[MOC]1 - პირველი კონკურსი დასრულდა

Day 2,763, 11:08 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR


პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომლის მიმდინარეობისასაც ერეპუბლიკისა და ესაქართველოს თემაზე შექმნილი ნამუშვერები მიიღებოდა დასრულდა. დასრულდა წარუმატებლად! კონკურსში მონაწილეობა (ჩემი და მინისტრის გარდა) მხოლოდ ერთმა მოქალაქემ, Bingo o-მ მიიღო რისთვისაც სამინისტრო მადლობას უხდის მას. რაც შეეხება ჩემს ნამუშევარს, მე კონკურსში ნახატი პრიზის გულისთვის ნამდვილად არ წარმიდგენია, ეს უბრალოდ სიმბოლური აქტი იყო ჩემი მხრიდან და სულაც არ ვგეგმავდი ასე ვთქვათ "პრიზების დასაკუთრებას". გვეგონა კონკურსში ბევრი მოქალაქე (რამდენიმე მაინც) მიიღებდა მონაწილეობას, რომლებიც პრიზებს გაინაწილებდნენ. თუმცა მაღალი საპრიზო ფონდის მიუხედავად ასე არ მოხდა.



მაშ ასე, კონკურსის პრიზები ასე გადანაწილდა:
1 ადგილი დაიკავა - Bingo o-მ, რომელსაც პრიზის სახით 2500 ელარი გადაეცემა
2 ადგილი - GeorgiaN...EmperoR პრიზი 1500 ელარი
3 ადგილი - Baristan Selmi პრიზი 1000 ელარი

ახლა გაეცანით დაჯილდოვებულ ნამუშევრებს:
Bingo o-ს გამარჯევბული ნახატი:


ჩემი ნახატი (მე-2 ადგილი)


გამას (Baristan Selmi) ნახატი (მე-3 ადგილი)




აქვე მინდა გითხრათ, რომ წარდგენილი ნამუშევების სიმცირის გამო ჟიურის შეწუხება საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ და პრიზები მინისტრმა გაანაწილა.



ვხვდები, როცა ამ სტატიას კითხულობთ ასეთი გრძნობა გიჩნდებათ: რა ნაგლობაა პრიზები თვითონ გაინაწილეს ჯობდა ეს ფული რამე სასარგებლო საქმისთვის დახარჯულიყო და საერთოდ, ეს კულტურის სამინისტრო არაფრის მაქნისია!-ო. მაგრამ მე მინდა პასუხი გაგცეთ.
1. როდესაც კულტურის სამინისტრო იქმნებოდა არავინ დაგპირებიათ, რომ სამინისტრო რამე წვლილს შეიტანდა ესაქართველოს გაძლიერებაში ან მისი საქმიანობა თქვენ მატერიალური ან სამხედრო კუთხით წაგადგებოდათ. სამინისტრო შეიქმნა იმისთვის, რომ თამაში უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი გამხდარიყო, იმისათვის რომ ესაქართველოში მცხოვრებ "ხელოვანებს" საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ. თუმცა როგორც ჩანს სამინისტროს მოღვაწეობას სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა და არც ახლა აღიქვამს, რაც ძალიან არასწორია!
2. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს გავიღო კონკურსში მიღებული თანხა სახელმწიფოერბივი/ეროვნული საქმისთვის, თუნდაც ისეთისათვის როგორიცაა რომელიმე მოქალაქისთვის ძლიერი ექაუნთის შეძენა.
3. მე თქვენი გამკვირვებია, კონკურსის ერთადერთი მოთხოვნა იყო ერეპუბლიკის თემაზე უბრალო ნახატის შექმნა, რაც მაქსიმუმ ნახევარ საათს წაგართმევდათ (Paint-ში შეგეძლოთ 5-10 წუთში დაგეხატათ უბრალო ნახატი), თანაც ეს უსასყიდლოდ არავის მოუთხოვია, სამინისტრო (მთავრობასა და შემომწირველებთან ერთად, რომლებსაც მადლობას ვუხდით) მზად იყო უბრალო ნახატისათვის დიდი თანხით დაეჯილდოვებინეთ. იმის მაგივრად, რომ კონკურსში ჩართულიყავით, სამინისტროს დაცინვა დაიწყეთ და ჩვენი საქმიანობა უნაყოფოდ შეაფასეთ, რაზეც თქვენი "გულთბილი" კომენტარები მეტყველებს. სწორედ ამან გამაკვირვა ყველაზე მეტად. მიკვრის როგორ არ აღმოგაჩნდათ იმის ელემენტარული კულტურა, რომ პატივი გეცათ სახელმწიფო სტრუქტურისათვის, სამინისტროსათვის რომლის ერთადერთი მიზანი ისევ და ისევ თქვენზე ზრუნვაა. რათქმაუნდა არავინ გიზღუდავთ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების უფლებას, მაგრამ ხომ შეგეძლოთ კონკურსისთვის ხელი მაინც არ შეგეშალათ, ხელის შეშლაში მე იმ არცთუ დადებით კომენტარებს ვგულისხმობ, რომლებმაც მოახდინეს კონკურსის არასერიოზულად აღქმის სტიმულირება! (მე-3 პუნქტი ჩემი აზრის გამოხატულებაა, არ გამოხატავს არც კულტურის მინისტრის და მითუმეტეს არც მთავრობის პოზიციას. იმის მიუხედავად რომ ჩემი აზრით, ორივე მათგანი ჩემს აზრს იზიარებს. არ მინდა ეს პუნქტი სამინისტროს განცხადებად აღიქვათ და მზად ვარ ჩემს პოსტზე მე თვითონ ავიღო პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი რეზონანსის შემთხვევაში)

ახლა კი გთხოვთ, დაგვდეთ პატივი და ჩაერთეთ კულტურის სამინისტროს ახალ კონკურსში, რომელსაც შეგიძლიათ ჩემს წინა სტატიაში გაეცნოთ!

მადლობას ვუხდით კონკურსის შემომწირველებს:
National Bank of Georgia-2000 ელარი
Luka Koberidze-1600 ელარი!
x neverCG x-500 ელარი!
Geo.AssasiN-500 ელარი!
Strategi1-400 ელარი!
სულ 5000 ელარი! - მადლობა მათ!



კულტურის მინისტრი - MORAL1994
მინისტრის პირველი მოადგილე - GeorgiaN...EmperoR
მინისტრის მეორე მოადგილე - x neverCG x