📖 [Guide]როგორ ვიშოვოთ ფული

Day 3,070, 09:46 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R

გამაჯობა ე-მოქალაქენო

უცებ გამოვნახე ცოტა დრო და გადავწყვიტე დამეწერა სტატია სადაც გასწავლიდით თუ როგორ შეიძლება თამაშში ფულის შოვნა სხვადასხვა გზებით.

იმედია ყველაფერი მარტივი და გასაგები იქნება, კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირადი მესიჯი ან დააკომენტარეთ სტატიასზე
თამაში საშუალებას გვაძლევს მცირე, მაგრამ მრავალფეროვანი გზით შევძლოთ მცირე თანხების მოგროვება, მაგრამ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მისი მიზნობრივი ინვესტირება.
საწყის ეტაპზე ახალ მოთამაშეს შეუძლია 20 Level-მდე სწრაფად ასვლა, შედეგად ის იღებს 20 ოქროს, რასაც ემატება 500 ლარი.
რეალურად კი ეს თანხა შეიძლება არამიზნობრივად დავხარჯოთ, რაც ფინანსურ კრიზის და თამაშისადმი მუღამის ვერ–დაჭერას იწვევს.
მოკლედ ჩამოგითვლით თამაშში არსებულ ფულის შოვნის ყველა ლეგალურ გზას, ქვემოთ კი ვეცდები თითოეული უფრო დეტალურად განვავრცო:
☼ ვაჭრობა
☼ მედლების მოპოვება
☼ სავაჭრო სპეკულაციები
☼ Voters Club-ის წევრობა
☼ ბრძოლებში მონაწილეობა სადაც დევს co (combat order]
☼ სტატიებზე შემოწირულობა
☼ მუშაობა სახლების გამოყენებით ()
როგორ მოვიქცეთ საწყის ეტაპზე?
ჩემი რჩევა იქნება საწყის ეტაპზე განსაზღვროთ თქვენი მიზანი, ანუ გააკეთოთ არჩევანი თამაშის რომელ მოდულს მიანიჭებთ უპირატესობას – ეს იქნება სამხედრო–პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოდული.
1) თუ აირჩევთ სამხედრო–პოლიტიკურ მოდულს, მაშინ თქვენ მთელი თანხის ინვესტიცია უნდა ჩადოთ Training Ground-ების განვითარებაში და ყოველდღიურად ავარჯიშოთ ის, რადგან აქაუნთის სამხედრო ძლიერება დამოკიდებულია Strenth-ზე.
2) თუ აირჩევთ ეკონომიკურ მოდულს, მაშინ თქვენი მთელი თანხის ინვესტიცია უნდა მიმართოთ კომპანიების განვითარებისკენ.
ამაში დაგეხმარებათ შემდეგი სასწავლო გვერდი: კომპანიის მართვის საწყისები
თქვენ უნდა ააშენოთ რაც შეიძლება მეტი საწარმო, დაასაქმოთ ხალხი და ივაჭროთ ბაზარზე.
შემდეგ კი თანდათან გააძლიეროთ თქვენი ძალა (Strenth).
☼ მედალი, როგორც ფულის წყარო:

საწყის ეტაპზე მედალი არის საუკეთესო საშუალება, რათა იშოვოთ ფული. მედლების გარკვეული ნაწილი საჩუქრად გაძლევთ ან 5 ოქროს ან 1000 ლარს.
მედლების შესახებ ინფორმაციის მოძიება თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ სასწავლო გვერდზე
☼ სავაჭრო სპეკულაციები:
ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვის, ეს საკმაოდ ლეგალური და კანონით მიღებული მოვლენაა. სპეკულაციაში აგრეთვე მოისაზრება ექსპორტის გარკვეული ტიპი.
ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია იყიდოს პროდუქტი ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენდა საბედნიეროდ ყველა ფასები ლარებშია მითითებული და ვალუტის გაცვლა არ მოგვიწევს (სავალუტო პარადოქსი). ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გადავიდეს სასურველ ქვეყანაში, იყიდოს იქ ის პროდუქტი რომელიც გაეხარდება და შემდეგ გაყიდოს ის საკუთარ ქვეყანაში.
სწორედ ეს უგულისხმება ამ საშინელ სიტყვაში - სპეკულაცია. ეს არის უბრალო თამაში პროდუქტის ფასებზე.
სპექულაციებით მოგება გამოიანგარიშება ნაციონალური და უცხოური ფასების სხვაობით.
ასევე ხარჯებში არ დაგავიწყდეთ საერთაშორისო გადაფრენებში გამოყენებული ბილეთების ფასების შეტანაც.
საკმარისი პირობა სპეკულაციით მოგების მისაღებად:

