ქართველი მეფეები/Kings of Georgia [MOE][MOC]

Day 2,959, 04:11 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

ბაგრატ III კურაპალატი (975-1014)
,,შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა
არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი
მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა.”
,,მატიანე ქართლისაი”


მამა - გურგენ ქართველთა მეფეთ მეფე
დედა - დედოფალი გურანდუხტი
მეუღლე - დედოფალი მართა
ძე - გიორგი (შემდგომში გიორგი I)

X-XI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო ჯერ კიდევ დანაწევრებული და დაქუცმაცებული ქვეყანა გახლდათ.
საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დასავლეთ საქართველო და შიდა ქართლი.
კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულების სახით არსებობდნენ.
თბილისსა და ქვემო ქართლის ნაწილს თბილისის მაჰმადიანი ამირა ფადლონი განაგებდა.
საამიროს დასავლეთით კლდეკარის საერისთავო ესაზღვრებოდა,
ქვემო ქართლის დიდი ნაწილი - ბოლნისი, სამშვილდე, ლორე, ტაშირი და დმანისი კი სომეხთა მეფეების დაქვემდებარებაში იყო.
სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომაგდენელთა ხელში იყო. მისი ერთი ნაწილის მფლობელი ჯერ ბაგრატ III-ის პაპა ქართველთა მეფე ბაგრატ II (რეგვენი) გახლდათ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (994წ) მისი ძე გურგენ მეფეთ მეფე.
სამხრეთ-საქართველოს მეორე ნაწილს ბაგრატიონთა შორის ყველაზე სახელ-მოხვეჭილი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი (961-1001წ) განაგებდა.

აი ასეთ ვითარებაში საქართველოს გაერთიანების საქმეს სათავეში ჩაუდგა ქართლის ერისმთავარი იოანე მარუშისძე. ქართლის საერისთავო იმ პერიოდში აფხაზთა სამეფოში შედიოდა, რომელსაც მართავდა უსინათლო თეოდოსი. მარუშიძე კარგად ხვდებოდა რამდენად მძიმე იყო ქვეყნისათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. ასევე უმემკვრიდრეო გახლდათ სახელგანთქმული დავით კურაპალატიც, რომელსაც ნაშვილები ჰყავდა ბაგრატ გურგენის ძე, ბაგრატი ,,ქართველთა მეფეთა” სამფლობელოს მემკვიდრეც გახლდათ და უსინათლო თეოდოსის დის შვილიც იყო. თუ თეოდოსის ნაცვლად ტახტზე ბაგრატი აღმოჩნებოდა, მაშინ იგი სრულიად საქართველოს მეფე ხდებოდა ავტომატურად. მარუშიძემ დავით III კურაპალატს ქართლზე გალაშქრება და ბაგრატის ტახტზე დასმა შესთავაზა, კურაპალატი დასთანხმდა და 975 წელს დასძრა ჯარი ქართლისაკენ. ქვახვრელთან მას მარუშიძე მიეგება და უფლისციხე გადასაცა, ხოლო დავითმა იგი ბაგრატს უბოძა. ამ უკანასკნელს მცირეწლოვნობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნეს.

სამწუხაროდ, ქართლის აზნაურები მარუშიძის მსგავსად არ ფიქრობდნენ., მათ კახეთიდან ლაშქარი გამოიყვანეს და ბაგრატ III დაატყვევეს. კურაპალტს კვლავ ქართლში გადასვლა და წესრიგის აღდგენა მოუხდა.

სიტუაცია დაიძაბა აფხაზეთშიც. უსინათლო მეფის წყალობით ქვეყანა დაღმართისაკენ მიექანებოდა, ამიტომ იოანე მარუშიძის რჩევით და დავით კურაპალატის წყალობით 978 წელს ბაგრატი აფხაზეთს გამეფდა. ხოლო თეოდოსი 980 წელს დავით კურაპალატთან იქნა გაგაზავნილი.

