☼ [MOE] - ბრიფინგი (+კონკურსი)

Day 3,053, 09:42 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R
ალოჰა მეგობრებო!😁

როგორც ალბათ შეამჩნევდით, პოლიტიკური პარტიები მთლიანად არიან ჩართულები საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში და მოქალაქეების გულის მოსაგებად გასცემენ უამრავ რესურსებს.

განათლების სამინისტრომაც გადაწყვიტა არ ჩამორჩეს ხალხის დაპურებას და მათ მოძლიერებას მძიმე ომების შემდეგ. თუმცა რესურსებით მომარაგება ჩემო კარგებო, იქნება ცოტათი განსხვავებული მოცემული პოლიტიკური პარტიებისგან, ბოლოსდაბოლოს ჩემი უმთავრესი მიზანი ხომ თქვენი სწორედაც რომ განათლებაა!

მოკლედ მე გავაკეთე 10 ფრიად მარტივი ტესტური სახის კითხვები, რომლებიც რა თქმა უნდა დაკავშირებული იქნება ჩვენს თამაშთან. გამარჯვებულები კი მიიღებენ არაჩვეულებრივ პრიზებს როგორც ფულადს, ასევე სხვადასხვა რესურსებს! 🙂

კონკურსი ტარდება ჩვენს არაჩვეულებრივ ფორუმზე. იმისათვის რომ გაიაროთ ტესტები თქვენ უნდა გადახვიდედ მოცემულ ლინკზე

გათამაშება დასრულდება 3 დღეში. შაბათს 9 საათისთვის გამოვლინდება გამარჯვებულები! 🙂

კონკურსის ორგანიზატორები და სპონსორები გახლავთ:
W A R R I O R | Giorgi Gelovani.


ასევე ნელა-ნელა ფორუმზე ემატება ახალ ახალი სასწავლო გაიდები. ამჯერად შემოგთავაზებთ გაიდს, სადაც თქვენ გაეცნობით თამაშისთვის საჭირო ბევრ საინტერესო დამხმარე პროგრამებზე.
მის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს 🙂


ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ საგანმანათლებო სტატიებს:
☼ ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
☼ ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
☼ ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
☼ ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი
☼ როგორ დავიმატოთ ბევრი მეგობარი 
აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები) - http://goo.gl/CsQocr
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R 
Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 

ო7 და ჰაკუნა მატატა 

ე-საქართველოს ოფიციალური ფორუმი