მეგრული ენა

Day 2,783, 08:48 Published in Georgia Georgia by Levka Kilasonia

მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენა.
მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან.

1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი.
მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40 000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც.
მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100 000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში.
იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“.

1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „ყაზახიში გაზეთი“, „კომუნა“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“ იბეჭდებოდა მეგრულად.

ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად.

მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.

ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი „მეგრული ეტიუდები“.

ქართველმა მეცნიერებმა,პროფესორებმა,მამა-შვილმა ცირა და მამანტი ძაძამიებმა გამოსცეს წიგნი “მეგრული ლექსიკა და სიტყვათ წარმომავლობა” (2008 წელს) რომელშიც დაამტკიცეს რომ მეგრულ ენაში მილიონობით (1 000 000) სიტყვაა და უმდიდრესი ენაა მსოფლიოში. და ეს მაშინ, როდესაც ინგლისური ენა, როგორც უმდიდრესი ენაა,შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ შეიცავს ხუთას ათასამდე სიტყვას… ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ მეგრული ენა არის მსოფლიოში უმდიდრესი ენა და თან 500 მდე ზმნა გვაქვს მეგრელებს გამატიკაში.

მეგრული ენის გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ წაიკითხეთ ჩვენი გაზეთი და ისწავლეთ საქართველოში არსებული ერთ-ერთი ენა მეგრული.