EGeorgia Wildernes

Day 2,467, 01:54 Published in Georgia Argentina by giorgimailo

ესაქართველოში, როგოერც რეალურ საქართველოში ცხოვრობენს გარეული ცხოველები

შევეცდები წარმოგიდგინოთ ისინი

ფოტოები რეალური საქართველოშია გადაღებული (ჩემს მიერ ფოტომახის გამოყენებით)



არჩვი - Chamois - - Rupicapra rupicapra

არჩვი (ფსიტი) მაღალი მთების ჩლიქოსანია. ბინადრობს ტყის სარტყელის ზედა ნაწილის, სუბალპური და ალპური სარტყლების კლდიან ადგილებში. ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე.

გავრცელებული იყო მთელს კავკასიონზე, ლიხის, მესხეთის ქედებს და აჭარის მთიანეთში. ამჟამად არჩვი შემორჩენილია მცირე პოპულაციების სახით კავკასიონზე(სვანეთიდან ლაგოდეხამდე), მესხეთის ქედზე შემორჩენილია ბორჯომის ნაკრძალში, აჭარია მთიანეთში. სამხრეთის პოპულაცია ძალზედ მცირერიცხოვანია და ემუქრება გაქრობის საფრთხე. ლიხის ქედზე მთლიანად განადგურებულია.

ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 70-80 სმ,სხეულის სიგრძე 125-135 სმ. წონა მამრ. 30-50 მდედ. 25-42 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც(7-10 sm). ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicarpa caucasica),

არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად იკვებება ალპური ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.

არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ძნელია მისი სქესის გარჩევა.
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში სტატუსით (EN).



ვიდეო / Video

https://www.facebook.com/photo.php?v=578652565565864&set=vb.438657676232021&type=3&theater