ე-საქართველო და მისი მოკავშირეები 2{ U. G. P.}

Day 2,925, 10:42 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო! ვაგრძელებ საქართველოს მოკავშირეების სამხედრო-ანალიტიკურ მიმოხილვას. იმედია მოგწონთ.
http://www.erepublik.com/en/article/-u-g-p--2566149/1/20 (ტელეფონიდან ვარ და იმედია სწორად ჩავაგდე ლინკი) ეს წინა სტატიის ლინკია, სადაც მიმოვიხილე უშუალოდ საქართველოს მპპ-ები. ეს იყო ორი დღის წინ და მოკავშირეების სურათი ცოტათი შეიცვალა. მოკავშირეებს გამოაკლდა თურქეთი და ჩილე. ეს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მპპ-ს დრო გაუვიდა და დაგვემატა ჩვენი საყვარელი უკრაინა. ახლა, თუ სწორად მახსოვს, კონგრესზე ესპანეთის მპპ-ს საკითხია გატანილი და მასაც მალე დაამტმიცებენ. ისრსელთან ომი კი ჩვენი გამარჯვრბით მიმდინარეობს.

მოკლედ, წინა სტატიაში გამოვყავი 8 ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, პარაგვაი, იტალია, ირლანდია, ბელორუსია, ტაილანდი, ინდონეზია, მექსიკა.

ამ ქვეყნებთან საქმე საკმაოდ ადვილადაა. მათი ბედი დამოკიდებულია სულ რამოდენიმე, პირველი დონის, ქვეყანაზე, ესენია: თურქეთი, ხორვატია, ბულგარეთი, ჩილე, ალბანეთი, საბერძნეთი, ვენესუელა, არგენტინა. ზოგს ებრძვიან, ზოგთან კარგი ურთიერთობ აქვთ და ა.შ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს არც ერთთან არ ფიგურირებს ამერიკა.

ახლა კი განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
დიდი ბრიტანეთი
მისი მოკავშირეები არიან: ირლანდია, უკრაინა, თურქეთი, ესტონეთი, ალბანეთი, პარაგვაი, იტალია, ვენესუელა, ბელორუსია, ბულგარეთი, ესპანეთი, მაკედონია, ბელგია, მექსიკა, გერმანია, ჩილე, ხორვატია. დიდ ბრიტანეთს, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, ყველასთან აქვს მპპ გარდა ინდონეზიისა, რაც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ იმავე სურათს სხვა ქვეყნებთან ვერ ვხედავთ, მაგრამ საბედნიეროდ ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ნუ ერთმანეთს არ ებრძვიან მაინც 😃 დიდ ბრიტანეთს ეროვნულ მტრად (ნე-დ) ყავს გამოცხადებული ეგვიპტე, ემბარგო არ აქვს და დანარჩენი იბრძვის მოკავშირეების მხარეს, რომლებიც ბევრი ჰყავს. გამოსაყოფია მაკედონია და ბულგარეთი, წინა სტატიში დაწერილი მიზეზების გამო.

პარაგვაი
მე ეს ქვეყანა ძალიან მომწონს. მისი მოკავშირეები არიან: დიდი ბრიტანეთი, ბოლივია, მაკედონია, ვენესუელა, ბულგარეთი, თურქეთი, ჩილე, ინდონეზია, ესპანეთი, ხორვატია. აქაც ფიგურირებენ მაკედონია და ბულგარეთი. ამ ორ ქვეყანაზე კიდე ცალკე დავწერ. პარაგვაის არავინ ებრძვის და არავისთან აწვს ემბაეგო, წესიერი, ბუნჩულა ქვეყანაა.

იტალია
იტალიას ბევრი არა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო მოკავშირეები ჰყავს. თან მათ ოსტორიას რომ გადავხედოთ ასტერიასა და კონკრეტულად კი სერბეთს ვერ იტანს. მისი მოკავშირეები არიან: ჩილე, ალბანეთი, ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა. მოკლედ ოქროს მპპ-ების სია აქვს იტალიას და ნამდვილად ჩასახუტებელი ქვეყანაა. სამწუხაროდ არც ისე ძლიერი, ძლიერი მტრებით. მას ტერიტორიები აქვს კანადაში, ხოლო მისი "ჩექმის" ნაწილი სერბეთს აქვს წაღებული. საინტერესოა, რომ მას ნე-დ არ აქვს გამოცხადებული სერბეთი...

