☼ ე-რევოლუციის შესახებ

Day 3,194, 00:44 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R
გამარჯობა მეგობრებო!
შეიძლება ბევრს გახსოვართ შეიძლება უკვე აღარ 🙂
მოკლედ მე ვარ ავთო, ჩვენი ე-ქვეყნის არაერთგზის განათლების მინისტრი.
უკანასკნელი 1-2 თვე 2 კლიკზე ვარ გადასული, ალბათ არ დამჭირდება ახსნა თუ რატომ..
ალბათ ბევრი თქვენგანია ჩემსავით...

სამწუხაროდ ჩემი აქაუნთი ბრძოლის ველზე არაფრად არ ვარგოდა,
ამიტომ გადავწყვიტე ბიზნესს გავყოლოდი და როგორც კი საქართველომ მოიპოვა 100%იანი ბონუსი სახლებზე,
მაშინვე ჩავდგი მის საწარმოებლად ქარხნები და კომპანიები.
ამდენხნიანმა წაშლამ კი სულ გაანადგურა ჩემი ბიზნესი, რამაც ყველამხრივ დამიკარგა აქ თამაშის მუღამმი..

ეს თვეები 2 კლიკით ვაგრძელებდი თამაშს იმ იმედით, რომ რაიმე შეიცვლებოდა, მაგრამამ მავერიკის პაკმა ყველა იმედები გამიქარწყლა...

ამის პარალელურად ვთამაშობდი ე-რევოლუციას,
რომელსაც დასაწყისში მისი გრაფიკის გამო ვიწუნებდი, მაგრამ თანდათან ძალიან ჩამითრია!
თამაში გაცილებით უფრო დაბალანსებულია!
არ არის ფულის მახე! არც პაკები არაა!
და რაც ყველაზე მეტად მომწონს რეალური ფულით საყიდელი ნივთების და ოქროების ყიდვაზეც არის ლიმიტები!
ანუ ვერავინ ვერ გახდება ერთ დღეში ქვეყნის მმართველი!

ადმინებიც სულ ცდილობენ დახვეწონ თამაში, ყოველ კვირას რაღაც ახალი ემატება თამაშს!
ასევე ითვალისწინებენ მოთამაშეთა სურვილებს!

ჩვენი ქვეყანაც საკმაოდ კარგ პოზიციაზე იმყოფება ტოპ ქვეყნების სიაში!
აქტიური ქართველების 95% ვიმყოფებით დისკორდის ჩათში, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 20 კაცია ონლაინში!
ჩათი ყველანაირად ორგანიზებულია, გვაქვს კონგრესის/მთავრობის/განცხადებების და სხვა სახის განყოფილებები!
ხშირად ტარდება დებატები რომლის მოსმენაც ყველას შეუძლია!

მოკლედ არ მინდა ზედმეტად რეკლამირებაში გამომივიდეს, შემოდით და თავად შეაფასეთ!

ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ერეპში რომელთა დაკარგვაც არ მინდა!
იმედი მაქვს შემოგვიერთდებით ე-რევოლუციაში და ყველანი ერთად ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას იმპერიად!

ძალიან გამიხარდება ჩემი რეფერალის ლინკით თუ დარეგისტრირდებით:
https://goo.gl/gt5NKX
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ → AravchamotPuri