საქართველოს მეფეები:[MOE] [MOC] კონკურსი

Day 2,956, 04:26 Published in Georgia Georgia by Georgian Adapter

თამარ მეფე

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[2][3] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები

ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს.თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს.დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს.
თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა,რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ.

ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამარის უფლის საფლავის სიახლოვეს დასაფლავების სურვილი უნდა ყოფილიყო. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო. ფაქტებით ეს ვერსია არ დასტურდება

Царица Тамар

Тама́ра (1166 год—1213 год) — царица Грузии, с именем которой связан один из лучших периодов в истории Грузии— «золотой век грузинской истории».

Происходила из династии Багратионов и была дочерью Георгия III и царицы Бурдухан, дочери аланского царя Худана[неавторитетный источник? 239 дней].

Царица Тамара продолжала деятельность царя Давида Возобновителя и способствовала широкому распространению христианства по всей Грузии и родственной ей Алании (Осетии)[источник не указан 121 день], строительству храмов и монастырей[3].

В православии причислена к лику святых, в русских житиях иногда именуется Тамарой Великой.



Шота Руставели так писал о Тамаре:

«…Лев, служа Тамар-царице, держит меч её и щит.
Мне ж, певцу, каким деяньем послужить ей надлежит?
Косы царственной — агаты, ярче лалов жар ланит.
Упивается нектаром тот, кто солнце лицезрит.

Воспоем Тамар-царицу, почитаемую свято!
Дивно сложенные гимны посвящал я ей когда-то.
Мне пером была тростинка, тушью — озеро агата.
Кто внимал моим твореньям, был сражен клинком булата…»
Год смерти Тамары точно неизвестен, таковым считается 1209, 1210 или 1213-й. Смерть наступила от болезни, которая началась в резиденции Начармагеви. Тамара переехала в замок Агарани (предположительно современная Коджорская крепость) около Тбилиси, где и умерла. Ее тело было перенесено в Мцхету, затем в Гелати, где и захоронено. Однако точное место захоронения не установлено и археологические исследования не дали результатов. Существует несколько альтернативных версий о месте ее захоронения вплоть до предположения, что ее похоронили в Палестине

Queen Tamar



Tamar the Great(c. 1160 – 18 January 1213) reigned as Queen regnant of Georgia from 1184 to 1213, presiding over the apex of the Georgian Golden Age.[1] A member of the Bagrationi dynasty, her position as the first woman to rule Georgia in her own right was emphasized by the title mep'e ("king"), commonly afforded to Tamar in the medieval Georgian sources.

Tamar was proclaimed heir and co-ruler by her reigning father George III in 1178, but she faced significant opposition from the aristocracy upon her ascension to full ruling powers after George's death. Tamar was successful in neutralizing this opposition and embarked on an energetic foreign policy aided by the decline of the hostile Seljuq Turks. Relying on a powerful military élite, Tamar was able to build on the successes of her predecessors to consolidate an empire which dominated the Caucasus until its collapse under the Mongol attacks within two decades after Tamar's death.

Tamar was married twice, her first union being, from 1185 to 1187, to the Rus' prince Yuri, whom she divorced and expelled from the country, defeating his subsequent attempts at coup. For her second consort Tamar chose, in 1191, the Alan prince David Soslan, by whom she had two children, George and Rusudan, the two successive monarchs on the throne of Georgia.

Tamar's association with the period of political and military successes and cultural achievements, combined with her role as a female ruler, has led to her idealization and romanticization in Georgian arts and historical memory. She remains an important symbol in Georgian popular culture and has been canonized by the Georgian Orthodox Church as the Holy Righteous King Tamar, with her feast day commemorated on 14 May (O.S. 1 May)

Tamar outlived her consort, David Soslan, and died of a "devastating disease" not far from her capital Tbilisi, having previously crowned her son, Giorgi-Lasha, coregent. Tamar's historian relates that the queen suddenly fell ill when discussing the state affairs with her ministers at the Nacharmagevi castle near the town of Gori. She was transported to Tbilisi and then to the nearby castle of Agarani where Tamar died and was mourned by her subjects. Her remains were transferred to the cathedral of Mtskheta and then to the Gelati monastery, a family burial ground of the Georgian royal dynasty. The traditional scholarly opinion is that Tamar died in 1213, although there are several indications that she might have died earlier, in 1207 or 1210.[54][55][56]