გაითვალისწინეთ, უცხო ქვეყნის ბაზარში თქვენ მოქმედებთ როგორც მყიდველი, ამიტომ დ.ღ.გ._ს არ იხდით. ხოლო ნაციონალურ ბაზარზე თქვენ უკვე მოქმედებთ როგორც გამყიდველი, ამიტომ დ.ღ.გ._ს იხდით.
პრაქტიკაში ტრადიციული ექსპორტი არ არის სარგებლიანი, რადგანაც ხელსაყრელი პირობები (გადასახადები,ფასების რეგულირება) ძალიან მცირეა და მოგებაც მიზერულია.
სპეკულაციური ვაჭრობა უფრო გავრცელებულია, რადგან ის გაცილებით მარტივია, საჭიროა უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ფასების შედარება და ფორმულით გამოთვლა. აგრეთვე ეს არ მოითხოვს ლიცენზიების ყიდვას და ოქროების ფლანგვას.
☼ Voters Club-ის წევრობა
არის ეგეთი საიტი, სადაც თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ გარკვეული თანხა რის სანაცვლოდაც თქვენ მოიმატებთ თქვენს სტატიაზე ხმების (Vote-ების) რაოდენობას. რა თქმა უნდა ხმების მომატება ხდება სხვა, უცხო მოთამაშეების დახმარებით, რომლებიც "ალაიქებენ" თქვენს სტატიას, მათ კი ეგეთი გარჯისთვის საიტის ადმინისტრაცია უხდის ფულად კომპენსაციას (თვეში რამოდენიმეჯერ)
პირველ რიგში თქვენ უნდა შეხვიდეთ თავად საიტზე http://www.voters-club.com/Register.aspx
დარეგისტრირდეთ და რეგისტრაციის დროს, საჭირო გრაფაში მიუთითოთ თქვენი თამაშის პროფილის ლინკი.
შემდეგ კი გამოჩნდება გრაფა სადაც იქნება დალინკული სტატია/გაზეთი რომელსაც თქვენ უნდა მიცეთ ხმა ან გააკეთოთ გაზეთის გამოწერა (subscribe), ასევე ხშირად არის სხვა სახის შემოთავაზებებიც, მაგალითად ფეისბუქ გვერდის დალაიქება და ა.შ. რაშიც უფრო მეტს იხდიან.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, საიტზე გასაგებად არის მოყვანილი ყველაფერი, ხოლო თუ კითხვაბი გაგიჩნდებათ ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ
☼ ბრძოლებში მონაწილეობა სადაც დევს co (combat order)
ეს უმეტესად ეხება დიდ ძალიან მოთამაშეებს, და შესაბამისად თამაშში უკვე კარგად გარკვეულებს.
მოკლედ რომ ვთქვა, ხშირად ბრზოლის დროს რომელიმე მხარე დებს საბრძოლო ბრძანებას, მაგალითად "იბრლოძო მის მხარეს როცა კედელი 51%ზე ნაკლებია". ასეთ ბრძანებებს აქვს თავისი ბიუჯეტი. საშუალო გადასახადი პირველი დივიზიონისთვის არის 15 ლარი ყოველ დადებულ 1 მილიონ ზიანზე. სხვა დივიზიონებში თანხები უფრო მეტია, მაგრამ გამოთვლა ყოველთვის თითო მიყენებული მილიონი ზიანით ითვლება. ასე რომ როგორც უკვე გითხარით, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ძალის აქაუნთი, ტყუილად ნუ შეწუხებთ თავს ამ ორდერებით ☻
☼ სტატიებზე შემოწირულობა
ეს ალბათ ყველაზე მარტივი და გასაგებია ყოველ სტატიას აქვს 5,10 და 25 ლარის შემოწირულობის ფუნქცია, ასე რომ ეცადეთ წეროთ საინტერესო და სახალისო სტატიები და მერწმუნეთ თქვენ სტატიას ყოველთვის ექნება შემოწირულობები
რა თქმა უნდა ამით ვერ გამდიდრდებით, თუმცა ჯიბის ფული გექნებათ 🙂
☼ მუშაობა სახლების გამოყენებით
ეს კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საშუალებაა ფულის შოვნის.
პირველ რიგში ვეძებთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ხელფასს, რომლის მოძიებაც შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილი საიტის დახმარებით
https://www.erepublik-deutschland.de/en/tools/jobfinder/active_jobs
აქ მითიტებულია უახლესი ვაკანსიები, გამოთვლილია სად მუშაობაა ყველაზე ხელსაყრელი, ქვეყნის გადასახადების გათველისწინებით.
შენიშვნა: პრიორიტეტულია, თუ განსხვავება მხოლოდ რამოდენიმე ლარშია, იმუშავოთ საქართველოში, ქართველ დამსაქმებელთან. ამით თქვენ ძალიან დაეხმარებით ქვეყნის ბიუჯეტს
ვთქვათ ავირჩიეთ 100 ლარიანი სამსახური. ეხლა ვეძებთ ყველაზე იაფ პირველი ხარისხის სახლს, ისევ ზემოთ ხსენებული საიტის დახმარებით:
https://www.erepublik-deutschland.de/en/tools/marketplace/0/houses/1
ამ დროის მაჩვენებლით ყველაზე იაფი ქ1 სახლი ღირს 475 ლარი.
ეხლა კი რა ხდება, მოცემულ სახლი გააკტიურების შემთხვევაში ყოველ 1 საათში იძლება 1 სამუშაო ბილეთს, და +50 საბაზისო ენერგიას. მისი მოქმედების ვადაა 7 დღე.
100 ლარიანი ხელფასით 7 დღეში ჩვენ ვაგროვებთ 700 ლარს!
700-475=225 (დამატებითი მოგება კვირაში)
225/7=32 (დამატებითი მუშაობით დღიური მოგება)
ასე რომ გირჩევთ იყიდოთ ქ1 სახლი, ამით თქვენ ზედმეტ შემოსავალსაც მიიღებთ და საბაზისო ენერგიასაც გაიზრდით.

