პროდუქციის შემოტანა უცხოეთიდან

Day 2,815, 13:12 Published in Georgia Georgia by H3Ctic

ამ თემას ძირითად იმათთვის ვწერ ვინც ჯერ კიდევ ვერ ერკვევა იმპორტში(პროდუქციის შემოტანაში), ამას გარდა მისიაც მაქვს შესასრულებელი და ძირითადად აქედან გამომდინარე ვწერ და გთხოვთ ხმის მიცემა და კომენტარი ო7 ნუ დაგენანებათ 🙂


მოკლეთ ვეცდები მარტივად აგიხსნათ, და მაგალითად ჩემს ერთ-ერთ შესყიდვას მოგიყვანთ, მოკლეთ ჩილეში შევიძინე 600 ტანკი, ფასი იყო 2,69 თითო ცალზე. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რამდენი მიჯდება 600 ტანკის შეძენა ტანკების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ ფასზე(600X2,69=1614) მივიღე 1614 ლარი, ეს ის თანხაა რამდენიც დამიჯდა 600 ტანკის შეძენა. შემდეგ როცა ეს ტანკები აქ ჩამომაქვს და გასაყიდად ვდებ იქვე წერია გადასახადი თითოზე(ფასის ქვემოთ პატარა ასოებით წერია:Tax / unit: 0.1096 GEL) ეს გადასახადია და ყველა პროდუქტზე გადასახადი სხვადასხვაა ამ შემთხვევაში ტანკევზე 0.1096-ია. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რამდენი მიჯდება "განბაჟება" ტანკების რაოდენობას ვამრავლებ ისევ გადასახადის ოდენობაზე(600 X 0.1096=65,76) ანუ გადასახადი 65 ლარი და 76 თეთრია. როდესაც გასაყიდ ფასს აწესებ უნდა გაითვალისწინო თუ რამდენი დახარჯე შესყიდვისას და გადასახადი ანუ 1614 ლარი(600 ტანკი რაც დაგიჯდა) და გადასახადი 65,76 იკრიბება და ეს არის შენი დახარჯული თანხა, სულ: 1679,76 . ახლა ფასი უნდა დავადგინოთ და მორჩა, ფასისთვის მაგალითად ავიღოთ 2,96. 2,96 ვამრავლებთ 600 (600 X 2,96=1776) მიღებული თანხაა 1776 ლარი, ამ თანხას გამოვაკლებთ შენს დანახარჯს(შესყიდვის თანხას და გადასახადს ანუ სულ 1679,76) 1776-1679.76=96.24 ანუ ჩემი მოგებაა 96.24 ლარი 🙂
პ.ს ეს ჩემი პირველი თემაა და მკაცრად ნუ გამსჯით 🙂