ერთამანეთის დახმარება და კონკრეტული იდეები

Day 2,868, 09:03 Published in Georgia Latvia by Paranoid.Punk

სალამი ქართველებო, უკვე საკმაო დროა ამ თამაშს ვთამაშობ, ბევრიც გავიცანი და ბევრ რამეშიც გავერკვიე, ბევრ პრობლემაზეც დავწერე და ძირითადად უკვე გარკვეულმა მოთამაშეებმა ბევრი რაღაც ამიხსნეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც დამრჩა რამდენიმე შენიშვნა არა მხოლოდ გამოცდილების არამედ საერთოდ ყველას მიმართ და მინდა აქ ჩამოვწერო ეს პრობლემები, თუ მეთანხმებით გთხოვთ დავაჭიროთ "Vote" - ს, რომ ყველამ შეძლოს წაკითხვა.

1. არ ვეხმარებით ერთმანეთს, გასაგებია მე დიდად მადლობელი ვარ იმ მოთამაშეების ვინც რაიმე გადმომირიცხა და ვინც რაიმეთი დამეხმარა, თუმცა მე არ მაქვს ლაპარაკი მატერიალურ დახმარებაზე, მე ვლაპარაკობ, მაგალითად 25 კომენტარის დავალებაზე მესმის, რომ ბევრნი არ ვართ, მაგრამ 3-4 დღე ვწერდი პირველ დავალებას სადაც 1 არტიკლი და 25 კომენტარი უნდა აგეგროვებინა ახლა კი 3 არის საჭირო და ჯერ 1 არტიკლზეც კი არ ამიგროვებია 25 კომენტარი, ამ დროს რა პრობლემა უნდა იყოს სულ 20 წამი სჭირდება შემოსვლას და ო7 - ის დაწერას, არც არავის არაფერი არ აკლდება ამით.

2. პარტიული ხმები, მაგალითად ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია რეალური საქართველო ავიღოთ რაც ჩემი აზრით ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა, პარლამენტში ხალხი აძლევს ხმას არა თავისი აზრის მიხედვით არამედ პარტიის აზრის მიხედვით, რაც არასწორია, ყველას თავისი აზრი აქვს, მესმის ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ის რომ ცოტანი ვართ ზოგადად და შეიძლება დიდი რაოდენობის აზრები არ გვიტრიალებდეს თავებში, მაგრამ შეუძლებელია ვიღაც ცოტა განსხვავებულად არ ფიქრობდეს, მაგრამ ეს არ მოქმედებს დაწერს პარტიის ლიდერი და დავაი მიეცი ხმა ვისაც მთელი პარტია აძლევს, ეს არასწორია.

3. გამოცდილი მოთამაშეების გამოცდილების გაზიარება, ეს მნიშვნელოვანია სხვას თუ არ აინტერესებს მე პირადად ძალიან მაინტერესებს მივიღო ინფორმაცია იმაზე თუ რა მელოდება წინ, რა როგორ უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ის შეცდომა არ დავუშვა რაც რომელიმე გამოცდილმა დაუშვა მაშინ როცა ჩემი დონისანი იყვნენ, უშეცდომოდ ვერ ითამაშებ რაღაცას სწორად გააკეთებ რაღაცას არა, მაგრამ მინიმუმამდე დაიყვან ამ შეცდომებს თუ ვინმე ითავებს და დაწერს ხოლმე თუნდაც კვირაში ერთხელ, რაღაც რჩევების ნაკრებს.

4. ასევე ეს ჩემი იდეაა, გასაგებია რომ, ისედაც და ასედაც მეგობარ ქვეყნებს ვეხმარებით, მაგრამ შეიძლება სრულიად სხვა ქვეყნებს რომლებსაც არ აქვთ კავშირი ჩვენს მეგობრებთან და აწარმოებენ რაიმე ომს, საფასურის სანაცვლოდ დავეხმაროთ, პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი რამ დაგვჭირდებოდა, ლაპარაკია ოქროზე შესაძლებელია ჩვენი პრეზიდენტი ან დიქტატორი შეუთანხმდეს მათ პრეზიდენთს ან დიქტატორს ვინც იქნება, რომ შესაბამის დახმარებას გავუწევთ, ოქროს სანაცვლოდ ეს ოქრო კი უნდა გადანაწილდეს ყველაზე თანაბრად ან მონაცვლეობით პარტიების მიხედვით, ამის გარკვევა შემდეგაც შეიძლება თუ ვინმე ამ აზრს გაიზიარებს.