[MOC] კულტურის სამინისტროს ახალი კონკურსი [Edit] 01:40

Day 2,962, 10:16 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო. უკვე მოგვიახლოვდა 2016 წელი, ახალი წელი კი ახალი იმედებითაა აღსავსე. კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა იზრუნოს წინაასახალწლო განწყობაზე და ამას საქმეც შეუთავსოს. მაშ ასე, კულტურის სამინისტრო წინასაახალწლო კონკურსს აცხადებს!

კონკურსის შესახებ:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოამზადოს სტატია საქართველოსა და მოსფლიოს საახალწლო და საშობაო ტრადიციების შესახებ. თქვენი დავალებაა აირჩიოთ ქვეყანა (ან საქართველოს ნებისმიერი კუთხე) და ვრცლად ისაუბროთ იქ არსებული ტრადიციების შესახებ. სტატია გაფორმებული უნდა იყოს სურათებითა და ნებისმიერი საახალწლო მოსართვით, რაც წინასაახალწლო განწყობას შექმნის. სტატია მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
კონკურსის გამრჯვებულებს გამოავლენს კულტურის სამინისტროს გუნდი.
საპრიზო ფონდი მოიცავს 7000 ელარსა და 5000 ქ1 საკვებს, რომელიც 4 გამრჯვებულზე გადანაწილდება

მომზადებული სტატია გამომიგზავნეთ პირადში, სათაურში კი მიუთითეთ, რომ სტატია დაიწერა კულტურის სამინისტროს კონკურსისათვის

1-ლ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარსა და 2000 ქ1 საკვებს
მე-2 ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 2000 ლარსა და 1000 ქ1 საკვებს
მე3 და მე-4 ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ 1000-1000 ლარსა და 1000 ქ1 საკვებს

საპრიზო ფონდში 3000 ლარი და 5000 ქ1 საკვები შეიტანა კულტურის ყოფილმა მინისტრმა - H3Ctic

ასევე მადლობას ვუხდით R.P.McMurphy-ს საპრიზო ფონდში შეტანილი თანხისათვის
კულტურის სამინისტრო სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ შემოწირულობას საპრიზო ფონდში
ვიმედოვნებთ რომ კონკურსში ბევრი მონაწილე ჩაერთვება, გთხოვთ ნუ დაიშურებთ ვოუთებს რათა სტატია ბევრმა მოქალაქემ ნახოს!
სტატიების მიღება შეწყდება 6 იანვარს, გამრჯვებულები კი 7 იანვარს დაჯილდოვდებიან, გისურვებთ წარმატებებს!

კულტურის სამინისტრო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს!