სახელმწიფო საკრედიტო პროგრამა

Day 2,728, 02:35 Published in Georgia Georgia by Pridestalker



ესაქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს ბიუჯეტიდან კრედიტის მიღებაზე.

პირობები შემდეგია:
1. კანდიდატი მინიმუმ 2 თვე უნდა თამაშობდეს Erepublik-ს;
2. უნდა იყოს აქტიური მოთამაშე (ცნობადი სახე და მხოლოდ კლიკებისთვის არ თამაშობდეს);
3. აუცილებელია, თავდებად დაუდგეს პარტიის პრეზიდენტი, ვინაიდან პარტია პასუხს აგებს მოთამაშის მიერ ვალის არდაბრუნებაზე.


მსურველებს, გთხოვთ, ბმულზე დაჭერით შეავსოთ მოცემული განაცხადი (საჭიროა google-ს პროფილი)


ამ ეტაპზე გაიცემა მხოლოდ 2 კრედიტი, ვინაიდან ბიუჯეტში არ არის საკმარისი სახსრები მეტი ადამიანის დასაფინანსებლად მომავალი გეგმების გათვალისწინებით. თითოეულ ადამიანზე გაიცემა 90 ოქრო 6 თვის ვადით, დასაბრუნებელი გექნებათ 96 ოქრო (თვეში 16) განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა შემდეგი კვირის პარასკევი (15 მაისი, 2733-ე დღე თამაშში)

ფინანსთა სამინისტრო ყველა კანდიდატს გისურვებთ წარმატებას!