☼ საქართვლოს მომავალი თქვენზეა!

Day 3,011, 02:51 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R

მეგობრებო პირველ რიგში მოგიყვებით უახლოეს მოვლენებზე და იმაზე თუ რა სიტუაციაში ვართ ეხლა!
გთხოვთ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ, თორემ შემდეგ ვიღაც გენიოსები გამოვლენ და დაიწყებენ იმაზე წუწუნს ომებს რატო ვაგებთო!

მოგეხსენებათ ბრაზილია ჩვენს რეგიონში ჩამოსახლდა ირანელების თხოვნით, რომელსაც ჩვენ ვეომებოდით თურქეთთან ერთად. და რადგანაც ირანს არ სურდა ორ ფრონზე გაშლა და ზედმეტი თავის ტკივილი მათ დაუძახეს თავიანთ "ბრატკებს" და დაუთმეს სომხეთის და საქართველოს ტერიტორიები.

ჩვენ რა თქმა უნდა ეს მათ არ შევარჩინეთ და მძიმე ბრძოლით, მოკავშირეების დახმარებით და რაც მთავარია უამრავი ფულის დახარჯვით დავიბრუნეთ ჩვენი მიწები და გადავედით უკვე სომხეთის დაბრუნებაზეც!

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ამ დროს მოხდა არეულობები ჩვენს მოკავშირეებში, პირველი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ის რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე დავკარგეთ,ეს არის საბერძნეთი. მაგრამ ეს ჩვენი ბრალი საერთოდ არ იყო. მოკლედ და გლეხურად რომ გითხრათ, იგეგმებოდა ახალი ალიანსის შექმნა, რომელშიც საბერძნეთი არ დაპატიჟეს, გაბრაზებულმა ბერძნებმა კი გადაწყვეტეს მოწინააღმდეგე ფრონტში გადასვლა სადაც ბრაზილიაც იმყოფებოდა, შესაბამისად მათთან დადო ხელშეკრულება, ხოლო ჩვენ დაგვიკიდა.

კიდე ერთი არეულობის გამომწვევი მიზეზი იყო უკრაინის თვდასხმა რუსეთზე (რომელიც კრახით მთავრდება). არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტეს ასე სპონტანურად უკრაინელებმა რუსეთზე თავდასხმა, თუმცა ფაქტია, რომ ამით ჩვენს ბრძოლებში დაგვაკლდა კიდე ერთი ძლიერი ძალა.
ასევე იყო რამოდენიმე სხვა პატარ-პატარა საგარეო მოვლენები რომლებმაც ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა, ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს შიდა სამზარეულოს!

დამხმარე ძალების არ ქონის გამო მოგვიწია ბრაზილიის თავდასხმები მთლიანად ჩვენ თავზე და ჯიბეებზე აგვეღო!
სამწუხაროდ სულ 8 კაცი თუ გამოირჩეოდა ამ ბრძოლებში, დანარჩენები თითქმის სულ არაფერს არ ხარჯავდნენ (მე არ მაქვს საუბარი ახალწვეულებზე!).

ბიჭებო მინდა მოგიწოდოთ ყველას! ეხლა არის გადამწყვეტი მომენტი!
ჩვენ ან დავნებდებით და მერე დიდი ხნით ვერ დავიღწევთ თავს, ან დავდგებით ერთ მუშტად და ერთიანი ძალით გავაძევებთ ბრაზილიას ჩვენი რეგიონიდან!

დარწმუნებული ვარ მოიძებნება ბევრი მოთამაშე ვინც არ დაიკიდებს ფეხზე ჩვენს ბედს!
მსგავსი უბრალოდ შეუძლებელია ქართველის სისხლში მოხდეს!

სხვა რომ არაფერი რამოდენიმე დღის წინ ჩემს წამოწყებულ ₾ოტოს გათამაშებაზე შეგროვდა 33 000 ლარი და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ საქართველოსთვის გაცილებით მეტი რომ ვერ შეგროვდეს!!

მოვუწოდებ ყველა პარტიას და პირველ რიგში მათ ახალ არჩეულ პრეზიდენტებს!
Sebastian Vettell - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
Jimmy Levy - ქრისტიან დემოკრატები
Baristan Selmi - ეროვნული ფრონტი
Vanja Carica - გაერთიანებული ქართული პარტია
Mr. Nickname - რესპუბლიკური პარტია
The Wolf of Georgia - დაბოლილები
deviko99 - ქართველი რეფორმატორები
ჩაატარეთ შიდა პარტიული მიმოწერები და დაიწყეთ ფულის შეგროვება!
ასევე კარგი იქნება თუ შევადგენთ იმათ სიას ვინც რაიმეს გაიღებს საქათველოსთვს! ამითი დავანახებთ ხალხს თუ რამდენი ქვეყნის ერთგული და პატრიოტი მოთამაშე გვყავს!
გამომიგზავნეთ სიები და შემდეგში სტატიაში გამოვაქვეყნებ!

ასევე თუ რა თქმა უნდა ვინმეს შესაძლებლობა გაქვთ, ყველაზე კარგი იქნება რეალური ფულით დახმარება!
Sebastian Vettell - თუ ვინმეს ჩარიცხვის სურვილი გექნებათ დაეკონტაკტეთ ჩვენს პრეზიდენტს, გიოს და ის დაგაკვალიანებთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ.
თუ ვერ მოხერხდება მასთან კონტაქტი მაშინ მომწერეთ მე!
თამაშის ფულიც შეგიზლიათ ჩაურიცხოთ გიოს (Sebastian Vettell), ან მე (W A R R I O R), ან გამას (Baristan Selmi) .
მოკლედ ჩარიცხვა პრობლემა არ არის! მთავარია პირველ რიგში ფული შეგროვდეს!
ბიჭებო რავიცი აბა, მე თქვენი იმედი მაქვს და ეხლა ვნახავთ რისი გამკეთებლებიც ვართ!

დიდება საქართველოს!