შუბლის ძარღვი, როგორც ასეთი

Day 2,563, 04:09 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობა ხალხო.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია დეზინფორმაციული მანქანა, რომელიც პირველ რიგში მოდის ესაქართველოს ორი დიადი, გამოცდილი, სუპერმტყვნელი, მსოფლიო პოლიტიკის დედის მკვნეტელი და ა.შ. (ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა) მოთამაშისგან, ესენია ამხანაგი ჯიმი ლევი და ამხანაგი მანტექსა, რომელსაც მხოლოდ მანტექსობა არ ეყო და სუპერიც კი გახდა! ჩემთვის პირადად ეს ორი ვაი პოლიტიკოსი ქართლოს ღარიბაშვილთან (ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ ტიპი ყოველ არჩევნებში უშედეგოდ მონაწილეობდა) და შალვა ნათელაშვილთან ასოცირდებიან და რა სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკონ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მათი და მათი დამქაშების ნასროლ ლაფს ეცნობა ხალხი, უამრავი გამოუცდელი მოთამაშე და ეს ნამდვილად ცუდად აისახება მათ სწორად ინფორმირებულობაზე. მე შევეცდები დღეს მივაფსა ყველა იმ ჭორს რომელსაც ეს ორი ადამიანი ავრცელებს.

დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ორი პარტიის, იუნაითედ ჯორჯიან ფართის და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კოალიციას წარმოადგენს არ ყვლეფს ხალხს, ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, ბიუჯეტიდან არ იპარავს არც ერთ კაპიკს, პირიქით ამატებს და მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე! ეს არის ფაქტი და ვინც ამას ვერ ხედავს კარგად ქექოს ის ნაცარი, რომელიც აქამდე უქექია!

ხშირ შემთხვევაში ეს ნაცრის ქექვა გამომწვევი ხასიათისაა და დიდი ალბათობით ნაცარქექიების დიადი ჭკუით ჩვენს ,,აგდებას" ემსახურება, რომ თვითონ აკადემიური ენით ისაუბრონ, ჩვენ კიდე მათი მოსაზრებები არააკადემიურად მივაჩათლახოთ, რათა ამომრჩევლის თვალში უკეთ გამოჩდნენ, მაგრამ მე ზუსტად იმ ლექსიკით გადავუფრენ თქვენს გუგულის ბუდეს, როგორადაც ეს მიმაჩნია საჭიროდ და კი არ ვვარდები, უბრალოდ მეტს არ იმსახურებთ.

დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა კადეტების თაობაზე, სიმართლე გითხრათ არც მე მომწონს რომ კადეტების აკადემია არ იქნება მთელი ქვეყნის აკადემია, მაგრამ ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ქართლოსას და შალვას ბრიგადები ამას ხელისუფლებას აბრალებენ, მაგრამ ასეა კი?

როდესაც შეიქმნა ესაქართველოს კადეტების აკადემია იყო ის პროდუქტი რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დადო, ჯორჯიან ვულფის დიდი ძალისხმევით (სხვების წვლილს არ ვაკნინებ, მაგრამ ამ ადამიანის წვლილი ყველაზე დიდი იყო). შემდეგ ვულფი საქართველოდან წავიდა. ვულფის წასვლის შემდეგ აკადემია ფაქტობრივად მოკვდა. მერე მოვედით ხელისუფლებაში ჩვენ, ეროვნულ-დემოკრატები. და პირველ რიგში კადეტების აკადემიის გაცოცხლება დავიწყეთ. ამისთვის არ დაგვიხარჯავს ხალხის/ბიუჯეტის ფული, ამისთვის ვხარჯავით ჩვენს ფულს და არა მარტო ვირტუალურ, არამედ რეალურ ფულს. გვინდოდა რომ ესაქართველოს ჰქონოდა მომავალი. ჩვენ არასდროს ვახდენდით კადეტებისთვის ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებების თავზე მოხვევას და როდესაც ხდებოდა მაგალითად ჯიმი ლევის დემონიზაცია, აუცილებლად ვკრძალავდი ჩატში ასეთ საუბრებს და ყოველთვის ვეუბნებოდი ყველას, რომ ჯერ განვითარებულიყვნენ, შეეხედათ სიტუაციისთვის და პარტია თავად აერჩიათ!

