ახალი ერა ესაქართველოში!

Day 2,587, 10:10 Published in Georgia Georgia by CharlieArg




ყველას გთხოვთ აქ კომენტარებში წარსულზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე ათასჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და მაინც ყველა თავის პოზიციაზე დარჩება ასე რომ წყლის ტყუილად ნაყვაა.
დროა ვისაუბროთ მომავალზე. შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ ვთქვა სათქმელი.

როგორც იცით არჩევნების დროს, ამომრჩეველთა მასას უპარტიო ამომრჩევლები შეადგენენ. ამ თამაშში კი უმრავლესობა რომელიმე პარტიის წევრია და არჩევნებზე მხოლოდ თავის პარტიას აძლევს ხმას. აქედან გამომდინარე არჩევნებს იგებს ის ვისაც მეტი აქტიური წევრი ყავს თავის პარტიაში. ამის ნეგატიური ეფექტი კი ისაა რომ პარტიის ლიდერები იდეებზე ფიქრის ნაცვლად იმაზე ფიქრობენ თუ როგორ შემოიმატონ ხალხი პარტიაში რათა არჩევნები მოიგონ. როგორც იცით 7 თვე EDP-UGP-ს კოალიცია იგებს არჩევნებს რადგან მეტი მოთამაშეები ყავთ პარტიაში.

ასე რომ იმისდამიუხედავად რომ ეს იდეა არ მიზიდავს თავისი ანტიდემოკრატიულობის გამო, მაინც მიმაჩნია და ეს მარტო ჩემი აზრი არაა რომ უნდა შედგეს შეთანხმება 2 მხარეს შორის (უფრო სწორედ 4 მხარეს შორის), ხელისუფლების განაწილებასთან დაკავშირებით.

ჩემი შეთავაზებაა მდგომარეობს შემდეგში:
გვაქვს ერთ მხარეს EDP-UGP-ს კოალიცია, ხოლო მეორე მხარეს ასე ვთქვათ რესპუბლიკელების და ქრისტიან დემოკრატების კოალიცია.
მოხდეს შეთანხმება რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს დაუთმობს შემდეგ არჩევნებს.
ანუ დღეს EDP-UGP-ა სათავეში, ამ შეთანხმების მიხედვით შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს ეს კოალიცია დაუთმობს რესპ-ქრისტ დემოკრატებს.
დათმობა იმაში მდგომარეობს რომ კანდიდატს არ წამოაყენებენ მათ წინააღმდეგ არჩევნებზე.
ხოლო კოალიცია თვითონ შეთანხმდება თუ რომელი კანდიდატი წარადგინოს ანუ EDP-UGP-ს შემთხვევაში კოალიციის შიგნით განიხილება თუ რომელი პარტიიდან წარსდგეს კანდიდატი და რესპ-დემოკრატების შემთხვევაშიც იგივე თვითონ გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება კანდიდატი.
შეიძლება მონაცვლეობითაც გაკეთება ანუ ერთხელ რესპები თუ წარადგენენ შემდეგზე დემოკრატებმა უნდა წარადგინონ და იგივე ედპ-უგპ-ს შემთხვევაში

ეს გამოიწვევს დაძაბულობის განმუხტვას და უთანხმოების თავიდან აცილებას. ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთთან სულ თანახმა ვიქნებით ყველა გადაწყვეტილებაზე მაგრამ ასე ვთქვათ მთავრობის განაწილება რიგრიგობით საშუალებას მისცემს ყოველ მთავრობას კონცენტრაცია პარტიის წევრთა რაოდენობაზე კი არა საქმეზე გააკეთოს.







რაც შეეხება ჯარს და ერთიან სამხედრო შენაერთს.
კარგად იცით რომ ყველანაირად წინააღმდეგი ვიყავი ამის გარკვეული მიზეზების გამო.
ეხლა კი ამ იდეაზე თანახმა ვიქნები თუ მხარეებს შორის მოხდება შეთანხმება.

პრინციპი მარტივია:
- ვქმნით ახალ MU-ს ეს საჭიროა რადგან იყოს ნეიტრალური.
- ყველა შევდივართ შიგნით ვისაც MU-ში ყოფნა უნდა. სხვა MU-ს ლიდერები გარიცხავენ ყველას თავიანთი ძველი MU-დან და ჩაკეტავენ ძველ MU-ებს რათა აღარავინ შევიდეს შიგნით.
- ამ ახალი გაერთიანებული MU-ს ლიდერი ყოველთვე შეიცვალოს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. სასურველი იქნება თუ ერთი მხარე მოვიდა მთავრობაში მაშინ მეორე მხარის წარმომადგენელი იყოს MU-ს ლიდერი, მეორე მოადგილეები კი სხვადასხვა პარტიის წევრები უნდა იყვნენ. ანუ ეს ყოველ თვე შეიცვლება რაც გარანტია იქნება ამ MU-ს ნეიტრალობის.
- მესმის რომ ბევრს მოსწონს როცა ცალკე რამე დანაყოფს ეკუთვნის ამიტომ შესაძლებელი იქნება ერთმანეთთან უკვე შეწყობილი მებრძოლები ერთ ბატალიანში განვათავსოთ მაგალითად N7-ელები ერთად, გვარდიელები ერთად ერთ ბატალიონში და ა.შ
- არ ნიშნავს რომ ძველი MU-ები გაუქმდება, ერთი კაცი დავტოვოთ ძველ MU-ებში რომელიც უპატრონებს და ვნახოთ რამდენიმე თვე თუ არ იმუშავა ისევ ძველ წყობაზე გადავეწყოთ.

შედეგი:

* უფრო ძლიერად დავარტყავთ ჩვენი MU-თი
* აღარ იქნება კონფლიქტი ჩემი MU იბრძოდა შენი არა
* იქნება უფრო აქტიური შიდა ჩატი და უფრო დაუახლოვდებიან მოთამაშეები ერთმანეთს.
* უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით საერთაშორისო ასპარეზზე




მოკლედ შინაარსი ესეთია

1) მთავრობის გადანაწილება
2) ერთიანი MU-ს ჩამოყალიბება



ასე რომ იმედია ეს სტატია მხოლოდ ჰაერში გასროლილ სიტყვებად არ დარჩება და დაიწყებენ მხარეები სწრაფ მოლაპარაკებებს.
შედგეს საბოლოო დოკუმენტი რომელსაც ოფიციალური სახე ექნება და რომელსაც მოაწერენ პარტიის ლიდერები.
2015 წელი, ახალი ერა, ახალ სიცოცხლეს შესძენს ესაქართველოს.


ხალხი ელოდება მოქმედებებს!