ე-საქართველო და მისი მოკავშირეები - ტაილანდი {U.G.P.}

Day 2,929, 10:05 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო!

ვაგრძელებ "ე-საქართველოს მოკავშირეების" რუბრიკას და დღეს, ჩემო ძვურფასო 7 გამომწერო და სხვა მკითხველნო, მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი თანაალიანსელის ტაილანდის მიმოხილვა.

ტაილანდი მე წინა გამოშვებაშიც მიმოვიხილე, სადაც დიდი არაფერი დამიწერია, მაგრამ მკაფიოდ მიწერია, რომ უბანში სიტყვა ეთქმით და სამეგობრი ქვეყანაა-თქო.

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვგონებ, ტაილანდს ორ გამოშვებაში მიმოვიხილავ. ყოველ შემთხვევაში, დავიწყებ ზოგადი ინფორმაციით.

ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. მას ესაზღვრებიან (ძირითადად ზღვა) მალაიზია, ინდოეთი, ჩინეთი, ინდონეზია და ფილილიპინები, მაგრამ დაპყრობითი ომების შედეგად, ინდოეთის ხარჯზე მოსაზღვრე ქვეყნებს დაემატა ხორვატია, ხოლო მალაიზიის ხარჯზე ამერიკა.

ტაილანდის დროშის ქვეშ ამჟამად თამაშობს 289 ადამიანი. იგი რეგიონში დომინანტი ქვეყანაა და დაპყრობილი აქვს ინდოეთის, სინგაპურის მალაიზიისა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს სლოვაკეთის ტერიტორიაც.


როგორც ხედავთ ისინი სულ 13 რეგიონს აკონტროლებენ.

მათ ჰყავთ რვა მოკავშურე, საქართველოს გამოკლებით (ჩვენ ისედაც მოვიაზრებით მათ მოკავშირედ). ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ შემდეგ ქვეყნებთან: იტალია, არგენტინა, თურქეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია.

ამ სურათს, დამეთანხმებით ალბათ, მხოლოდ, არგენტინა აფუჭებს. თუ რატომ ამას მომავალ სტატიებში დავწერ.

რაც შეეხება ეკონომიკას, ტაილანდს დაპყრობილი ტერიტორიების წყალობით 15 ბონუსიდან 9 ბონუსი აქვს. ესენი არის: თევზი, ხილი, მარილი, საქონელი, ალუმინი, რკინა, ნავთობი, რეზინა და ხე.

ემბარგო აქვთ ალბანეთთან. რაც საწყენია, იქიდან გამომდინარე, რომ ალბანეთი ჩვენი მოკავშირეა.

რაც შეეხება დ.ღ.გ.-სა და ბეგარას ისინი ასეა გადანაწილებული.


მოკლედ, ჯერ-ჯერობით სულ ესაა. ხვალ კიდევ ერთ სტატიას დავწერ ტაილანდსა და მის მოკავშირეებზე. კონკრეტულად კი მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებზე.

იმედია მოგეწონათ.