ლეიბორისტული პარტია

Day 2,887, 15:40 Published in Georgia Latvia by Paranoid.Punk

მივესალმები ესაქართველოს, ყველა ემოქალაქეს.მე ვარ ლეიბორისტული პარტიის ახალი ვიცე-პრეზიდენტი, მინდა გაცნობოთ, რო ლეიბორისტულ პარტიას ჰყავს ახალი პრეზიდენტი : Terion The Wolf

ამასთან დაკავშირებით, მინდა გამოვაცხადო, რომ ვიღებთ ახალ წევრებს, აქტიურ მოთამაშეებს, ვისაც აღელვებს ის თუ რა ხდება ესაქართველოს პოლიტიკაში, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და რა მიმართულება გვექნება მომავალში.

ჩვენ როგორც ჯანსაღი ოპოზიცია, აუცილებლად შევახსენებთ მთავრობას მათ მოვალეობებს და არანაირად არ ვაპატიებთ შეცდომებს, რათა შეცდომები დავიდეს მინიმუმამდე.

ახლა მინდა გაგაცნოთ რამდენიმე სიახლე რაც უნდა იცოდნენ მომავალმა წევრებმა :

1. პარტიაში ერთმანეთთან უკეთესი კავშირისთვის და სხვადასხვა თემების განხილვისთვის, ვიყენებთ FaceBook - ს.

2. პარტიაში იქნება ინფორმირება მსოფლიო ამბებზე(მნიშვნელოვანი ომები,მოკავშირეობა,ალიანსები), ესაქართველოს ახალი ამბები(მთავრობის ქმედებები,ესაქართველო და ურთიერთობები მოკავშირეებთან), არჩევნები(თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო განცხადებები)

3. პარტიის წევრების მიერ ერთმანეთის მატერიალურად დახმარება (საჭმელი,იარაღი,ვალუტა და ოქროც), ასევე ლიდერების მიერ გამორჩენილი ინფორმაციის, გამოქვეყნება სხვა წევრებისათვის.

მადლობა ყურადღებისთვის, VOTE რომ ყველას მიწვდეს ეს სტატია და მსურველები შემოგვიერთდნენ.