☼ ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი

Day 2,926, 06:46 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


ეკონომიკის გაიდების მეორე სერია. იმედია საინტერესო იქნება და რაც მთავარია დაგეხმარებათ უფრო უკეთ გაიგოთ თამაშის ნიუანსები 😁



სამუშაო გადასახადი

სამუშაო გადასახადი იქვითება მუშის ხელფასიდან, ასევე როდესაც მუშაობთ მენეჯერად თქვენივე კომპანიაში/ქარხანაში.

2 926 დღის მონაცემებით საქართველოში სამუშაო გადასახადი ნებისმიერი სახის კომპანიაში/ქარხანაში შეადგენს 6%_ს.

როდესაც თქვენ მუშაობთ სხვა მოთამაშეზე, თქვენ გექვითებათ ხელფასის 6%.

მაგალითად:
თუ თქვენ გაქვთ 90 ლარიანი სამსახური, 90_ის 6% გამოდის 5,4 ლარი, ანუ ხელზე იღებთ 84,6 ლარს.


ხოლო როდესაც თქვენ მუშაობთ მენეჯერად საკუთარ კომპანიაში/ქარხანაში, თითოეული კომპანიიდან/ქარხნიდან თქვენ გეჭრებათ ქვეყნის საშუალო ხელფასის პროცენტი (ჩვენს შემთხვევაში 6😵

მაგალითად:
ჩვენი ქვეყნის საშუალო ხელფასი ამ მომენტისთვის შეადგენს 52,76 ლარს. სამუშაო გადასახადია 6%. 52,76_ის 6% არის 3,16 ლარი, ანუ თითოეული კომპანიიდან/ქარხნიდან თქვენ გეჭრებათ 3,16 ლარი.


საშუალო ხელფასი გამოითვლება იმ გადახდილი თანხიდან რომელსაც იხდის კონკრეტული ქვეყნის დამქირავებელი 30 დღის განმავლობაში (დაქირავებულების მოქალაქეობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მხოლოდ დამქირავებლის მოქალაქეობა).
საშუალო ხელფასის ნახვა შეგიძლიათ იხილოთ იგივე გვერდზე სადაც ნაჩვენებია გადასახადები. აქ



დ.ღ.გ. - VAT

ექვითება გამყიდველს ყველა პროდუქტიდან რომელსაც იგი ყიდის. დ.ღ.გ. რესურსებიდან არ იქვითება!

მაგალითად:
მოთამაშე ყიდის იარაღს თითოს 10 ლარად. დ.ღ.გ. იარაღზე არის 1%.
მყიდველი გადაიხდის თითოში 10 ლარს, ხოლო გამყიდველი მიიღებს 9,9 ლარს (10-(10*0,01))




იმპორტის გადასახადი

ექვითება ყველა გამყიდველს, რომელიც ლიცენზიით ყიდის პროდუქტს კონკრეტულ ქვეყანაში.

მაგალითად:
მოთამაშე ყიდის იარაღს თითოს 10 ლარად, ქვეყანაში რომლის მოქალაქეც არ არის, მაგრამ აქვს ლიცენზია ამ ქვეყანაში ვაჭრობის. ვთქვათ ეს ქვეყანა არის საქართველო და უკრაინელი მოთამაშე, რომელსაც აქვს ჩვენს ბაზარზე ვაჭრობის ლიცენზია ყიდის ამ იარაღს. ჩვენთან იარაღზე იმპორტის გადასახადი 1%_ია და დღგ_ც 1%_ს უდრის.
მაშასადამე უკრაინელი გამყიდველი მიიღებს 10-10*0,01-10*0,01=10*(1-0.01-0.01)=9.8 ლარს



საგადასახადო შემოსავლები ოკუპირებული ქვეყნიდან

PCI = Partial Country Income = ქვეყნის ნაწილობრივი შემოსავალი
TCI = Total Country Income = ქვეყნის მთლიანი შემოსავალი
TC = Tax Collected = ყველა შემოსული გადასახადის ჯამი
BI = Base Income = საბაზო შემოსავალი
ქვეყნისთვის, რომელიც იღებს გადასახადებს საკუთარი რეგიონებიდან - 20%
ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებენ გადასახადებს ოკუპირებული რეგიონებიდან - 0%
OR = საკუთარი რეგიონების რაოდენობა
CR = კონტროლირებადი რეგიონების რაოდენობა
PCI = TC*(CR/OR*80%+BI)

მაგალითად:
2 925_ე დღისთვის:
საქართველოს აქვს 5 ისტორიული რეგიონი. (ORსაქ.= 5)
საქართველოს 1 რეგიონი ოკუპირებულია თურქეთის მიერ. (CRთურ.= 1) & (CRსაქ.= 4)
საქართველოს აქვს ოკუპირებული ისრაელის 3 რეგიონი. (CRსაქ.= 3) & (CRისრ.= 2)
ისრაელს აქვს 5 ისტორიული რეგიონი. (ORისრ.= 5)
საქართველომ გადასახადებით (TC) შეაგროვა 7015,77 ლარი (6 737,05(საქ) + 278,72(ისრ)).
ისრაელმა გადასახადებით შეაგროვა 442,83 ლარი. (TCისრ.)

PCI [საქართველოს შიდა შემოსავალი] = 7 015,77 * (4/5*0,8+0,2) = 5893,2468
PCI [საქართველოს შემოსავალი ისრაელიდან] = 442,83 * (3/5*0,8+0) = 212,5584
PCI [თურქეთის შემოსავალი საქართველოდან] = 7 015,77 * (1/5*0,8+0) = 1122,5232

TCI [საქართველოს მთლიანი შემოსავალი] = 5893,2468 + 212,5584 = 6105,8052

მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ ქვეყანას აქვს 0 რეგიონი, მისი საბაზო შემოსავალი მაინც 20%_ის ტოლია.




დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს 🙂

გაიდების თანმიმდევრობა:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი





ასევე მინდა მოვუწოდო ყველა აქტიურ და საქართველოზე შეყვარებულ მოთამაშეს შემოუერთდეს ჩვენ პარტიას!

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ეს არის პარტია, რომლიც ზრუნავს როგორც თავის თანაპარტიელებზე ასევე ჩვენი ქვეყნის ყველა დანარჩენ მოთამაშეზე!

ჩვენს პროექტებს შეგიძლიათ გადახედოთ აქ!



Vote & Subscribe არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