ქართული კონგრესი და NFG

Day 3,111, 14:02 Published in Georgia Brazil by Alexander Katsadze

მოგესალმებით G newspaper-ის მკითხველებო! დიდი ხნის პაუზის შემდეგ მე ვბრუნდები!
ამ სტატიაში გავამახვილებ ყურადღებას ესაქართველოს კანომდებლობაზე და ასევე გესაუბრებით საქართველოს ნაციონალურ ფრონტზე, იგივე NFG-ზე.
როგორც ვახსენე ამ სტატიაში საქართველოს კანომდებლობაზე მოგიყვებით, მოგეხსენებათ კანომდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ქვეყანაში, კარგი კანონმდებლობა=წარმატებას, კანონმდებლობა განსაზღვრავს ყველაფერს ქვეყანაში, თუმცა ეს არ იცის ზოგიერთმა ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, რომლებისაც დაუფიქრებლად და მოსახლეობის აზრის დაუკითხავად აქვეყნებენ კანონპროექტებს. ამისი კარგი მაგლითია მინიმალური ხელფასის 45 ლარიდან 20 ლარამდე შემცირება, ალბათ ვერავინ ვერ ხვდება თუ რა სარგებელი შეიძლება ამ კანონმა მოუტანოს ქვეყანას - არავითარი. პირიქით ახალმა მოთამაშეებმა, რომლებმაც თითქმის არაფერი იციან შეიძლება ისეთ სამუშაოზე დაიწყონ მუშაობა სადა 20 ლარია ხელფასი, შემდეგ ხიბლი დაკარგონ თამაშის და თავი გაანებონ ესაქართველოს. ეს შეამცირებს ჩვენს მოსახლეობას, რაც ქვეყანას დიდ ზიანს მიაყენებს. იმედია ბევრს გახსოვთ დრო როცა მინიმალური ხელფასი 15 ლარი იყო, მეც ამ დროს ახალი და გაუნათლებელი ვიყავი, მეც დავიწყე მუშაობა ასეთ ადგილას და ჩემს მეგობრებს, რომ არ გადავერჩინე თავსაც გავანებებდი.
ამ უაზრო კანონს იმედია ბევრი კონგრესმენი უარჰყოფს და გადაარჩენს ესაქართველოს.
გარდა ამისა, მაღალი მინიმალური ხელფასის დაწესებით დამატებით შემოსავალ იღებს ჩვენი ბიუჯეტი, ზოგიერთ მოთამასეს უქრება ალტების დასაქმების სურვილი და სამსახურში აყავს ნამდვილი მუშა ხელი - ესეც დამატებითი სამუშაოადგილები.



ეხლა კი მინდა გესასაუბროთ საქართველოს ნაციონალურ ფრონტზე (NFG). მე ამ პარტიის წევრი ვარ და ნუ დამბრალებთ მიკერძოებულობას, მე ვიცნობ ამ პარტიის წევრებს და ვიცი მათი შესასძლებლობების შესახებ, ამიტომაც ვაქებ მათ. როცა მე ამ პარტიის წევრი გავხდი ჯერ კიდევ ახალბედა ვიყავი, ამიტომ მრავალი კითხვა მქონდა თავში და ბევრ რამეში დახმარება მჭირდებოდა. ისინი ყოველთვის მცემდნენ პასუხს, თან ყველაფერს მიხსნიდნენ, ყველანი ზრუნავდნენ ჩემზე და სხვა ახალბედებზე, არასოდეს უწყენინებიათ რამე და ყოველთვის გვამარაგებდნენ ისეთი რესურსებით რომელნიც გვჭირდებოდა, არასოდეს გვიცრუებდნენ იმედებს. აქ არის ნამდვილი ოჯახური გარემო 🙂
ახალბედებზე ჩვენ პარტიაში და პარტიის გარეთაც ზრუნავს ყველასთვის ნაცნობი  warrior-ი. ჩვენ პარტიაში ყოველთვის ადეკვატურად მსჯელობენ კანონპროექტებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვთ იგი, ასევე ხდება ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებითაც!
ჩვენს პარტიაში პრიორიტეტი არის მოთამაშეების პოლიტიკური განვითარება და ადეკვატური შეფასება ქვეყანაში არსებული სიტუაციების.
ამიტომ მოვუწოდებთ აქტიურ მოთამაშეებს და მათ ვისაც სურთ ქვეყანას გამოადგნენ მმართველობის კუთხით, ჩვენს პარტიაში შემოსვლისკენ.