პრეზიდენტის დღიური. ნაწილი მე-2.

Day 2,627, 05:11 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ლოლონეთს მედგარი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ დავმარცხდით.
მილიონზე მეტი ფული გადაყარეს კომბატ ორდერებში, ძლივს წაიღეს ომი.
100 ევროთი ოქროს პაკეტი ვიყიდე და ფული მუ-ში ჩავრიცხეთ, მაგრამ დამაგვიანდა.
არაუშავს, სხვა ომებისთვის გამოვიყენებ.
ომის შემდეგ ლიტვამ მადლობაც გადაგვიხადა დახმარებისთვის, პერსონალური მადლობა გვერგო ჩვენ და ბრიტანეთს, მაგრამ მგონია, რომ ბევრი ბოლომდე მაინც არ დაიხარჯა. მეოთხე დივიზიონმა ბოლომდე დავდეთ თავი, აი დანარჩენები კანტიკუნტად ჩანდნენ. ომისთვის საკვებიც დავარიგეთ. იარაღიც. კო-ებიც გვქონდა დადებული. მოკლედ, თავი არ შეგვირცხვენია, მაგრამ სხვა დროს თუ ბრძანებებს უკეთ დაემორჩილებით კარგი იქნება.

ნერვები მეშლება.

ისევ შეუთანხმებლობა, ისევ უაზრო ინიციატივები, ისევ არადისციპლინირებული ქმედებები.

აფხაზეთში აჯანყება დროზე ადრე დაიწყო.
შესაბამისად პირველი მონეტისა და რესურსის მიღება დაახლოებით 2 დღით გადაიდო.
არ ვიცი ვინაა ის ათი იდიოტი ვინც აფხაზეთში პირველი აჯანყება დაასაპორტა, მაგრამ სანამ შემოხვალთ და ღილაკს დააჭერთ ხელს, იკითხეთ მაინც, იქნებ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ.

თურქეთთან სავარჯიშო ომი შეთანხმებისამებრ მიდის. ისინი ნე-ებს იგებენ ჩვენ რვ-ებს. ( ნე - Natural Enemy. რწ - Resistance War)

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა წავაგოთ ნე-ები, უნდა მოვიგოთ რწ-ები. სასურველია ანგარიში მეორე მხარეს იყოს ხოლმე ნული. რაც უფრო მალე მორჩება მით მალე მოვიგებთ ტოკენებს.

არადისციპლინირებულობამ თურქეთთან ომშიც იჩინა თავი. მიუხედავად იმისა რომ 2 სტატია მარტო მე დავწერე, ცალკე თავდაცვის მინისტრი წერდა სტატიებს, ცალკე კონგრესმენები გავაფრთხილე, ნე-ებში მაინც იდებოდა დემიჯი და რაც ცუდია, ეს დემიჯი ბრძოლის მიმდინარეობაზე მოქმედებდა. ანუ - სწრაფად არ ვაგებდით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან. ეს დღეები მაქსიმალურად ვიმსჯელეთ ყველაფერზე. ქვეყანა რომელიც საქართველოს რუკაზე დამატების პირველივე დღეებში ჩვენს დაპყრობას აპირებდა (სტატია იყო ასეთი, მთელი რუკებით) ჩვენს ძალიან კარგ მეგობრად ჩამოყალიბდა. ვისაუბრეთ პრიორიტეტებზე, რეგიონებზე. მათ მეორე რეგიონის არენდაც შემომთავაზეს და უარი ვუთხარი. (ერთი რეგიონი სჭირდებათ კიდე რომ ბონუსები 14/15-ზე ჰქონდეთ) მე ჩემი მხრივ ერთი რეგიონის მოცემა შევთავაზე აფხაზეთის სანაცვლოდ, მაგრამ არ აქვთ. სხვა ქვეყნის ერთობლივ აირსტრაიკზეც ჩავუგდე სიტყვა. ნუ ვნახოთ რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს.

ირანს ვერ დავსჯით იმ ნე-სთვის, რომელიც პოლონეთთან ერთად გამოგვიცხადა, თურქეთის მეგობარია და ერთობლივ შეთანხმებაში ის პუნქტიც აქვთ, რომ ირანმა საქართველოს არ უნდა დაარტყას.

როგორც იქნა ჩავებით ტოკენებისთვის ბრძოლაში, 9 საათზე უკვე მკვდარივით მეძინებოდა, არადა 4 საათამდე მომიწია ლოდინი, რომ საპორტ ღილაკი გაჩენილიყო, უცებვე დაასაპორტეს აჯანყება და დაიწყო. მალე დამთავრდება და პირველი ტოკენი გვექნება.

რეგიონები იდეალურადაა შერჩეული რესურსების მიხედვით.

რეზინა მოგვშორდა და ჩვენთვის კისერს არავინ მოიტეხს, აფხაზეთში ,,ძროხა" იქნება რესურსად, რომელსაც ისევ თურქეთს მივაქირავებთ. გვექნება საშუალოდ - იშვიათ ,,გრეინ" ქვემო ქართლში, რომელიც მხოლოდ თურქეთს ესაზღვრება, დანარჩენი რესურსები კი იმდენად ბევრს აქვს, არ მგონია ჩვენი აღებით შეიწუხონ თავი.

საბოლოო ჯანში გვექნება 160 % საკვებზე და 120 % იარაღზე. საკვებს პრიორიტეტი იმიტომ მიენიჭა, რომ ბევრი ახალგაზრდა გვყავს.

პირველ რიგში მათი გაზრდა გვჭირდება.

შემდეგში, როდესაც მოვძლიერდებით იარაღის და სახლის რესურსებს ომით მოვიპოვებთ, სადმე.

ყველას მოგმართავთ, ყურადღებით გაეცანით ხოლმე თავდაცვის სამინისტროს ბრძანებებს და შეასრულეთ ეს ბრძანებები. თუ გვინდა მივაღწიოთ წარმატებას, ერთად და კოორდინირებულად უნდა ვიბრძოლოთ. თქვენი დეილი ორდერები , თქვენი ბჰ-ები, ნაკლებად მნიშვნელოვანია როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. თქვენს საქმეს იკეთებთ, მაგრამ სხვების საქმეს აფუჭებთ. არ შეიძლება ეგრე.

გადადით თურქეთში, სასურველია იყოთ არაქართულ ტერიტორიებზე და იბრძოლეთ საქართველოსთვის მხოლოდ აჯანყებებში.

ეჰმ, გავცდი დღიურის ფორმატს.

კვირის ბოლოს მინდოდა ანგარიში წარმომედგინა ხოლმე, მაგრამ რაც მე სტატიები ვწერე, ანგარიშში ამაზე მეტი რა უნდა ჩავწერო არ ვიცი.