In later times, a number of legends emerged about Tamar's place of burial. One of them has it that Tamar was buried in a secret niche at the Gelati monastery so as to prevent the grave from being profaned by her enemies. Another version suggests that Tamar's remains were reburied in a remote location, possibly in the Holy Land. The French knight Guillaume de Bois in his letter, dating from the early 13th century, written in Palestine and addressed to the bishop of Besançon, claimed that he had heard that the king of the Georgians was heading towards Jerusalem with a huge army and had already conquered many cities of the Saracens. He was carrying, the report said, the remains of his mother, the "powerful queen Tamar" (regina potentissima Thamar), who had been unable to make a pilgrimage to the Holy Land in her lifetime and had bequeathed her body to be buried near the Holy Sepulchre.[57][58]

In the 20th century, the quest for Tamar's grave became a subject of scholarly research as well as a focus of a broader public interest. The Georgian writer Grigol Robakidze wrote in his 1918 essay on Tamar: "Thus far, nobody knows where Tamar's grave is. She belongs to everyone and to no one: her grave is in the heart of the Georgian. And in the Georgians' perception, this is not a grave, but a beautiful vase in which an unfading flower, the great Tamar, flourishes."[59] An orthodox academic view still places Tamar's grave at Gelati, but a series of archaeological studies, beginning with Taqaishvili in 1920, has failed to locate it at the monaste

დავით IV აღმაშენებელი



დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,ქუთაისი — 8 თებერვალი (ძვ. სტ. 24 იანვარი), 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.



1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა.[4]

მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — მან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი. საფლავის ქვა ტაძრის (ამჟამად ეს შესასვლელი გაუქმებულია, ვინაიდან მონასტერში მისასვლელი გზა სხვა მხრიდანაა მოწყობილი) შესასვლელში ისეა დადებული, რომ ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს — „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ.

Давид IV Строитель



Дави́д IV Строи́тель (1073 — 24 января 1125) — царь Грузии (1089—1125) из династии Багратионов.
В его правление произошло объединение грузинских княжеств в единое централизованное государство.
Дворцовые придворные, бывшие противниками азнаурской знати, осуществили политический переворот. Царь Георгий II, будучи ещё нестарым человеком, вынужден был возвести на престол своего шестнадцатилетнего сына Давида, а сам отстранился от государственных дел
Умер Давид IV Строитель 24 января 1125 года. Похоронен у входа в Гелатский монастырский комплекс. Грузинской православной церковью причислен к лику святых.


David IV Aghmashenebeli



David IV, also known as David the Builder(Georgian: დავით აღმაშენებელი, Davit Aghmashenebeli) (1073 – 24 January 1125), of the Bagrationi dynasty, was a king of Georgia from 1089 until his death in 1125.

Popularly considered to be the greatest and most successful Georgian ruler in history, he succeeded in driving the Seljuk Turks out of the country, winning the major Battle of Didgori in 1121. His reforms of the army and administration enabled him to reunite the country and bring most of the lands of the Caucasus under Georgia’s control. A friend of the church and a notable promoter of Christian culture, he was canonized by the Georgian Orthodox Church.
David the Builder died on 24 January 1125, and upon his death, King David was, as he had ordered, buried under the stone inside the main gatehouse of the Gelati Monastery so that anyone coming to his beloved Gelati Academy stepped on his tomb first, a humble gesture for a great man. He had three children, the son Demetrius, who succeeded him and continued his father's victorious reign; and two daughters, Tamar, who was married to the Shirwan Shah Akhsitan (Aghsartan in Georgian), and Kata (Katai), married to Isaakios Comnenus, the son of the Byzantine Emperor Alexius I Comnenus. Beside his political and military skills, King David earned fame as a writer, composing Galobani sinanulisani (Hymns of Repentance, c. 1120), a powerful work of emotional free-verse psalms, which reveal the king’s humility and religious zeal.