პრეზიდენტის განცხადება

Day 3,061, 04:41 Published in Georgia North Macedonia by Aveun.


მოგესალმებით მეგობრებო, ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს, მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახებთან ერთად.

სტატიის დასაწყისში მინდა მადლობა გადავუხადო Murphy-ის და The Georgian Knight-ს რადგან მათ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები, რაც ჩემდამი ნდობის გამოხატულებას ნიშნავს. o7

მადლობას ვუხდი ასევე, ჩემი გუნდის წევრებს Senna-ს, რომელმაც ასეთი კარგი თავდაცვის სტატიები წერა, Warrior-ს, რომელიც სხვადასხვა პროეკტებსა თუ წახალისებებს ატარებდა, რათქმაუნდა შეძლებისდაგვარად, რადგან ომიანობის პერიოდში, რთულია რესურსები წახალისებებზე დახარჯო, ასევე Davinci Demon-ს, რომელმაც ასეთი ფორუმი გაგვიკეთა, რომლის პოპულარიზაციაზეც ამ თვეს ვიზრუნებთ და რათქმაუნდა Vettel-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა თუ რაოდენ კარგად ესმის ამ თამაშის დიპლომატიური მხარე.



მორჩა ომი და ჩვენც უმალვე დავიწყეთ ბიუჯეტზე ზრუნვა, როგორც ხედავთ სტაბილური 11-12კ შემოსავალს ვინარჩუნებთ, რაც ძალიან კარგია ჩვენი დონის ქვეყნისათვის, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ პოტენციურ მოკავშირეებთან, ამიტომ ვფიქრობ მთავრობამ თვე ჩინებულად იმუშავა და დარწმუნებული ვარ ამ თვესაც ასე იქნება, თუმცა იქნება ცვლილებები, ანუ შეიცვლება რამოდენიმე მინისტრი, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით ვინ ვის ჩაანაცვლებს.

ასევე დამხობილი იქნა დიკტატურა და შემდეგი თვიდან ჩვეულ რეჟიმში კონგრესი დაიწყებს მუშაობას.

სულ ეს იყო და ვინმეს თუ კითხვები აქვს, არ მოგერიდოთ კომენტარის სახით შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვები.

სიყვარულით სისხლიანი, აწ უკვე პრეზიდენტი Aveun.