კანონპროექტი

Day 2,489, 15:18 Published in Georgia Turkey by FxoveLi

მოგესალმებით
ალბათ ყველა თგვენგანისთვის ცნობილია, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს შრომის ბაზარი, გამომიდინარე ანაზღაურების დაბალი დონიდან. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია სამუშაო უცხო ქვეყნებში ეძიოს, რაც მნიშვნელოვნად ზარალს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს. (საუბარია შრომის ანაზღაურების % მიღებულ შემოსავალზე) ჩემი აზრით ურიგო არ იქნებოდა თუ ქვეყანაში დავაწესებდით სამუშაოს ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს და რატომ: ეს კანონი ძირითადად შეეხებათ მოქალაქეების ნაწილს (იგულისხმება "ბიზნეს ელიტა"),ვინაიდან სამუშაოზე მოთხოვნას ძირითადად განსაზღვრავენ ის მოთამაშეები, რომლებსაც საკმაოდ განვითარებული აქვთ წარმოება და ეკონომიკურად გამართულები არიან. ბუნებრივია ამით მათი მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს პროექტი მათთვისაც მომგებიანი იქნება. შედეგად ქვეყანაში განვითარდება ადგილობრივი სამუშაო ბაზარი და გაჩნდება დამატებითი შემოსავალი, რაც მეტ საშვალებას იძლევა ქვეყნის განვითარების.
ველოდები თქვენს შენიშვნებს 🙂