ე-საქართველოს რესპუბლიკური პარტია-მიმართვა

Day 2,782, 12:40 Published in Georgia Georgia by gvangval


მეგობრებო! დღეს მე მოგმართავთ როგორც პოლიტიკური პარტია "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"ის ვიცე პრეზიდენტი.მოგმართავთ ყველას, პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტებს!დღეს გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში პარტიის ხელმძღვანელობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი,პარტიამ კიდევ უფრო მეტი მონდომებით,ენერგიით უნდა განაგრძნოს საქმიანობა და თანამედროვე ე-სამყაროს ევროპული ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს.

იყავით აქტიური წევრები ჩვენ პარტიაში,გარწმუნებთ არც ერთი ადამიანი, რომელიც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომებს, ,იბრძოლებს ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება. ჩვენი პარტია ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ მოგიწოდებთ პარტიის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს, - იაქტიურეთ, მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს შეხვედრებში, პარტიულ კონფერენციებში და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში.შემოუერთდით ჩვენ სკაიფ ჩატს(ამისთვის მომწერეთ თქვენი ლოგინი პირადში,ან დატოვეთ კომენტარებში) და შეიტანეთ თქვენი წვილი პარტიის ყოველდღიურ ცხვორებაში,გაგვაცანით თქვენი გეგმები და იდეები. მჯერა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარტია, რომელიც კიდევ ათეულობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალ მოთამაშეებს – შემოგვიერთდით! ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო!