I. ინტერვიუ გამასთან(Psich0 KilleR).

Day 2,561, 03:06 Published in Georgia Estonia by Bacha67

მივესალმები ესაქართველოს მოსახლეობას!

დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ვიცე პრეზიდენტ გამასთან(Psich0 KilleR).
ჩემი აზრით საინტერესო გამოვიდა და თქვენც შეაფასეთ.

გამარჯობა გამა, თქვენი პარტია არის ესაქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტია და დიდ როლს ასრულებს ესაქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ?

მოგესალბეით! პირველ რიგში ჩვენი გეგმაა, ხელი შევუწყოთ პატარ–პატარა პარტიებს, ასევე მოვიდეთ ხელისუფლებაში, რათა ჩამოვაყალიბოთ სწორი მმართველობა. ახლა კომენტარებში დაწერენ, რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორსო და ახლავე გიპასუხებთ, – ბევრ რამეს. ხელისუფლება მხოლოდ ორ პარტიაზე და ხუთ ადამიანზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ასე აღარ იქნება.

2 დღის წინ თქვენმა ოპონენტმა პარტიებმა, უგპ–მ და ედპ–მ საკუთარ სახელზე გაიფორმეს ესაქართველოს ორი მნიშვნელოვანი სამხედრო დანაყოფი, კადეტთა აკადემია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა და სამხედრო დანაყოფი N7, ეს იყო ამ კვირის მთავარი მოვლენა. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ მოვლენის შესახებ

ოო, სიმართე გითხრათ, კარგად ვიყავი განწყობილი უგპ–ს მიმართ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ წარმოდგენა შემიცვალა. გუშინწინ ვულფს ვესაუბრებოდი ამ თემაზე კადეტების ჩატში და ბანი დამადო 😃 მართლა სასაცილოა ეს ფაქტი, არადა როგორც ჩემს აღმზრდელს, ისე ვუყურებდი ერეპში 🙂 რაც შეეხება ჩემს პოზიციას მე ვეწინააღმდეგები კადეტების მისაკუთრებას, რადგან სახელმწიფო დანაყოფია და სახელმწიფო ყველა ჩვენგანია. ანუ არ შეიძლება ხუთმა კაცმა გადაყვიტოს სახელმწიფო მუს ბედი, ეს ჩემი პირადი აზრია. ხოლო N7 არის კერძო მუ და მის მმართველებს ვერავინ დაუშლის რა და როგორ გააკეთოს. 🙂

შენიი აზრით უნდა შეიქმნას თუ არა ესაქართველოში ისეთი სამხედრო დანაყოფი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არცერთ პოლიტიკურ ძალაზე ?

შეუძებელია შეიქმნას ისეთი მუ, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის დაქვემდებარებაში.

კვირის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა, ეს არის კონგრესის არჩევნები. როგორ ფიქრობ, ვინ მოიპოვებს ესაქართველოს კონგრესში უმრავლესობას ?

მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ კონგრესში ვუშვებთ ქართული დემოკრატების ერთ წარმომადგენელს, რადგან მინდა ხელი შევუწყო პატარა პარტიებს, მიიღონ გამოცდილება და ჯანსაღი კონკურენცია გაგვიწიონ შემდეგში.რაც შეეხება შენს შეკითხვას, მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ, რესპები მოვიპოვებთ კონგრეში უმრავლესობას. 😉

როგორ შეაფასებდი ახლანდელი კონგრესის, მთავრობისა და პრეზიდენტის მუშაობას ?

ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას კონგრესს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, პირადად მე ვიზრუნებ კონგრესის უფლებებზე, რადგან ვთვლი, უნდა იყოს კონგრესის ჩატი და აქტიურად მიმდინარეობდეს იქ დებატები. ახლაც არის ჩატი მაგრამ არავინ არაფერს არ წერს. კონგრესს უნდა ორგანიზება, სხვადასხვა თემების განხილვა და ასე შემდეგ.

თქვენ ხართ ალიანსში ქრისტიან–დემოკრატებსა და ქრისტიან–სოციალურ კავშირთან ერთად. როგორ ფიქრობ,შეძლებთ მთავრობაში მოსვლას ერთიანი ძალებით ? რა რეფორმებს გაატარებთ ესაქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ?

გამოგრჩათ მეოთხე პარტია, – ქართული დემოკრატები 🙂 ესე იგი მე მჯერა რომ მოვალთ ამჯერად ხელისუფლებაში. მე ჩემი თანამოაზრების გარეშე ვერ ვისაუბრებ რეფორმებზე, რადგან მოკვდება ის, რომ ერთმა ადამიანმა უნდა მართოს ქვეყანა. ჩვენ, ყველა ალიანსში შესული პარტია ერთად გავუძღვებით ესაქართველოს!

რას ფიქრობ თქვენს ოპონენტებზე და რას ეტყოდით მათ ?

ვეტყოდი იმას, რომ ერეპი არის თამაში და ნუ გადასდით რეალობაში. მე გირჩვთ ყველა ჩემს ოპონენტს, რომ ნუ დაგიპყრობთ სიძულვილი და შავი გზებით ნუ მოინდომებთ ხელისუფლებაში დარჩენას, მაინც ვერ გაიმარჯვებთ!

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებას !

გმადლობ, ნახვამდის!