Official News of Georgia #7

Day 2,834, 04:43 Published in Georgia Georgia by Georgian Adapter

მოგესალმებით ყველას კულტურის მინისტრი,დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე,მისი მიხედვით ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და განუყოფელი ქვეყანა და იმედია სულ ასე ერთ მუშტად შეკრული ვიქნებით.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან დღეს 20 წელი შესრულდა. საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს და იგი ძალაში, 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა კი არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

ასევე, საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.