გერილას გაკვეთილები

Day 2,459, 08:50 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობა.
ახლა ვეცდები აგიხსნათ თუ როგორ უნდა იბრძოლოთ გერილათი.


სურათი ნომერი პირველი. თუ აქ დააკლიკავთ იბრძვით გერილათი.
იმისთვის რომ იბრძოლოთ საჭიროა, მოკლათ მინიმუმ 5 კაცი ნებისმიერ ბრძოლაში და გქონდეთ ასი ენერგია. ბრძოლის დროს აუცილებლად გჭირდებათ მაუსი, ამიტომ პლანშეტით და მობილურით არც ეცადოთ.



ყოველი ბრძოლის დაწყებამდე აუცილებლად შეიარეთ საწყობში, სადაც აღიჭურვებით იარაღით, იყიდით იარაღს და ა.შ.
საწყობში შესასვლელად უნდა დააკლიკოთ აქ.


საწყობში შესვლის შემდეგ დაგხვდებათ ასეთი სიტუაცია.


მარცხნივ და შუაში გიჩვენებთ თქვენს ძირითად აღჭურვილობას ბრძოლის დაწყების წინ. აუცილებლად აღიჭურვეთ ბოლომდე. თქვენი საწყობი არის მარჯვნივ და მაღლა, იქ ინახება იარაღები, ლიმონკები, ჩაფხუტები, ბრონის ჟილეტები, ფეხსაცმელები. თუ ეს ყველაფერი არ გაქვთ საწყობში, იყიდეთ ბაზარში, რომელიც არის ორ განყოფილებად მარჯვნივ, დაბლა და შუაში. სასურველია ლიმონკა იყიდოთ ოქროთი, რადგან ასეთი ლიმონკის დემიჯია 10, ხოლო ფულით ნაყიდი ლიმონკის დემიჯი არის - 5. მარცხნივ დაბლა, არის ის იარაღები, რომლებიც თან მიგაქვთ ბრძოლის დროს, არა ძირითად იარაღად, არამედ რეზერვად. აუცილებლად წაიღეთ ერთი ახლო ბრძოლის და ერთი შორი ბრძოლის იარაღი. ახლო ბრძოლის იარაღებია არბალეტი, დრაბავიკი და პისტოლეტი. შორს მანძილზე იბრძვით სნაიპერული ვინტოვკით. გაითვალისწინეთ რომ არბალეტში არის ერთი ტყვია, შემდეგ უნდა გადატენოთ, ასევეა სნაიპერული ვინტოვკა, დრაბავიკში არის 4 ტყვია, ავტომატში ხუთი. მეორე, კუანა ავტომატში 4. პისტოლეტში რამდენია არ ვიცი სიმართლე გითხრათ, არასდროს გამომიყენებია. ლიმონკის ერთ პაკეტში არის 3 ცალი.

როდესაც მაუსს მიიტანთ საწყობში არსებულ იარაღთან გაჩვენებთ, თუ რამდენი ტყვიაა იარაღში და რამდენი სათადარიგო სავაზნე კოლოფი გაქვთ.


ყოველთვის აღიჭურვეთ სრულად, და ძირითადი ავტომატი ყოველთვის გქონდეთ ბოლომდე დატენილი და გქონდეთ ყველა სათადარიგო სავაზნე კოლოფი.
აი ასე მივდივარ ხოლმე მე ბრძოლებში.



აქ ხშირად გამიგია, რომ თუნდაც წააგო, მაინც ბევრ ქულას გაძლევს. მაგრამ წაგებას ერთი დიდი მინუსი აქვს. გერილას აქვს ბონუს დემიჯები. აი ამ სურათზე ჩანს.

ნახეთ, ჩემი ბონუს დემიჯია ორი, იმისი კი 1.
ბონუს დემიჯს გაძლევს იმ შემთხვევაში, თუ შენი საერთო მოგებების რიცხვი, აღემატება წაგებების რიცხვს. თუ ორჯერ აღემატება გაძლევს ორ ბონუს დემიჯს. ანუ, როცა იარაღის დემიჯია 8, როცა მოწინააღმდეგეს მოვარტყამ მე მას დავაკლებ 10 ქულას. სამჯერ თუ არემატება 3 ქულაა ალბათ ა.შ. უბრალოდ მე სამჯერ მეტი არ მაქვს მოგება, წაგებაზე. ჯერ. ამიტომ, ეცადეთ ყოველთვის აღჭურვილი შეხვიდეთ თამაშში და მოიგოთ!

ახლა რაც შეეხება უშუალო ბრძოლას.
ბრძოლა არის ოც რაუნდიანი. თითოეული რაუნდი არის 10 წამიანი. თუ თქვენ არ გამოიყენებთ არც ერთ ფუნქციას, კომპიუტერი ავტომატურად ისვრის ლიმონკას. თუ არ გაქვთ ლიმონკა, აკეთებს მისი სროლის იმიტაციას.
თითო რაუნდში აკეთებთ თითო მოქმედებას.
ესენია: სროლა, ლიმონკის სროლა, წინ ან უკან დახევა, იარაღის გადატენვა, იარაღის გამოცვლა.



იარაღის გამოცვლა შეგიძლიათ აქ


80 მეტრი მანძილი არის უახლოესი როცა მტერთან ხარ, 900 მეტრი არის უშორესი მანძილი. არბალეტისთვის ზედგამოჭრილია 80 მეტრი. დრაბავიკისთვის 300 მეტრის ფარგლები. ავტომატისთის 400-დან 700 მეტრამდე. მერე სნაიპერის ვინტოვკა.

ეცადეთ ნაკლები იმოძრავოთ ხოლმე. ნუ, იმის მიხედვით როგორ იქცევა მტერი. თუ მასაც ავტომატი აქვს და ისვრის, ისროლე. თუ ცდილობს მოგიახლოვდეს ან დაგშორდეს, კარგად შეაფასე რა იარაღი გაქვს და იმის მიხედვით იბრძოლე, გაექეცი, ან იარაღი გამოცვალე.

ძირითადად იბრძოლეთ მაინც 5 ტყვიანი ავტომატით.

მარცხნივ მაღლა გიიჩვენებთ მტრის და თქვენს მოქმედებას. იწერება მოხვდა თუ გაიმაზა ნასროლი. თუ მოწინააღმდეგე ან თქვენ გამოიყენებთ ლიმონკას ეხატება ფარი.



და ცოტა ლიმონკაზე. როცა ლიმონკას ისვრი, იხრები, ამიტომ ხანდახან მტერი ვერ გარტყამს ტყვიას. ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე. ამიტომ ეცადეთ სტრატეგიულად სწორად ისროლოთ ლიმონკა. მაგრამ ლიმონკას ერთი მინუსიც აქვს, თუ შენ ისროლე და ამ დროს მტერმა მოძრაობა გააკეთა (ქეცბაია) 10-ის ნაცვლად მოაკლდება სამი ქულა.

მოკლედ, სულ ესაა, დანარჩენს თქვენც დაამუღამებთ. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ 🙂