გადასახადების ცვლილება ახალი რესურსების შესაბამისად

Day 2,628, 04:37 Published in Georgia United Arab Emirates by SolidGody



მოგესალმებით ექართველებო,

ე რესპუბლიკაში ახალი რესურსების დანერგვის შედეგად საქართველო მიიღებს შემდეგ ბონუსს:
ა) +60% საჭმელზე, ანუ ამიერიდან აწარმოებთ 160 ერთეულს ყოველ 24 საათში მუშახელის გარეშე.
ბ) +20% სახლებზე. ამიერიდან 24% 24 საათში ერთი მუშახელით.


შესაბამისად მთავრობას შემოაქვს შემდეგი ცვლილებები გადასახადების მიმართულებით:

1) ამიერიდან ხელი შეეწყობა საჭმლის მწარმოებელ და გადამყიდველ ბიზნესმენებს საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად საჭმელზე შემცირდება დამატებული ღირებულების გადასახადი 1%-მდე და გაიზრდება იმპორტის გადასახადი 20%-მდე, რათა დავიცვათ ჩვენი ბიზნესი იმპორტიორებისგან.

2) სახლებზე დღგ არ შეიცვლება და იმპორტის გადასახადი გაიზრდება 10%-მდე.

3) იარაღზე იმპორტის გადასახადი შემცირდება 3%-მდე, დღგ აიწევს ასევე 3%-მდე. ამ ცვლილების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ რესურსების ომის შემდეგ აღარ გვექნება იარაღის ბონუსი, შესაბამისად მისი წარმოება არამომგებიანი გახდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, ამიტომ იმპორტიორების მოზიდვის მიზნით, ვამცირებთ იმპორტის გადასახადს, ხოლო დღგ ბიუჯეტში თანხების შენარჩუნებისათვის საჭიროა გაიზარდოს.






თქვენი მოსაზრებები კანონთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარებში. ჯერჯერობით, მხოლოდ საჭმლის გადასახადია საბოლოოდ დამტკიცებული. კონგრესმენებს კი მოვუწოდებ, მეტად აქტიურად მიიღონ განხილვაში მონაწილეობა სკაიპის ჯგუფში