რუსთვი 2-ის ახალი გადაცემა არჩევანი

Day 2,617, 10:15 Published in Georgia Georgia by nikailia

[img][/img]

გამარჯობა ეს არის რუსთვი 2-ის ახალი გადაცემა არჩევანი და მე მისი წამყვანი ნიკა კიკაჩეიშვილი გახლავართ.დღევანდელი არჩევანის სტუმრები იქნებიან "ეროვნულ დემოკრატების პარტიის ვიცე-პრეზიდენტი koberidze luka და ქართველი დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტი levka kilasonia,ასევე გადაცემაში ჩაგვერთვება ერთ-ერთ მაყურებელი რომელიც გაგვცემს კითხვებზე პასუხს.დღევანდელ გადაცემაში გვინდოდა მოგვეწვია რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი და (ugp)-ს ვიცე-პრეზიდენტი,მაგრამ ვერ მოხერხდა რაღაც მიზეზების გამო რომელთაც შემდეგ გადაცემაში მოვიწვევთ.მაშ ასე დავიწყოთ,მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის.

პირველი კითხვას უპასუხებს ქართველი დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტი.
1)რას ფიქრობთ თქვენ ოპონენტ პარტიებზე?

მე პირადად,დღეის თვალსაზრისით უგპ-ზე, კომენტარისგან თავს შევიკავებ,,,თუმცა როსმედიანი ამ თამაში მე არ დამვიწყებია,პირველი ჩემი აქტიურობა მანდედან დაიწყო...ის უპასუხისმგებლობის გამო რასაც უგპ მაშინ აკეთებდა,იყო არაადეკვატური და მე მათ წინაამღდეგ წავედი ასე მოვედი უგპ-დან დემოკრატებში და მიხარია რო ასე მოვიქეცი.რაც შეეხება რესპებს,ისინი ჩვენი მეგობრები დასაწყისშივე იყვნენ,ხელი მოგვიმართეს გარკვეულ შემთხვევებში და მადლობა მას რომ ასე ზრუნავენ საქართველოსთვის.ისინი აქ დიდ როლს თამაშობენ.ედპ-ს კი მე პირადად საერთოდ არ ვიცნობ.მხოლოდ მწირი ინფორმაციებით შემოვიფარგლები.

მადლობა ახლა ეროვნულ დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტს დავუთმოთ ადგილი

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოპონეტები ძლიერი პარტიები არიან წევრების დიდი რაოდენობით, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. თუმცა ამაზე ვმუშაობთ. რესპუბლიკელები და უგპ, ჩემი აზრით, ანგარიშგასაწევი ძალაა ,და სავარაუდოდ კონგრესისა და საპრეზიდენტო არჩევნებს ამ თვეში ამ ორი პარტიიდან ერთ-ერთი მოიგებს .
Georgian Democrats -ზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მომწონს პარტიის იდეები , პარტიის წესდება . შეიძლება მას არაკვალიფიციური წამყვანი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ბევრი მოთამაშისგან შედგება და გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ . თუმცა მე მათ არ ვანდობდი ქვეყნის სადავეების ჩაბარებას .
უგპსა და რესპუბლიკელებისგან კი ბევრად მეტს ველი.
უ.გ.პ. და ე.დ.პ. დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა და სწორედ ამ ორი პარტიის კოალიციური მთავრობა მართავდა ქვეყანას წინა არჩევნებამდე.


ახლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე
2)როგორ და ვინ შექმნეს თქვენი პარტიები?

ჩვენი პარტიის მთავარი ავტორი პირველ რიგში გეგაა,შემდეგ მე და ნუგო შევუერთდით,მალევე გამოჩნდა რეზოც,დღეს ის ჩვენი პრეზიდენტია და ღირსეულადაც გაიმარჯვა,ხოლო ერთიანი დემოკრატების პირველი პრეზიდენტი მე გახლდით,თუმცა ჩემ პრეზიდენტობაზე საუბრით არ შეგაწუხებთ და ვიტყვი,რომ პარტია სწორ გზაზე თავიდანვე დავაყენე,რაშიც დამფუძვნებლები დიდად დამეხმარნენ,მსგავს შედეგს მათ გარეშე ვერ მივაღწევდი.მახსოვს უამრავი მომენტები,კურიოზებიც მაგრამ ამის თქმა ალბათ ახლა არ ღირს.

