NFG)-28%

წინა არჩევნებიდან გამომდინარე ერთიანმა ქართულმა პარტიამ (UGP) ლიდერობა დაკარგა. ამ არჩევნებში ხმების მაღალი რაოდენობა აიღო საქართველოს ეროვნულმა ფრონტმა (NFG).



საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ რომელსაც ახლა შემოგთვაზებთ:

1) რას იტყვით უკრაინა რუსეთის ქმედებებზე?

უკრაინა-რუსეთის მოვლენება ეხლა არაა ჩვენთვის პრიორიტეტული. პრიორიტეტი სხვა მიმართულებები გვაქვს, რომლებზეც ალბათ სხვა სტატიაში თუ ინტერვიუში ვისაუბრებ.
თუმცა ჩვენს მოძმე ხალხს, უკრაინელებს, ისევე როგორც რეალში, ასევე თამაშში, გვერდით ვუდგევართ, იქნება ეს მორალური გვერდში დგომა თუ ქმედითი. ამ მომენტისთვისაც დღის ომად ზაპოროჟიეს მხარის ომი მიდევს.

2)თქვენი აზრით მოსწონს ხალხს თქვენი მუშაობა?

დარწმუნებული ვარ, რომ არა.
რადგან თვითონაც უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით.
საქმე იმაშია, რომ დიდი ხანი ვიყავი მუდმივად ოპოზიციაში.
სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ კარგი ოპოზიცია ვიყავი. ძლიერი და თვისტკივილის გამჩენი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. აი სახელმწიფოს მართვაში კი ნაკლებად მიწევდა მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, გამოცდილებაც არ მქონია.
თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ არის ჩემში თვისებები, რომლებიც სასიკეთოდ წაადგება ესაქართველოს. ეს არის კარგი მართვის უნარი, სწორი გადაწყვეტილების ამორჩევის უნარი მრავალ ვარიანტებს შორის, გუნდის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ა.შ.
დავიწყეთ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელება. შევცვალეთ მართვის სისტემა და ეხლა ეს სისტემა დახვეწის პროცესშია. საუბარია უშიშროების საბჭოზე. ვფიქრობ ეს ძალიან სწორი, დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ვამატებთ აგრეთვე კონტროლის პალატას, რომელიც კომპეტენტური იქნება შეაფასოს მთვრობის მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მთავრობაში ცვლილებების მოხდენა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მიმართულება კარგი გვაქვს, მონდომებაც და მგონი შედეგიც (თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი).
იმედი მაქვს კიდევ მრავალ და რაც მთავარია წარმატებულ ცვლილებას შემოგთავაზებთ.
ამის მერე გეტყვით მხოლოდ, ვარ თუ არა კმაყოფილი.

3) რას იტყვით მთვრობაზე და სამინისტროებზე?
მთვრობა როგორც ხედავთ შერეული და ჭრელია, მუშაობა შიგნით კი არის მეტად ინტენსიური. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა მოვუხადო როგორც მინისტრთა კაბინეტს, აგრეთვე კონგრესს და უშიშროების საბჭოს.
არის რა თქმა უნდა ხარვეზები, მაგრამ სადაც საქმე კეთდება, იქ ხარვეზებიც მოსალოდნელია.
ჩვენი მთავარი "მტერი" არის უსაქმურობა...
ამიტომ ვარ მუდმივად მონდომებული და ნიჭიერი ექართველების ძიებაში. ამიტომ გავზარდე კადრების რაოდენობა მთავრობაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საქმეში. ისწავლოს, სხვას ასწავლოს და უბრალოდ ჰქონდეს საშუალება, რაც შეიძლება მეტი გაუკეთოს საკუთარ ექვეყანას. ვფიქრობ გაზრდილი კადრები ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი. აშკარაა, რომ მთავრობაში ელემენტარულად "რაღცა ხდება". ხოლო იქ, სადაც რაღაცა ხდება, აუცილებლად მოხდება კარგიც.

4) და ბოლოს თქვენი აზრით შეეძლება საქართველოში ვინმეს დიქტატორად დაბრუნება?