ეხლა შევხედოთ ქ2 სახლების ფასებს. ამ დროისთვის მისი საშუალო ფასია 845.
შიძლება იფიქროთ, რომ 845 ლარი, კვირაში ხელფასით მოგროვებულ 700 ლარზე ბევრია, შესაბამისად მისი ყიდვა არ ღირს, რადგან წაგებაში წავალთ, მაგრამ ვერმოგართვით 😃
გაითვალისწინეთ რომ თქვენ გაქვთ უკვე ნაყიდი ქ1 სახლი რომლისგან კვირაში მოგება გვრჩება 225 ₾.
ანუ თუ ჩვენ გავაააქტიურებთ ქ1 და ქ2 სახლებს ჩვენ შეგვეძლება დამატებით ორჯერ მუშაობა. 700+700=1400 ₾
ამ სახლების ხარჯები კი გხლავთ 475+845=1320 ₾
1 400 - 1 320 = 80 ₾ (ორივე მომუშავე სახლით კვირაში შემოსული მოგება)
80 / 7 = 11 (დღეში შემოსული მოგება)

ამას დავამატოდ დღიური 100 ლარი რომელსაც სახლების გააქტიურების გარეშეც ვღებულობთ და გამოდის 111 ლარი დღეში!
ბონუსად კი ამ ყველაფერს ემატება ქ2 სახლის +80 საბაზისო ენერგია, ანუ ორივე გააქტიურებული სახლით თქვენ იმატებთ +130 ენერგიას!
ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ საგანმანათლებო სტატიებს:
☼ ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
☼ ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
☼ ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
☼ ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი
☼ როგორ დავიმატოთ ბევრი მეგობარი 
აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები) - http://goo.gl/CsQocr
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R 
Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 
ო7 და ჰაკუნა მატატა