სპეციალური მიმართვა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრებს

Day 2,793, 11:39 Published in Georgia Georgia by gvangval


ჩემო თანამებრძოლებო,
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებო,წევრებო და მხარდამჭერებო,მოგეხსენებათ ხვალ იმართება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნები,რომელშიც მე თქვნი მონამორჩილი ვიყრი კენჭს(აქვე ავღინშავ რომ ვსრაგებლობ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების
მხარდაჭერით(Frank Abagnale I.Baristan selmi),დღეს მინდა თითოეულ ე-მოქალაქეს (რესპებს)მოგმართოთ პარტიული სულის კვეთებიდან გამომდინარე,დროა ყველანი დავირაზმოთ ჩვენი პოლიტიკური იდეალების გარშემო და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოს ე-საქართელოს სივრცეში ყველაზე დინამიური, ინოვაციური, გაბედული და სამაგალითო პარტიის გზა.ჩვენ პოლიტიკური ძალა,არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედ უფრო მეტად - თითოეულ წევრს,ე- საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნით ცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს, არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარი იდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნება არა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანების წარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით.აუცილებელია მოქმედება და ცვლილებები,ახალი სისხლი ,ახალი იდეები პარტიის წინსვლისთვის.ახლა კრიტიკული ანალიზისადა გაჯანსაღების აუცილებელ ეტაპს გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ,უკეთესები უნდა გავხდეთ, არ დავივიწყოთ მთავარი პრინციპები და, ამავდროულად, ბევრადუფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ.ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივ კი - ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს.ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიზანი, რომელიც ჩვენი ხალხის შეგნებული თანადგომის გარეშე მიუღწეველია. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ნიჭიერებას, პატრიოტიზმს, ინოვაციის უნარსა და ენთუზიაზმს.

პირადად ჩემი ამბიცია დღესა- გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი რესპუბლიკური პარტიისა, არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის.მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, პრაიმერიზის და მასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულ და საყოველთაო პრინციპად იქცეს. უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ - მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი.
ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება.საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს.დაევალოს აღმასრულებელ მდივანსთ, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა,სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით და, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის ძირითად პოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებში ჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, ქნება ეს შიდაპარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ასე ხდებოდა პრეზიდენტისკანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს ნებისმიერი თანამდებობის კანდიდატურების დასახელებისას.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ.





/ vote///Endorse/// Subscribe/