დიქტატორად დაბრუნება რა თქმა უნდა შეეძლება.
საქმე იმაშია, საჭიროა თუ არა ჩვენთვის დიქტატურა.
წინა დიქტატურა იმით ახსნეს, რომ ამით გადაარჩინეს საქართველო უცხოელ დიქტატორს.
ახლა ისევაა ამის საშიშროება? კი ბატონო, მაშინ მივიღოთ ის ინიციატივა, რაც წარმოგიდგინათ ჩემმა მთავრობამ - დავამყაროთ დიქტატურა და დიქტატურის პოსტი ყოველთვის გადავცეთ ახალარჩეულ პრეზიდენტს ხოლმე (თუ რა თქმა უნდა, რაღაცა მანქანებით ვინმე უცხოელი არ გახდა პრეზიდენტი).
ის მოსაზრება, რომ დიქტატორი გახდება ვინმე პიროვნება, რომელიც მისი აზრით "იქნება მეთვალყურედ და უბრალოდ არ დაუშვებს მთვრობისგან დამღუპველი გადაწყვეტილების მიღებას", ბოდიშით და პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი ექართველისთვის, არის შეურაცხმყოფელი. თუ ხალხმა გადაწყვიტა თავი დაიღუპოს, მაშინ ელემენტარულად პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას და მივცეთ საშუალება თვის დაღუპვის. ეს ხუმრობით და სერიოზულად კი, მე პირადად ვერ მივცემდი თავს უფლებას, მეფიქრა, რომ მე უკეთ ვიცი რა არის საჭირო ხალხისთვის, ვიდრე იგივე ხალხის დიდმა ჯგუფმა.
ზუსტად ამ მოსაზრებით გადავწყვიტე, რომ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს პრეზიდენტი ერთპიროვნულად. არამედ მიიღებს უშიშროების საბჭო, დასამტკიცებლად გადაეცემა კონგრესს და კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში აღასრულებს შესაბამისი სამინისტრო.
ასე მესმის მე ძალაუფლების გადანაწილების.
დღეს გამოვლინდება ახალი კონგრესმენების ვინაობა. და ამიერიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცემა კონგრესს.
მართალია არის ამ კანონში ჩადებული ისიც, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია ხელისუფლების ნებისმიერი რგოლის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს (რა თქმა უნდა გარდა იმისა, როცა კონგრესს გააქვს კენჭისყრაზე საკითხი თვითონ თამაშში!) ან ფორსმაჟორული სიტუაციაში მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს... როგორ ვთქვა, უბრალოდ "ყოველი შემთხვევისთვი" დატოვებული საშუელაბებია. ისე კი პირობას ვდებ, არ ვისარგებლო ბოროტად ამით.
თუმცა რატომ უნდა ვისარგებლო, როცა ჩემივე ნებით დავუთმე ინიციატივა უშიშროების საბჭოს და კონგრესს.


ასეთი იყო პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ რუსთავი 2-თან.



ახლა კი ინტერვიუ ქართველ დიქტატორთან:

1)როგორ შეაფასებდით თქვენს დიქტატორულ რეჟიმს?

ჩემი დიქტატორული რეჟიმი იყო მაქსიმალურად მორგებული არჩეული პრეზიდენტის მმართველობაზე. დემოკრატიაზე უფრო მეტი უფლებები ქონდა ჩემი დროის პრეზიდენტებს.

2)თვენი აზრით დატოვეთ თქვენინიშანი ქვეყანაში?

ალბათ კი და ეს არია სტაბილური ბიუჯეტის შემოსულობები და ოპტუმალური საგადასახადო განაკვეთები

3)თქვენი აზრით რას ფიქრობს ხალხი თქვნზე მოსწონდით თუ არა?

ზოგს მოვწონდი ზოგი მებოღმებოდა როგორც ყოველთვის და ყველგან.

4) და ბოლოს გექნებათ შანსი დაბრუნდეთ ისევ ქვეყნის სათავეებში?

შანსი ეხლაც მაქვს მაგრამ არ მინდა. ჩემით წავედი ხო არავის გავუგდივარ!!!

ასეთი იყო ქართველი დიქტატორის ინტერვიუ.

ასეთი ოყო კურიერი 22:30 საათზე, VOTE, COMMENT, SUBSCRIBE და გაიგეთ ახალი ამბები ჩვენგან!