ეგრეთწოდებული ''წინასაარჩევნო''

Day 2,869, 06:26 Published in Georgia Georgia by Bingo o


გამარჯობა მეგობრებო მე ვარ ბინგო და ვმონაწილეობ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი ოცნება რეალურ ცხოვრებაში პრეზიდენტობაა, ჩემი პარტია People's Party of Georgia სამ კაციანია, მართალია პარტია პატარაა და გამარჯვების შანსი თითქმის საერთოდ არ მაქვს, მარა თუ ვერ გავიმარჯვებ ძალიან გამიხარდება ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის მიხედვით რამე მაინც რომ გააკეთეს გამარჯვებულმა პიროვნებამ.

1) "პრემიერ-მინისტრი"
პრემიერ მინისტრი უნდა იყოს პიროვნება რომელმაც ყოველ კვირა უნდა წეროს, მთავრობის გაკეთებული საქმეები, უნდა აკონტროლოს მინისტრები და მათ უნდა მისცეს დავალებები. რაც მთავარია აქტიური უნდა იყოს.

2) "თავდაცვის მინისტრი"
თავდაცვის სამინისტროებში ვფიქრობ სხვადასხვა კონკურსებზე, კონკურსები დაიყოფა დივიზიონის მიხედვით, ასევე უნდა გააგრმავოს თავდაცვის მინისტრმა სხვა ქვეყნის მინისტრებთან ურთიერთობები.

3) "განათლების სამინისტრო"
განათლების სამინისტროში აღსადგენია ტელევიზიების პროგრამა, მან უნდა დაურიგოს მოსახლეობას საჭმელი და იარაღი, ასევე აღსაწერია ხალხი, დასაწერია ახალი ესაქართველოს ისტორია, ამაზე შეიძლება კონკურსიც ჩატარდეს და საუკეთესო ნაშრომს ჩემს ისტორიიის წიგნში შევიტან.

4) "საგარეო საქმეთა სამინისტრო"
ჩემი აზრით ამ სამინისტრო უნდა იზრუნოს ახალი ალიანსის შექმნაზე, ანუ რას ვგულისხმობ შევიკრიბებით ერთად ისეთი ქვეყნები რომლებიც არც ძაან სუსტები ვართ და არც ძაან ძლიერები, ან თუ ძლიერებიც მოვლენ მაგასაც რა ჯობია, და ერთად დავიცავთ ჩვენ ტერიტორიებს, ანუ ჩემი აზრით ძლიერ ალიანსებს გაუჭირდებათ ჩვენი დამორჩილება.
და მე მაგ ალიანს დავარქმევ NATO_ს.
ასევე მან უნდა ეძებოს ისეთი ქვეყანა რომლისგანაც ჩვენ ვიქირავებთ ტერიტორიებს.

5) "ფინანსთა სამინისტრო"
ფინანსთა სამინისტრომ უნდა გასცეს კრედიტები, კრედიტები კი უნდა იყოს ორი სახის მინი სა დიდი. დიდში ოქროებს ვგულისხმობ ხოლო მინისში დაახლოები 5კ ლარამდე. ოღონდ ცუდ გადამხდელებს კაპიკი არ მიეცემათ და კრედიტის ვინც იღებს მისი პარტიის უფროსისგან დაგვცჭირდება თანხმობა რომ პარტია იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასზე.

6) უნდა შეიქმნას ახალი კონგრეს სკაიპ ჩათი.

ჩამოთვლილი თანამდებობებისთვის ხალხი არ მყავს შერჩეული და ამაზეც ვმუშაობ.