გერილა - მეტი დიმეიჯი

Day 2,611, 13:42 Published in Georgia North Macedonia by Aveun.

მოკლედ არც ისე დიდი ხანია რაც გერილას თამაში დავიწყე, ადრე ერთი-ორჯერ შევედი და პირწმინდად წაგების შემდეგ აღარც გამიხედავს გერილასკენ. ეხლა კი ჯერ მეორეში გადასვლა არ მინდა ამიტომაც მომიწია სწავლამ (მოგეხსენებათ,გერილათი ბრძოლის დროს ლეველი არ გემატებათ). გადავხედე სტატიას სადაც დაწვრილებითაა ახსნილი ყველაფერი ( ლინკს ქვემოთ შემოგთავაზებთ), რასაც მე დავაკვირდი ის მინდა რომ დავამატო, თავიდან აუცილებლად შევდივართ ავტომატით, რადგან ამ ავტომატისთვის რეკომენდირებული მანძილიდან მოგვიწვს საწყის ეტაპზე სროლა, შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გადავადგილდეთ, ან მოწინააღმდეგე გადაადგილდება,სასურველია იარაღები გვქონდეს ბოლომდე დატენილი, ასევე ტანსაცმელიც უნდა გამოვცვალოთ ყოველი ბრძოლის შემდეგ,ან შევამოწმოთ, რომელი დაზიანდა ბრძოლის დროს და შესაბამისად გამოვცვალოთ.

თუ ატყობთ, რომ მოწინააღმდეგეს ადვილად ამარცხებთ, ეცადეთ ლიმონკა ( თუ ოქროთი გაქვთ ნაყიდი) არ დახარჯოთ. ავტომატს აქვს 5 სროლის უფლება, შემდეგ უნდა გადაიტენოს, დაითვალეთ რამდენჯერ გაისროლა მოწინააღმდეგემ და როდის მოუწევს გადატენვა, ნუ გაისვრით ლიმონკას როცა მოწინააღმდეგე ტენის(როცა ლიმონკას ვისვრით, დიდი შანსია მოწინააღმდეგემ აგვაცილოს).

თავიდან შეიძლება რამდენიმე ბრძოლა წააგოთ, მაგრამ სცადეთ კიდევ რადგან აქ უფრო მეტი დიმეიჯის დადება შეგიძლიათ ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლის დროს. მთავარია სწორად გააკეთოთ ყველაფერი, და ცოტა გამართლებაც.

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დავაგდე





კითხვები კომენტარებში, რამე ახალი თუ აღმოვაჩინე მივამატებ 🙂

ამ სტატიასაც გადახედეთ.

http://www.erepublik.com/en/article/-1-2423611/1/20