რას აკეთებდნენ მანტექსა, ჯიმი და მისი დამქაშები? შემოვარდებოდნენ ხოლმე ჩატში და ახდენდნენ მისი პარტიის რეკლამირებას, ყოველთვის ჯუჯღუნებდნენ და გვსაყვედურობდნენ, რომ კადეტებს ვიყენებდით პოლიტიკური მიზნებისთვის. ჯიმი, მანტექს - მე ვამბობ რომ ასე არ იყო იმ პერიოდში და ჩვენს შორის მტყუანს შესცეს პლატომ. გაწყობთ? 🙂

ანუ რა ხდებოდა? იყო ნ7 რომელიც არის სრულიად აპოლიტიკური მილიტარი იუნიტი (აქაც შემიძლია მტყუანისთვის პლატოსთვის შევაცემინო, თუ გინდათ. სხვათაშორის გუშინ დაიდო უჯპ-ს მიეცით ხმაო, იუნიტის გვერდზე, შენიშვნა მივეცი ავტორს, მასინვე მიხვდა შეცდომას და წაშალა.) იყო კადეტები, რომელიც იყო სახელმწიფოს მილიტარი იუნიტი და ნებისმიერს შეეძლო მის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იყო აპოლიტიკური და იყო ჯერ ე.წ. ,,ქართული არმია" რომელიც ჯიმის პირად მილიტარი იუნიტად ჩამოყალიბდა (და სახელმწიფოს რომ არ ექვემდებარებოდა ამის გამო გაიქცა მანტექსა თავდაცვის მინისტრობიდან) და ემორჩილებოდა პარტიას და შემდეგ გაიჩითა რესპების პარტია რომელმაც ასევე შექმნა რეალურად პარტიაზე დაქვემდებარებული იუნიტი (ანუ გააკეთა ის, რის გამოც ჯიმის აკრიტიკებდა).

ამ ორმა ადამიანმა ჩაიდინა უმსგავსობა, მაგრამ კიდევ ყოფნიდათ თავხედობა, რომ ჩვენთვის დაედოთ ბრალი ზეპირი შეთანხმებების დარღვევაში და არაკეთილსინდისიერ ქცევებში.

აი ასეთ პირობებში, სრულიად ლოგიკურია ის ფაქტი, რომ კადეტები აღარ არის სახელმწიფოს მილიტარი იუნიტი და ამის პროვოცირება მოახდინა ორმა ვაიოპოზიციურმა პარტიამ.

მე აქ ვნახე მანტექსას ორმეტრიანი აკადემიური პოსტებიც, თუ როგორ ჰქონდა მას წინასაარჩევნო პროგრამა და თუ როგორ დაიკიდა ვეტელმა წინასაარჩევნო პროგრამა ფეხებზე და ჩემი ,,ნაუცბათევად" შექმნილი პროგრამა დააკოპირა.

მანტექს, ფისუნია, ის რაც მე მაქვს გაკეთებული ესაქართველოსთვის მთლიანად არ გაქვთ გაკეთებული რესპუბლიკელებს. ჩემი სტატიები და პროგრამები ნაუცბათევად კი არ იქმნება, მე ვხედავ პრობლემებს, მე ვხედავ წინადადებებს, მე ვხედავ როგორ ვითარდება მოვლენები, მე ვაკეთებ მათ ანალიზს, შეიძლება ერთ დღეში, შეიძლება ერთ თვეში და რასაკვირველია ეს ანალიზი ძალიან სწრაფად გადმომაქვს ფურცლებზე, ამიტომ თუ მე რაღაცას ვქმნი, ეს უკვე განხილული მაქვს საკუთარ თავთან და ეს სპონტანური ქმედება არაა.

რაც სეეხება ვეტტელის პროგრამას. ვეტტელი ჩვენი პარტიის წევრია, ჩემი პრეზიდენტობის დროს ის ვიცე პრეზიდენტი იყო, როგორ გგონია ფისუნია, 1 თვეში რადიკალურად შევიცვლიდით პოზიციებს? თუ გგონია რომ 1 თვეში ყველა გეგმა განვახორციელეთ რაც გვქონდა? ჩემი პროგრამა იყო გეგმა, რომ ჩამოყალიბებულიყო კონკრეტული სისტემა, კონკრეტული პრიორიტეტებით, ეს დაიწყოჩემი პრეზიდენტობის დროს და გაგრძელდა ვეტტელის პრეზიდენტობის დროს. ნაცვლად იმისა რომ ამდენად იაზროვნო (დარწმუნებული ვარ აზროვნებ და ხვდები) და დაეხმარო ხელისუფლებას, ისევ უაზრო, ჭიჭყინა დემაგოგიას უშვებ და ამ ფაქტს ისე ატრიალებ, თითქოს ვეტტელმა დაიკიდა პროგრამა, იმიტომ რომ იცოდა ხალხი მაინც მისცემდა ხმას.

თქვენ გაქვთ დიდი ამბიციები, მაგრამ იქცევით ტუტუცურად, როცა ვერ ახდენთ ამ ამბიციების რეალიზებას და ავრცელებთ უნამუსო ტყუილებს და ლაფს ესვრით იმ ხალხს, ვინც რეალურად ბევრ რამეს აკეთებს ქვეყნისთვის.

