კადეტების სამხედრო აკადემიის გარდაქმნა

Day 2,559, 05:48 Published in Georgia Georgia by CharlieArg





პატარა ისტორია


შეიქმნა ესაქართველოს დაარსების დღიდან. მისი მიზანი იყო ახალი მოთამაშეების გამოზრდა საქართველოსთვის რაც შესანიშნავად შეასრულა.
ფუძემდებლები: Geooffroader და Georgian wolf
მისი მიზანი იყო ყოფილიყო აპოლიტიკური შენაერთი და მხოლოდ 1000 ძალაზე ნაკლები მოთამაშეები გამოეზარდა ხოლო შემდეგ ამ მოთამაშეებს ქონდათ არჩევანი თავიანთი გზა თვითონ აერჩიათ. მთავრობის შეცვლის შემდეგ EDP-მ გააგრძელა იგივე პოლიტიკა. გადავიდა ხალხი ამ უნითის გამოსაცოცხლებლად : Vettell, R. P. McMurphy, giorgimailo, Thomas Crown Jr , Da Ria და სხვები. იყვნენ აგრეთე ოპოზიციური პარტიის წევრები დამკვირლებლების როლში. მაგრამ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამ დაჯგუფების არსებობას რადგან როგორც ისინი ამბობენ კონკურენციას უწევდა მათი პარტიის სამხედრო დაჯგუფებებს. ასე რომ მთავრობამ გადაწყვიტა კადეტების სამხედრო შენაერთი გადააკეთოს პირად სამხედრო შენაერთად ვინაიდან ოპოზიციური პარტიები ვერ ეგუებოდნენ მის არსებობას. ამისთვის პრეზიდენტმა შემოიტანა კანონი რომელმაც შეცვალა ახალ მოთამაშეზე ავტომატურად გაგზავნილი წერილის შინაარსი, იქიდან ამოღებული იქნა კადეტებისკენ გადამისამართება, ასევე ამოვიღებთ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებებიდანაც.


მომავალი გარდაქმნა


ასე რომ კადეტების სამხედრო აკადემია გახდება UGP-EDP ალიანსის სამხედრო დაჯგუფება. სახელი გადაკეთდება ან იგივე დარჩება. კადეტების სამხედრო დაჯგუფების კარი რათქმაუნდა ყველასთვის ღია დარჩება. აგენტები და სხვა პარტიების აგიტატორები გაძევებული იქნებიან. ეს დაჯგუფება მალე მიიღებს ახალი მოთამაშეების დიდ ნაკადს და მათ აღზრდას გააგრძელებს გაორმაგებული ენერგიით!



თუ ხართ კადეტების, UGP-ს ან EDP-ს წევრი, დაწერეთ კომენტარებში და მიიღებთ 150 ქ2 საჭმელს.