საკვების დარიგება (UGP)

Day 2,903, 00:25 Published in Georgia Georgia by Nodar.gelovani


მოგესალმებით მეგობრებო

დაიწყო რბოლა პრეზიდენტობისთვის პარტიებსა და კანდიდატებს შორის. რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ ე-სამშობლოს ე-პატრიორები. ბევრი სიტყვა და დაპირება ჩაიყარა, არ იცი რომელს დაუჯერო და რომელს არა. ამას რომ თავი დავანებოთ არის ერთი საკითხი, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ზოგს უნდა დიდქტატურის გაუქმება, ზოგი კი პირიქით თვლის, რომ ის საჭირო "ბოროტებაა". დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი ვერ გასცემს კითხვას პასუხს საჭიროა/კარგია დიქტატურა თუ არა?
სიმართლე გითხრათ, ჩემი სტატიისთვის ამას მნიშვნელბოა არ აქვს. გაგიკვირდებათ და თქვეთვისაც არ არის გადამწყვეტი. საქმე ისაა, რომ სიტუაციას, პოლიტიკას, მდგომარეობას, დროს... ქმნიან არა სახელმწიფო წყობები, არამედ ადამიანები ვინც ქვეყანას სათავეში უდგანან. ჩემი საუბარი და თქვენი ყურადღება იქით მიმყავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ დიქტატურა და დემოკრატია აღვადგინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ჩავვარდებით. რა ვიცით, რომ სენატში ზედხორა არ იქნება და პრეზიდენტი გამოგვადგება. რა ვიცით, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროებისას ჩვენი აზრები ორად, სამად და ოთხად არ გაიყოფა და ამის საქმე არ გაფუჭდება? -არ ვიცით.

მაგრამ, ასევე, ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ დიქტატურა და მის სათავეში ისეთი ადამინი მოვიდეს, რომელიც ქვეყანას და ხალხს სასაგებლო მიმართულებით წაიყვანს. თან, აქვე გავითვალისწინოთ ისიც თუ რატომ დამყარდა დიქტატურა - გარეშე მტრის ინტერვენციისა და მის მიერ დიქტატურის დამყარების თავიდან აცილების მიზნით, რაც არავინ იცის, როდის შეიძლება დაგვადგეს თავს და მითუმეტეს, ვიქნებით თუ არა მზად საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

მე გაერთიანებული საქართველოს პარტიის წევრი ვარ. ვიყავი სხვა პარტიებშიც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება UGP-ზე შევაჩერე. რატომ? -ვენდობი. ჩემი თამაშის განმავლობაში მე ვხედავ, რომ ეს ადამიანები ღებულობენ ქვეყნისთვის საჭირო და ამავდროულად სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ისინი არიან შეუპოვრები, დრო და დრო დაუნდობლები, მაგრამ ისინი მყარად დგანან მიწაზე და იციან რასაც აკეთებენ. ისინი არიან ე-პატრიოტები და თავის საქმეს ბოლომდე მიჰყავთ. ბევრი რამ ჩვენ შეიძლება არ გვესმოდეს, მაგრამ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ტერიტორიები და საზღვრები, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც თუნდაც საერთაშორისო გადმოსახედიდან ძლიერები არიან. (მაგალითად სერბეთი. კი მათი დაპყრობა დროებითი იყო, მაგრამ არა "შეუძლებელი" და გარდაუვალი). ჩვენნაირი პატარა ქვეყნის დაპყრობას Erepublik-ში რა უნდა... აიღეთ სომხეთის მაგალითი.

სანამ სხვები გპირდებიან დახმარებას, გაძლიერებას და ა.შ...
ამ დრო შვენ ვქმნით

შესაძლებლობებს...

დროს...

დაწერეთ კომენტარებში "UGP O7" და მიიღებთ საკვებს.