რატომ დაეცა პოლონეთი?

Day 2,578, 09:11 Published in Georgia Poland by tchock

მინდა პატარა სტატიაში გამოვხატო ჩემი აზრი, თუ რატომ დაეცა პოლონეთი. ჭკვიანი ერი სხვის შეცდომებზე სწავლობს, იქნებ ჩვენც ვიყოთ ოდესღაც იმპერია, ამიტომ არ უნდა დავუშვათ სხვების მიერ დაშვებული შეცდომები.

ვფიქრობ, ამ იმპერიის დაცემის მთავარი მიზეზი გახდა სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიების ერთდროულად დაპყრობა. სავარაუდოდ მათ არ გააჩნდათ წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა და ქაოტურად იპყრობდნენ რეგიონებს. შედეგად კი მიიღეს უდიდესი იმპერია, რომლის შენარჩუნებაც გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე მისი შექმნა იყო.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს შედეგი არ მიიღოს, საჭიროა არა ქვეყნების გარკვეული რეგიონების, არამედ მთლიანი ქვეყნის დაპყრობა, სანამ შეუტევ სხვა ქვეყნის რეგიონს.

მაგალითად, იტალიის ტერიტორიების დაპყრობის მაგივრად, ჯობდა პოლონეთს ეს რესურსი და ძალა საფრანგეთის მთლიანად დაპყრობაზე დაეხარჯა. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზეც, რომელიც პოლონეთს ნაწილობრივ ჰქონდა დაპყრობილი. ასეთი მაგალითები კიდევ რამდენიმეა პოლონეთის შემთხვევაში. შედეგად პოლონეთს მოუწია ბრძოლა ერთდროულად საფრანგეთთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთს საფრანგეთი მთლიანად ექნებოდა დაპყრობილი, გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას შეხვდებოდა განადგურებული ფრანგებისგან, რომლებსაც არც ის ქვეყნები დაეხმარებოდნენ, რომლებიც პოლონეთმა ერთი-ორი რეგიონისთვის გადაიმტერა. და ასე გერმანიისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.

შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი მოძმის, თურქეთის მაგალითიც, რომელსაც, ჩემი აზრით, პოლონეთის ბედი მოელის, ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია. პაკისტანი და ინდოეთი - თურქეთს ორივე ამ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს (შეიძლება ქირაობს, როგორც აფხაზეთს, არ ვიცი, მაგრამ მაგალითისთვის მაინც გამოდგება) იმის მაგივრად, რომ ინდოეთისთვის შეეტია, ჯობდა თურქეთს ჯერ პაკისტანი მთლიანად დაეპყრო და შემდეგ გადასულიყო ინდოეთზე.

ეს ჩემი მოსაზრებაა, შემომთავაზეთ თქვენიც.

გმადლობთ