რესურსის ომები (პროლოგი)

Day 3,079, 09:50 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia


ძვირფასო მოქალაქეებო

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შემოგთავაზოთ მთელი რიგი ცვლილებიბი იმისათვის, რომ უფრო დიდი აქცენტი სტრატეგიის ნაწილს მიენიჭოს თამაშში.

ჩვენ წარმოგიდგენთ პატარა სკეჩს იმის შესახებ, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ასე, რომ თქვენ შეგეძლებათ მიმოიხილოთ ეს უკანასკნელი და დააფიქსიროთ საკუთარი აზრი.

პირველ რიგში დაემატება ახალი რესურსები ერეპუბლიკის ეკონომიკას. მომდევნო კვირებში დაიწყება, "ახალი რესურსებისთვის ომების" ივენთი, ქვეყნებს კი შეეძლებათ იბრძოლონ მათთვის."რესურსების ომი" შემოიტანს ახალ, განსხვავებულ წესებს, რომლებიც მიანიჭებენ უდიდეს ყურადღებას სტრატეგიას და ბალანსს.

ახალი ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვლის ბრძოლის გზებს და ახალ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ნიშნავდნენ რაიმეს პირველივე დღიდან.

მას შემდეგ რაც რესურსები გამოიყოფა და ღონისძიება დასრულდება, ბონუსების პროდუქტიულობა რეგიონებში შეიცვლება, რეგიონებს, რომლებსაც ექნებათ ძვირფასი რესურსი გამოიმუშავებენ უკეთეს ბონუსებს.

მოთამაშის კომპანიები აღარ იმოგზაურებენ მათთან ერთად. კომპანიები მიწაზე მყარად დაფუძნდება და ისარგებლებენ მხოლოდ იმ ქვეყნის/რეგიონის ბონუსებით სადაც მათ ჩაეყრებათ საფუძველი. გადასახადები იქნება გათვლილი შესაბამისად და კომპანიები დაექვემდებარებიან სავაჭრო ემბარგოს. მოთამაშეები გადაწყვეტენ თუ სად დააფუძნონ თავიანთი ახლანდელი კომპანიები.

რეგიონში კონკრეტული გადასახადები გამოიწვევს უფრო მაღალი გადასახადების დაფუძნებას დაპყრობილ ტერიტორიებში, როგორც ომის ნადავლი, (ანუ თუ რეგიონის კანონიერი მფლობელი ამ რეგიონიდან იღებს 200 ლარს ამ რეგიონის დაპყრობის შემდეგ დამპყრობელი უფრო მეტს აიღებს) . შემდეგ საფეხურზე კი გაგაცნობთ რეგიონალურ მთავრობას არჩეულ ოფიციალურ პირებთან ერთად.

გაიზრდება შემოსავალი ქვეყნის ექაუნთებისთვის გადასახადების გაზრდით საგადასახადო ბაზებზე.( საბრძოლო ბრძანებებით და ვალუტის მედლებით), რაც ხელს შეუწყობს მთავრობას უკეთესად აწარმოონ სამხედრო კამპანიები.

იქნება ცვლილებები მგზავრობაშიც, და მისი ფასი აღარ იქნება დამოკიდებული პირობით ზონებზე, არამედ ნამდვილი მსოფლიოს დისტანციაზე.

მოთამაშეები, რომლებიც იბრძოლებენ მეტად სადავო რაუნდებში მიიღებენ მეტ პრესტიჟის ქულას.

(იმედია არ მიწყენთ, რომ პირველ პირში დავწერე)

დროებით... მუდამ თქვენი მონა მორჩილი The Wolf OF Georgia