ჩვენი კოალიციის მმართველობის პერიოდში გვაქვს აბსოლუტურად მშვიდი ცხოვრება, ქვეყანა ვითარდება, ბიუჯეტი იზრდება, არავინ ბიუჯეტის ფულს არ იპარავს, ვიზრდებით, ამუშავდა კრედიტების პროგრამა, ალიანსში გვიჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია, ხშირად ვახორციელებთ ბეიბი ბუმებს, იმისთვის რომ ხალხი დაგვემატოს, ბოდიში და რა ჩემი ფეხები უნდა ამ ორ პარტიას, რას გვემართლება? იდება ხოლმე ინფორმაცია რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და მგონი არაფერს ვაშავებთ.

ჯიმიმ სტატია გამოგვიცხო იმ ხმებზე, რომელსაც მითიურად იღებს უჯპ. სტატია გამოაცხო ნუ გვარეპორტებთო. აი არც კი გრცხვენიათ. დარეპორტების გამო არ ადებენ ადამიანს ბანს. ბანი ედება ადამიანს მაშინ, როდესაც ის ჩალიჩობდა და ამას გადაამოწმებს ადმინისტრაცია. არავითარი მითიური სტივის პროგრამა არ არსებობს, არც მე ვურეკავ ხოლმე პლატოს. თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება ისე, რომ თქვენ ტონობით ხმებს გაკლებენ, ჩემს პარტიას კი არცერთს. რატომ? იმიტომ ხომ არა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელები? როგორ მიიღო 35 კაციანმა პარტიამ 38 ხმა, როცა სტატისტიკურად ნებისმიერი პარტიის მიერ მიღებული ხმები ამ პარტიის წევრთა 75 %-ს ვერ სცდება?

მანტექსა იმას მაყვედრის, რატომ არ ვარ მის სკაიპ ჩატში რომ დიად სამხედრო საბჭოს შევუერთდე. რა ჩემს ფეხებს აკეთებს ეს დიადი სამხედრო საბჭო? ოდესმე რომელიმე ქართულ მილიტარი იუნიტს, უცხოელების, ჩვენი მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად კომბატ ორდერი დაგიდიათ? თუ მე მეხალისება ხოლმე ფულის დაკარგვა როცა ვდებ. ვდებ იმიტომ რომ ვიცი, როცა ვეხმარები მოკავშირეს და ის ამას ხედავს, ისიც დამეხმარება მე. მარტო აქ ჩვენ კი არა პოლონეთიც კი ვერ გაქაჩავს. მე არ მჭირდება მანტექსასთან შეთანხმება როცა ვიბრძვი, არც ჯიმისთან, მე თქვენზე უკეთ ვიცი რა არის ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტული და ნამდვილად არ მინდა ორ უსაქმურთან ერთად ეს განვიხილო.

ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომავლისთვის, თქვენ ლაფის სროლის და მახათის გაყრის მეტს დიდწილად არაფერს აკეთებთ, ნუ, საჭმელს არიგებთ ხოლმე კი. დიდი მადლობა მანტექს, სტატიაში არ გამოგრჩეს შენი პარტიის და მილიტარი იუნიტის სარეკლამო ლინკების დადება, შე ქვეყანაზე და ხალხზე მზრუნველო შენა.

ძალიან ცუდია რომ ამ ყველაფრის ლაპარაკი და ახსნა მიწევს, მაგრამ თქვენი უაზრო გამოხტიმებით სხვა გზა არ დამიტოვეთ.

მე და ვულფი კადეტებისთვის კონკურსს ვატარებთ, ვიღაც ჩუკენა გამოხტება წინასაარჩევნოდ ხდებაო. აი აქაც მტყუანს შესცეს პლატომ, რამდენიც აზრადაც არ მქონია ეგ იდეა წინასაარჩევნოდ დამედო, გავაკეთე იმიტომ რომ ხალხს ჰქონდეს მეტი მოტივაცია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით ამას, თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ საჭმელი არიგოთ და პარტიის ლინკები მიაყუჩოთ სტატიაში და ჩვენ გვლანძღოთ, ჩვენ - ხალხი რომელიც საქმეს ვაკეთებთ, თქვენ - უსაქმურებმა.

ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვიკამათო, ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი, მაგრამ როდესაც გექნებათ დემაგოგიური პოსტები, როდესაც რაღაც ყლეობას დააბრეხვებთ, ნუ გაგიკვირდებათ რომ ისეთ ტონში გიპასუხებთ, როგორშიც სტატია დავწერე.