„ქართული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი და ვაი-კონგრესმენი დემოკრატებიდან

Day 2,643, 01:57 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო 2015 წლის 15 თებერვლის შიდაპარტიულ არჩევნებში, სადაც ვიქნები პოლიტ. პარტია „ქართული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე დღის წინ, როცა დავბრუნდი eRepublik-ში თვენახევრიანი პაუზის შემდეგ. რასაკვირველია, შემეძლო, გავწევრიანებულიყავი რომელიმე აწ უკვე შემდგარ პარტიაში, თუმცა ვამჯობინე, შემექმნა კარგად ორგანიზირებული ძლიერი ოპოზიციური ძალა, რისი ბაზისი და პოტენციალი „ქართულ პარტიაში“ დავინახე.

პარტიის პრეზიდენტად ჩემი მოსვლის შემთხვევაში:

1. მოხდება „ქართული პარტიის“ სრული რებრენდინგი _ შეიცვლება დასახელება, პოლიტიკური კურსი და, რასაკვირველია, ემბლემა.
2. შიდაპარტიული აღმასრულებელი თანამდებობების პირები (გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, სპიკერი და მრჩეველი) მიიღებენ ყოველკვირეულ ანაზღაურებას.
3. გამომდინარე იქედან, რომ არ ვაპირებ ფული დავხარჯო საკვებსა და იარაღში, თანხის მთელი ის რაოდენობა, რაც ჩემს ხელთაა და იქნება შემდგომში, გამოყენებულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ საქმეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი ბიუჯეტი პარტიის ბიუჯეტი იქნება.
4. გამარჯვებისთანავე გამოცხადდება კონკურსი პარტიის ემბლემასთან დაკავშირებით, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცემა 700 ლარი.
5. პარტია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას მთავრობის კონტროლსა და ექართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის პრეზიდენტი წარადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც იგი იმოღვაწევებს თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე.

ახლა კი _ ცოტა რამ Giga Nems-ზე.

„ქართული პარტიის“ პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრის ყოფილი დემოკრატი ვაი-კონგრესმენი _ Giga Nems, რომელიც აღიტაცა ჩემმა იდეამ „ქართული პარტიის“ აღორძინების შესახებ და მხარსაც კი მიჭერდა ამ არჩევნებზე, მაგრამ შემდგომში გადაწყვიტა „მოეპარა“ ჩემი იდეები და თვითონვე ეყარა კენჭი აღნიშნული პარტიის პრეზიდენტობაზე. პარტიისა, რომელსაც იგი არასოდეს მიიჩნევდა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად. რბილ სავარძელზე დახამებული ვაი-კონგრესმენი, (არცერთი ცნობილი კანონპროექტისა თუ განხილვის ავტორი) Imedi TV-ს ფსევდო-ჟურნალისტი ცდილობს, ხელთ იგდოს ჯანსაღი მომავლის მქონე ექართული პოლიტიკური გაერთიანება და პირადი სარგებლობის მიზნით მოიხმაროს იგი. ასევე აღსანიშნავია, რომ მან თავის გუნდათ შეუთანხმებლად, ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გარეშე დატოვა „ქართველი დემოკრატები“ და „ქართული პარტიისკენ“ მოაშურა.

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ექართულ პოლიტიკურ სამყაროზე! თავი აარიდეთ არაჯანსაღ პროცესებს პოლიტიკაში და გააკეთეთ სწორი არჩევანი!

„ქართული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი _ გუგა ნემსიწვერიძე