ირლანდია
ირლანდიაც მშვიდ ცხოვრებას არჩევს. არავის ებრძვის, არავისთან აქვს ემბარგო. მხოლოდ მოკავშირეებს ეხმარება მტრების შემცირებაში. მისი მოკავშირეები არიან: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, მექსიკა, თურქეთი. მე პირადად ეს ქვეყანა არანაირად არ მომწომს და საერთო მოკავშირეები, რომ არა, არც დავი ტერესდებოდი ირლანდიით.

ბელორუსია
ბელორუსია, ისევე როგორც იტალია, გულში ჩასახუტებლები არიან (მოკავშირეების მხრივ). მისი მოკავშირეები არიან: უკრაინა, ესპანეთი, ვენესუელა, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩილე, ხორვატია. ბელორუსია დროის უკუღმართობის გამო დაჩაგრულია ლიტვისა და რუმინეთის მიერ. ლიტვა მათ ნე-დ ჰყავთ გამოცხადებული, ხოლო რუმინელების მიერ დაპყრობილ ტერიტოროაზე აჯანყებულები არიან. ცოტა ხნის წინ რუსებსაც გამძვინვარებულები ებრძოდნენ.მოკლედ "ინწირესნი" ხალხია რა.

ტაილანდი
ტაილანდი საკმაოდ დამპყრობელ ქვეყანად გვევლინება ე-მსოფლოში მისი მოკავშირეები არიან: გერმანია, იტალია, თურქეთი, არგენტინა, უკრაინა. რაც შეეხება დაპყრობებს, მას ტერიტორიები წართმეული აქვს: ინდოეთისთვის, სინგაპურისთვის, მალაიზიისა და სლოვაკეთისთვის. ჩემი აზრით, კაი სამეგობრო ქვეყანაა. უბანში სიტყვა ეთქმით რა...

შემდეგი ქვეყანა ინდონეზია
ერთადერთი ვისთანაც სცოდავენ ინდონეზიელები ეხლა, ეს ფილიპენელები არიან. მათ ტერიტორიის ნაწილი აქვთ წაღებული და ვინ იცის იქნებ შეთანხმებითაც კი. მისი მოკავშირეები არიან: ესტონეთი,ვენესუელა, მაკედონია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ჩილე, პარაგვაი, გერმანია, ხორვატია, ესპანეთი, უნგრეთი.მის მოკავშირეებს შორის ორი ქვეყანაა აღსანიშნავი ესტონეთი და უნგრეთი. ესტონელები ხორვატებს ებრძოდნენ (ერთი თუ ორი კვირის წინ დეილი ორდერში იდო ხორვატია ესტონეთის ბრძოლა), ხოლო უნგრელებს რაც შეეხება ისინი სლოვაკებთან და სერბებთან მეგობრობენ, ასევე პოლონელებსა და ბრაზილიელებთან. უნგრელებს დაკავებული აქვთ უკრაინისა და ავსტრიის ტერიტორიები. ეს ცოტა უნგრეთზეც.

რაც შეეხება მექსიკას
ის დღევანდელი განსახილველი ბოლო ქვეყანაა. მისი მოკავშირეები არიან: ჩილე, ბულგარეთი, ხორვატია, ესპანეთი, ირლანდია, თურქეთი, ვენესუელა დიდი ბრიტანეთი. როგორც. ყოველთვის, აქაც ეჭვქვეშ ვაყენებ ბულგარეთთან ურთიერთობას. დანარჩენი კარგი ხალხია.მექსიკას არავინ ჰყავს დაპყრობილი. ემბარგო აქვს არგენტინასთან და იგი ნე-დაც ჰყავს გამოცხადებული.

ამ სტატიებს იმიტო ვწერ,რომ ქვეყანას მოკავშირის არჩევა გაუმარტივდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ახლა მოვლენები ასე ვითარდება.

გაწევრიანდით U. G. P.-ში, დააგროვეთ ცოდნა და წერეთ ასეთივე სტატიები. მე ეს პარტია ძალიან მეხმარება, ბევრი ვისწავლე და სულ რაღაც 26-ე ლეველზე უკვე ამდენში გავერკვიე.