27 მაისისს ძველ იპოდრომზე

Day 3,106, 01:30 Published in Georgia Georgia by DVS-001

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქენო 🙂 ყველას მოგეხსენებათ, რომ წელს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე. შესაბამისად 26 და 27 მაისს იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით როგორც გასულ წელს, თავისუფლების მოედანზე იქნება ფიცის მიღება და სამხედრო ტექნიკის-შეიარაღების გამოფენა და სხვა მრავალი სანახაობა.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეს: გაიმართება ძველ იპოდრომზე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. ღონისძიებების რაოდენობა მრავალია, მაგრამ ძირითადს ჩამოგითვლით:
1. Air Soft (იხილეთ ვიდეო აღნიშნული თამაშის შესახებ https://www.youtube.com/watch?v=28CA5HF6sNw )(მონაწილობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პირადად, ასევე თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
2. ფეხბურთი (მონაწილობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პირადად, ასევე თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
3. კალათბურთი (მონაწილობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პირადად, ასევე თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
4. რაგბი (მონაწილობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პირადად, ასევე თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
5. მაგიდის ტენისი
6. იმიტირებული სასროლეთი (გამოცადოთ თქვენი შესაძლებლობები სროლაში)
7. City Games - მინიშნებებით სხვა და სხვა ადგილების პოვნა და დავალების შესრულება (მონაწილობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პირადად, ასევე თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
8. საპარაშუტო ხტომა, რომელსაც შეასრულებენ ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.
9. კონცერტი (მონაწილეობას მიიღებს: ფრანანი, ნიკოლშოუ, რობი კუხიანიძე და სხვა)

PS. უმორჩილესად გთხოვთ, არ დამზარდეთ და შემასრულებინოთ მისია, რომელიც მთხოვს სამ სტატიას (25 კომენტარიანს) მათ შორის ერთი სტატია თქვენი წყალობით შესრულდა, მეორე სტატიას 4 კომენტარი აკლია ( https://www.erepublik.com/en/article/-1344-2594987/1/20 , ამ სტატიაშიც თქვენი იმედი მაქვს 🙂