საქართველო

Day 2,860, 04:12 Published in Georgia Latvia by Paranoid.Punk

ეს არტიკლი მხოლოდ და მხოლოდ კომენტარებისთვის მჭირდება, მაგრამ გადავწყვიტე ბარემ რასაც ვფიქრობ იმასაც დავწერ და ვისაც დააინტერესებს წაიკითხავს.

ომის პერიოდში ვაკვირდებოდი ხალხი შემოდიოდა საკმაო რაოდენობით იყო დახმარებებიც, დავინახე როგორ მობილიზდნენ თურქები და უკრაინელები და როგორ გვეხმარებოდნენ, ახლა თურქეთი აღარ იბრძვიან განთავისუფლდნენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავკვდით არავის აღარ ვეხმარებით, ისედაც ცოტანი ვართ და იმდენად გაშლილები ვართ, რომ ვერც დიქტატორი და ვერც პრეზიდენტი ვერ ახერხებენ ხალხის მობილიზებას, ეს ერთი პრობლემა.
მეორე ეს არის ფასები, ჯერ ჯერობით ვერ გავერკვიე ახლა ამ გადასახადებში, მაგრამ იარაღისა და საჭმლის ფასებში გარკვევა ნამდვილად არ მჭირდება ისედაც ვხედავ ჩემი ფინანსების მიხედვით რა რთულად არის სიტუაცია მე პირადად 2 დღეა ველოდები, რომ დღიური 50-50 ლარი ავაგროვო და ცოტა საჭმელი ვიყიდო აღვიდგინო ენერგია და ვიბრძოლო, შემდეგ მივხვდი, რომ ამასაც აზრი არ აქვს არ მყოფნის ენერგია და იარაღები მით უმეტეს, ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება, მესმის რომ გინდათ ბევრი ფული, მაგრამ ცოტა სხვებზეც იფიქრეთ.
ახლა შემთხვევით პრეზიდენტი ან დიქტატორი თუ წაიკითხავენ ამა არტიკლს პირდაპირ გეტყვით უსაქმურები ხართ.