ინტერვიუ ქვეყნის პრეზიდენტთან და მონეტარული ბაზრის მიმოხილვა

Day 2,838, 08:51 Published in Georgia Georgia by H3Ctic

ყველას მოგესალმებით და პირველ რიგში მარიამობას გოლოცავთ, დღევანდელ თემაზე საუბარს მონეტარულ ბაზარზე საუბრით დავიწყებ და უპირველესად ავღნიშნავ ერთ რამეს რომ გუშინ მონეტარულ ბაზარზე 1 ოქროს ფასი 263 ლარამდე დაეცა რაც უპრეცედენტოა მესამე კვარტალში, მართალია მონეტარულ ბაზარზე ფასები მუდმივად იცვლება მაგრამ აღსანიშნავი ის არის რომ 263 ლარი ერთ ოქროზე მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ დაწესებული შეთავაზება არ ყოფილა და ამას მასობრივი სახე ქონდა თუმცაღა ასეთი უპრეცედენტოთ დაბალი ფასების გამო ოქრო მეორე დღისთვის აღარ იყო და ფასებმა ისევ აიწიეს ამჟამინდელი ფასების მიხედვით კი 1 ოქროს ღირებულება 273 ლარია(ვცდოლობ ზოგადი ფასი დავწერო რადგან ფასები მუდმივად ცვალებადია).
ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჩემი იდეა მონეტარულ ბაზართან დაკავშირებით და წარმოგიდგინოთ ჩემი გეგმა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ოქროთი შევსებაზე და მისგან შემოსავლის მიღებაზე, ოქროს გაყიდვით საკმაოდ სარფიანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი თუმცა მისი ყიდვა-გაყიდვით არცისე და თუ მაინც გინდა რომ კარგი შემოსავალი მიიღო მაშინ დიდი ფინანსები და კარგი მოთმინების უნარია საჭირო, ჩემი იდეა შემდეგში მდგომარეობს რომ როდესაც ბაზარზე ფასები მინიმუმამდე დაეცემა მთავრობის ნდობით აღჭურვილმა პირმა ოქრო შეისყიდოს და დაელოდოს როდის გაიზრდება ოქროზე ფასები რომ შემდეგ ოქრო ისევ გაყიდოს და მოგებით ბიუჯეტი შეივსოს, რათქმაუნდა ეს ჯერ კიდევ კარგად ჩამოსაყალიბებელი და დასახვეწი გეგმაა თუმცაღა ეს მისი მარტივი სახეა და ამასთან ერთად ოქროს მარტო ბიუჯეტის შესავსებად არ გამოვიყენებთ, ოქროთი შეიძლება ვიყიდოთ ენერჯი ბარები ან სხვა საჭირო სამხედრო ატრიბუტიკა რათა ძლიერ მოთამაშეებს დავეხმაროთ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბრძოლაში ქვეყანას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ ახლა კი დაპირებული ინტერვიუ ქვეყნის პრეზიდენტ Vettell _თან

1. რას იტყვით აფხაზეთის აჯანყებაზე და ირანის მოქმედებებზე? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ისინი სრული ძალით არ იბრძოდნენ.
პირველ რიგში ვულოცავ ყველას გამარჯვებას, ეს მხოლოდ დასაწყისია ! ირანი სრული ძალით იბრძოლდა თუ არა არავინ იცის, მაგრამ თითქმის 2 მილიონი რომ მათ დაქირავეულ მებრძოლებს გადაუხადეს ფაქტია, ბრძოლა მოიგო მეგობრობამ და არა ფულმა, ასე რომ ირანს შეუძლია განააგრძოს ფულის ყრა ეს ჩვენ პრობლემას არ გვიქმნის. რაც შეეხება მათ ქმედებებს, ეს სურპრიზი არავისთვის არ ყოფილა, დიდი ხანია რაც ჩვენი რუკიდან წაშლი გეგმა არსებობდა უბრალოდ საჭირო მომენტს და მიზეზს ელოდებოდნენ, თურქეთის დაცემის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა.

2. მზად არის ქვეყანა რომ ირანისგან განთავისუფლების შემდეგ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს?
ახლა დასკვნების გამოტანა რთულია, ომი ერთხელ და ორჯერ არ გვქონია, რუკიდანაც წავუშლივართ მაგრამ მალევე დაგვიბრუნებია სუვერენიტეტი, ამიტომ გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

3.რას იტყვით თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე(ბოლოს საკმაოდ კარგი აჯანყება მოაწყეს თუმცა ბოლოს ძალები არ ეყოთ) და როგორი ურთიერთობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას თურქ კოლეგებთან?
თურქეთთან ყოველთვის იდეალური ურთიერთობა გვქონდა, მე პირადად არ მახსოვს თურქეთის მთავრობასთან რაიმე პრობლემა გვქონოდეს. სანდო და ერთგული ხალხია, ვიცი ბევრს შეგინიშნავთ რამდენიმე თურქი მოთამაშე ირანის მხარეს მაგრამ ამა ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მერწმუნეთ თურქეთი არის ქვეყანა რომელიც ყოველთვის გვერდით გვედგა და დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, ვფიქრობ შიდა პოლიტიკური სიტუაცია დალაგდა და მზად არიან ფეხზე წამოდგნენ ეს უბრალოდ დროის ამბავია.

4.როგორი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და მოდის თუ არა მათგან რაიმე საბრთხე?
ვერ ვიტყვი რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია მაგრამ ამ მომენტში ისინი მტრებიც არ არიან, ასე ვთქვათ ურთიერთ პატივისცემა არსებობს რაც მისასალმებელია, ერთი ორი ომის გარდა ჩრდილო მეზობლებისგან პრობლემა არასდროს შეგვქმნია.

5.როგორი დამოკიდებულება აქვთ სერბებს ჩვენთან?
სერბები ყოველთვის მეგობრულად გვექცეოდნენ, სერბეთი იყო პირველი ქვეყანა ვინც ოფიციალურად შემოგვთავაზა ე.წ MPP და გვერდში დაგვიდგა. რათქმაუნდა ისინი თავის მეგობრებს ეხმარებიან და ირანთან ომში მეორე მხარეს ომობენ მაგრამ პირდაპირი კონფლიქტი ჩვენს შორის არასდროს ყოფილა.

P.S გთხოვთ ხმის მიცემას ნუ დაიზარებთ რათა რაც შეიძლება ბევრმა მოთამაშემ ნახოს 🙂