ბიზნესს რჩევები

Day 2,583, 11:57 Published in Georgia Sweden by temobega

შევეცდები მივაწოდო ინფორმაცია და რჩევები დამწყებებს და ზოგადად ესაქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და მისი განვითარების შესახებ. იმედია გამოგადგებათ


ალბათ, ყველას გიფიქრიათ ბიზნესის დაწყება მაგრამ ამისათვის საჭიროა სწორად განვსაზღვროთ როდის რი გაკეთებაა საჭირო და რისი არა.
კომპანიების მეშვეობით შესაძლებელია აწარმოო იარაღი, საკვები, სახლები და ნედლეული
იარაღის, საკვებისა და სახლების წარმოებისას აუცილებელია გაითვალისწონოთ ორი გარემოება. პირველი, თქვენ მოგიწევთ ნედლეულის შეძენა და მეორე მუშა ხელის დაქირავება
1. საწყისი კაპიტალი
კომპანიის დაარსებისა და მისი განვითარებისთვის აუცილებელია გქონდეთ საწყისი კაპიტალი, ამასთან ერთად წინასწარ უნდა განსაზღვროთ როდის, რის, რამდენის და რა ხარისხის (Q) პროდუქციის წარმოებას გეგმავთ
ბიზნესის დაწყებისას კაპიტალი უნდა შეადგენდეს სუ მცირე 20 ოქროს, თუმცა რჩევა იქნება არ დაიწყოთ ამ თანხით, უკეთესი იქნება თუ ბიზნესს 40 ოქროთი მაინც დაიწყებთ
1.ა ოქროს შოვნის გზები
ოქროს შოვნის ყველაზე გავრცელებული და მარტივი გზაა მედლის მიღება, თითო მედალი უდრის 5 ოქროს ( ახალი წლიდან ზოგიერთ მედალზე პრიზი 1000 ცც)
ოქროს შოვნა ასევე შეგიძლიათ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობითაც ანუ თქვენ უნდა ეცადოთ შეიძინოთ ოქრო რაც შეიძლება იაფად და შემდეგ ფასის აწევისას გაყოდით ის რაც შეიძლება მეტი მოგებით
2. ბაზრის შესწავლა
სანამ პროდუქციის გამოშვებას დაიწყებთ, შეისწავლეთ აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა, მათი რაოდენობა ბაზარზე და ფასები. ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სხვადასხვა გარემოებებს, მაგალითად როდესაც ქვეყანა ომშია ცართული ამ დროს განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა იარაღაზე, რაც პირდაპირ მოქმედებს მის ფასზე.
3. სფეროს არჩევა
დღეს ერესპუბლიკაში შესაძლებელია სამი სახის ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება, ესენია: სახლები, იარაღი და საკვები. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ სახლების წარმოებისგან დამწყებებმა თავი შეიკავოთ, რადგან დიდ თანხებს მოითხოვს
3.ა იარაღის წარმოება
იარაღის წარმოებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ომის ფაქტორი, რადგან მასზე მოთხოვნის სიდიდე პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყანაში ომის დაწყება დამთავრებასა და მშვიდობიანობის პერიოდზე. მშვიდობიანობის დროს იარაღზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია და შესაძლებელია ისე მოხდეს რომ წარმოებული პროდუქციის გაყიდვას რამდენიმე დღეზე მეტი დასჭირდეს (გააჩნია რაოდენობასაც), შესაბამისად ხარჯების (მუშა ხელი, ნედლეული შესაძენი ფული, ან ნედლეულის საწარმოს ფული, გადასახადები) დასაფარი თანხის ამოღება უკვე წარმოებული პროდუქციიდან შესაძლოა თავის დროზე ვერ მოახერხოთ და მოგიწიოთ დამატებითი ხარჯების გაღება. სამაგიეროდ ომის დროს შესაძლოა იარაღის თქვენი პარტია საათზე ნაკლებ დროშიც გაასაღოთ.
იარაღის წარმოების განვითარება რთულია დამწყებთათვის, ვინაიდან ისინი შეზღუდულნი არიან მცირე კაპიტალით. აქედან გამოსავალი შეიძლება იყოს, ის რომ აწარმოოთ პროდუქცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, (თქვენ თვითონ მუშის დაქირავების გარეშე) დააგროვოთ გარკვეული რაოდენობა და შემდეგ წარმოება გააჩეროთ აღნიშნული პარტიის სრულად გაყიდვამდე
3.ბ საკვები
საკვები ყოველთვის საჭიროა, შესაბამისად მასზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია მაგრამ მაღალია კონკურენციაც
4. კომპანიის შეძენა/დაარსება
კომპანიები შეიძლება დაარსო ან შეიძინო. სანამ კომპანიას დაარსებთ გადახედეთ ბაზარს ხომ არ არ შეიძლება იგივე დონის კომპანიის შეძენა უფრო იაფად. ასევე დაელოდეთ აქციას რომელიც თვეში ერთხელ ცხადდება და საშუალებას გაძლევთ დაარსოთ ან განავითაროთ თქვენი საწარმო თითქმის ნახევარ ფასად
5. თუ გსურთ რომ წარმატებულად მართოთ თქვენი ბიზნესი აუცილებლად მიადევნეთ თვალი ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, ფასები შესაძლოა უეცრად გაიზარდოს ან შემცირდეს


მადლობ ყურადღებისთვის