ახლა უპასუხებენ ეროვნულ დემოკრატები.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ძალიან დიდი ხანია არსებობს . ამ პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტი R. P. McMurphy _ია .

მესამე კითხვა.
3)რა სამომავლო გეგმები ამოძრავებთ თქვენს პარტიებს?

ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი დგება ჩვენ კონგრესში პირველად შევალთ,,,ჩვენი სამომავლო გეგმები კი მობილიზებაა და სწორი ნაბიჯები კონგრესში

ახლა ისევ და ისევ ეროვნულ დემოკრატები

ჩვენს პარტიას სურს გახდეს უძლიერესი ქართული პარტია, ამაზე ვმუშაობთ და იმედია შედეგი შემდეგ თვეში გამოჩნდება, არამგონია ამ არჩევნებზე განსაკუთრებულ შედეგ მივაღწიოთ, თუმცა რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვებაზე ვიზრუნებთ . სამომავლო გეგმებში შეიძლება ქვეყნის სათავეში მოსვლა განვიხილოთ.


და ბოლო კითხვა

4)რას ფიქრობთ აფხაზეთის ოკუპირებაზე და თქვენი აზრით რა სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს მთავრობამ აფხაზეთზე რომ ის დაიბრუნოს?


ახალი,რომ ვიყავი,ვფიქრობდი,აფხაზეთის დაბრუნება უნდა მოხდეს,უნდა დავუკავშირდეთ ამერიკას,ხორვატიას,არგენტინას,უნდა დავუმეგობრდეთ და...და რა?-ეს უაზროა,ჩვენი მეგობარი და დიდი მეზობელი თურქეთია,ყველას უნდა აფხაზეთის დაპყრობა,მაგრამ ის თურქეთის ტერიტორიაზეა,მისი ყველას ეშინია ჯერჯერობით.ჩვენ კი თურქეთი გვიცავს.მოდი როგორმე დავკმაყოფილდეთ,ასე ჯობია...თუ ტერიტორიები გვინდა დაპყრობითი უნდა დავიწყოთ და არა დაბრუნებითი(აფხაზეთის ომი).

კიდევ ეროვნულ დემოკრატები და შემდეგ გადავალთ დამსწრე საზოგადოებასთან.

აფხაზეთს რაც შეეხება ,არ ვიცი ასეთ კითხვას რატომ მისვამთ, წესით გარკვეული უნდა იყოთ. თუმცა თქვენ გარდა ბევრი მეკითხება ,თუ რა უნდა ვქნათ აფხაზეთთან დაკავშირებით. მინდა აგიხსნათ, რომ საქართველოს მთავრობის (და არა მარტო ) გადაწყვეტილებით აფხაზეთი ჩვენს მოკავშირე თურქეთზე არის მიქირავებული (თურქეთი თვეში 25,000 ლარს გვიხდის ამისთვის) . აფხაზეთში მოიპოვება რეზინა ,რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი რესურსია (იარაღის წარმოებას 20%_ით ზრდის ) ამიტომაც თურქეთი მას უკეთესად დაიცავს ,ვიდრე ჩვენ . ბევრი ძლიერი ქვეყანა ნადირობს მსგავს რესურსზე ,ამიტომაც იქიდან გამომდინარე,რომ მათ აფხაზეთს მთელი საქართველო შეიძლება მიაყოლონ დაპყრობისას, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ,რაც ასევე გააღმავებს თურქეთთან ურთიერთობას .


და გადაცემის ბოლოს გადავიდეთ მაყურებელთან ის ამ ყველა კითხვას პასუხს გასცემს ხოლო აფხაზეთის კითხვას პასუხს არ გასცემს

1) საქართველოს პრეზიდენტის დღეს-დღეობით კმაყოფილი ვარ და არა მარტო მე არამედ ბევრი ადამიანი რადგან ამ ბოლო ხანებში იმდენი მტერი აღარ გვყავს რამდენიც ადრე და არა მარტო ამ მიზეზის გამო არამედ სხვა მიზეზების გამოც იგი ეხმარება მოსახლეობას ვისაც კი დახმარება სჭირდება.

2) რაც შეეხება კითხვას რა ამოძრავებს თითოეულ პარტიას ამაზე კითხვას ვერ გაგცემთ.

ყველას დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში.ეს იყო გადაცემა არჩევანი ნიკა კიკაჩეიშვილთან ერთად.გვიყურეთ ყოველ შაბათს 8 საათზე.

[img][/img]