[პრეზიდენტი] ბოლოთქმა

Day 2,662, 09:31 Published in Georgia Ukraine by SuperManteX


დღეს არჩევნებია!
დაეტყო ქვეყანას გამოცოცხლება!
ოპოზიციის ლიდერები, მის შემდეგ რაც დაკარგეს ხელისუფლების სათავეები, ზამთრის ძილიდან გამოფხიზლებულებივით თვალების ფშვნეტით და ექს-პრეზიდენტის ხელახლა გაპრეზიდენტების სურვილით მოედნენ ჩატებს და სტატიებს. (:

არადა რაოდენი ნოსტალგიაა, მთვავრობაში ორი პარტიისგან დაკომპლექტებული, ხუთკაციანი ჯგუფი იმას რომ გააკეთებს, რაც თავად მიაჩნია ალალი და მართალი. არადა როგორც კი დაუთმობ სადავეებს უგპ-ედპ-ს ჯგუფს, მშვიდობით მრავალპარტიულო მთავრობავ, პოლიტიკურო ბალანსო პარტიებს შორის და მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმავ…

ძალა მართლაც რომ ერთობაშია. მემგონი ოპოზიცია ამას ბოლო 2 თვის შედეგებიდან უკვე მკაფიოდ მიხვდა, თუმცა პოლიტიკური პოლარიზების ჩარჩოებიდან ვერ გადააბიჯა და შემოგვთავაზა მმართველობის ძველებური მოდელი, რომელმაც სასარგებლო არაფერი მოგვიატანა, თუ არ დაგვაზარალა წარსულში.



რას გთვაზაობთ ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში - როგორც წინა თვეში, აბსოლუტური პლურალიზმი! ერთი სამინისტრო - ერთი პარტია და ფრაქცირებული მთავრობა. სადაც მიუხედავად ავი ენებისა, აბსოლუტურად ყველას ვუსმენთ. სიამოვნებით, განვიხილავთ საკითხებს და ვმუშაობთ მუხლჩაუხრელად.

გაინტერესებთ რა გაკეთდა ამ თვეში?! არასრული სია იხილეთ ქვევით:
1. გაიცა კრედიტები - სრული კრედიტი და მინი კრედიტი. სახელმწიფომ დახარჯა თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა განვითარდნენ თანამოქალაქეები. მადლობა ფინანსთა სამინისტროს გუნდს და პრემიერ-მინისტრს ამ პროგრამების ორგანიზებისთვის.
2. მოხდა არმიის რეორგანიზება, კომპაქტირება და კაპიტანთა კორპუსის ჩამოყალიბება - კიდევ ერთხელ არმიის ოპტიმიზაცია მაღალ დონეზეა, დიდი მადლობა თავდაცვის მინისტრს და მთლიანად სამინისტროს ამ შრომისთვის.
3. მოხდა განათლების რესურსების განახლება. ჩვენ სასწავლო არსენალს დაემატა ვიდეო გაკვეთილები, რომლები მომავალში გაუადვილებენ თამაშში გარკვევას ახალბედა მოთამაშეებს. დიდი მადლობა განათლების მინისტრს და ვიდეო გაკვეთილების ავტორებს გაწეული შრომისთვის.
4. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეშ გაერთიანდა და ფუნქციონირება განაახლა დაზვერვის დეპარტამენტმა. მას სჭირდება ისევ ეფექტური მმართველი, რომელიც არ დააგდებს ტემპს და აქტიურ კურირებას გაუწევს დაზვერვის აგენტებს. იმედი მაქვს ამას მომავალ თვეშიც გავარგძელებთ.
5. პრეზიდენტის ჯილდო გადავეცით იმ აქტიური მოთამაშეებს, რომელებიც იღქვიან ქვეყნის წარმატებისთვის, როგორც სამხედრო, ისე საზოგადოებრივი კუთხით. დიდი მადლობა განათლების მინისტრს ამის ორგანიზებისთვის.
6. დავაარსეთ კომუნიკაციის სამინისტრო, რომელმაც მცირე დროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა ე-საქართველოს მოსახლეობას. კომუნიკაციის სამინისტრო ე-საქართველოს მთავრობის რუპორია. დიდი მადლობა კომუნიკაციის მინისტრს გაწეული სამსახურისთვის.
7. როგორც იცით თამაშში მნიშვნელოვანი ცვილებაა - დიქტატორის მოდული. ახლა უკვე არსებობს საფრთხე რომ უცხოელმა მოქალაქეებმა ხელში ჩაიგდონ სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი და რესურსები. ამის გამო მთავრობამ ეროვნულ ბანკში შექმნა ფულადი რეზერვი, რომელიც მოგვცემს საშუალებას დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ ზიანის მოსურნეს, ანდა რეალური საფრთხის შემთხვევაში პრევენციული “ვითომ-გადატრიალება” მოვაწყოთ კონგრესისა და მთვრობის სანქციით.
8. ბევრი სამხედრო კამპანია!. ჩემი მხრივ ამ თვეში დიდი ბატალიების მოგვიწია. ჩვენი ალიანსის შემადგენელი ქვეყნები თითქმის ყოველი მხრიდან ებრძვიან მტერს. ესტონეთი-ფინეთს, ლიტვა-პოლონეთს, სლოვაკეთი-აშშს, ხოლო შვეიცარიაში კი რუმინელთა სამხედრო გადატრიალებას. ქართული არმია მედგრად დაუდგა მტერს ამ ბრძოლებში, თუმცა მრავალი ფრონტის არსებობის გამო სამწუხაროდ გამარჯვება ვერ მოხერხდა. ალიანსის მეთაურობასთან ერთად შემდეგ თვეში შევეცდებით გამოვასწოროთ სიტუაცია.

რაც სამწუახაროდ ამ თვეში ვერ მოხერხდა არის “ბეიბი-ბუმი”, ანუ ახალი მოთამაშეების შემოდინება. სამწუხაროდ მოლაპარაკეკები ირანთან ან რუსეთთან სავარჯიშო ომზე ადმინისტრაციის მიერ სამხედრო გადატრიალების მექანიკის შემოღების გამო ჩაიშალა. ამ თვეში ყველანაირად შევეცდებით გავაკეთოთ ბეიბი-ბუმი ისე, რომ ბიუჯეტს ეს მამასისხლად არ დაუჯდეს.


მოკლედ, ბეცვრს არ გავარგძელებ, მაგრამ ესაა ამ თვის შეჯამება პრეზიდენტისგან; თუ გინდათ ამ მხრივ გავაგრძელოთ მუშაობა, დაუჭირეთ მხარი მრავალი პოლიტიკური პარტიის არჩევანს და ხმა მიეცით პოლიტიკურად მულტიპოლარულ მთავრობას! წინ საქართველო!


აქვე არ შემიძლია აღვნიშნო და დიდი მადლობა არ გადავუხარო იმ პარტიებს, რომელთაც მხარი დამიჭირეს ამ არჩევნებში. უღრმესი მადლობა თქვენი მუშაობისთვის მთვრობაში ამ თვეს. იმედი მაქვს კიდვ ერთხელ წარმატებით გავუძღვებით საქართველოს აპრილში.

Christlich Soziale Union
Christlich Demokratische Union
Republican Party of Georgia
Georgian Democrats Georgian Democrats