ქართლს იმ პერიოდში ფორმალურად ბაგრატის დედა – გურანდუხტ დედოფალი მართავდა. რეალურად კი ქვეყანა დიდ-აზნაურებს ჰქონდა დანაწევრებული. მათ სათავეში ქავთარ ტბელი ედგა. 980 წელს ბაგრატმა მოღრისთან დაამარცხა ქავთარ ტბელი და დედისგან უფლისციხე ჩაიბარა. მალე წესრიგი დამყარდა შიდა ქართლშიც და აფხაზეთშიც.

აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ისტორიკოსებს შორის დავით III კურაპალტსა და ბაგრატ III დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

რიგი ისტორიკოსებისა ემხრობა იმ აზრს რომ ბაგრატ III მოუთმენლობამ შეიპყრო, სურდა მალევე მიეღო დავით კურაპალატის მემკვიდრეობა და 988 წელს მამობილის წინააღმდეგ გაილაშქრა. მას ეხმარებოდა მამამისი გურგენი., ხოლო პაპა ბაგრატ II კურაპალტის მხარეს იყო. არსებობს ცნობები რომ კურაპალატს სომეხთა მეფე სუმბატი, მისი ძმა გაგიკი და კარის მეფე აბასიც უჭერდნენ მხარს.

ბაგრატი მალევე მიხვდა დავითთან ძალით ვერას გახდებოდა და მასთან მისვლა და შენდობა ითხოვა, ამასთანავე აუხსნა რომ მას კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩილება უნდოდა. კურაპალტმა ,,დაიჯერა” რატისთან დაკავშირებული ისტორია და კონფლიქტი მოგვარდა.

ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით (ამასვე მოგვითხრობს ,,მატიანე ქართლისაი”) ბაგრატი მართლაც მიდიოდა ურჩი ფეოდალების დასასჯელად, ამ საომარი მზადების შესახებ მსწრაფლ აცნობეს დავით III –ეს და საქმე ისე წარუდგინეს, რომ ვითომ ბაგრატი მამასისთან ერთად კურაპალატის მოსაკლავად მოდიოდა. დავითმაც შეყარა ლაშქარი და ჯავახეთს, ძლივს დაბანაკდა. ბაგრატი თრიალეთში, კარუშეთს იდგა. მან მოციქული გაგზავნა მამობილის კარავში და მას შემდეგ, რაც გაიგო ლაშქრის მრავალრიცხოვნობა, მიატოვა თავისი მხედრობა, მარტო გამოცხადდა დავითთან და შენოდბა ითხობა, თან განუმარტა, რომ თრიალეთში მის გამოლაშქრებას მხოლოდ რატის დამორჩილება ჰქონდა მიზნად. დავითმა დააფასა მისი საქციელი და რატის წინააღმდეგ მოქმედების სრული თავისუფლება მისცა.

ჩვენ იმის მტკიცებას არ დავიწყებთ, რომელი მოსაზრებაა სწორი, ფაქტია რომ 989 წელსვე ზამთარში, ბაგრატ III მოულოდნელად მიადგა კლდეკარის ერისთავს რატის და ადვილად დაიმორჩილა იგი. ხოლო საერისთავო თავის ერთგულ მოხელეს ზვიად მარუშიანს გადასცა სამმართველოდ.

994 წელს ბაგრატ II რეგვენი გარდაიცვალა და მისი შვილი გურგენი მეფეთ-მეფედ იწოდა.

1001 წელს კი ტაოს მფლობელი დავით კურაპალატიც გარდაიცვალა. სამწუხაროდ დავითის მემკვრიდრეობა ბიზანტიის კეისარს ბასილ II-ს ერგო. (989 წელს ბარდა ფოკასთან დაკავშირებული ამბების გამო დავითს საკუთარი მამულის ბიზანტიისათვის დათმობა მოუწია) ხოლო ბაგრატ III და გურგენ მეფეთ მეფემ კეისრისაგან კურაპალატისა და მაგისტორისის ტიტულები მიიღეს.

1008 წელს გარდაიცვალა გურგენ მეფეთ-მეფე და ბაგრატმა მემკვიდრეობით ამიერტაო, შავშეთი, კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი მიიღო.

ქართული წყაროების მიხედვით ბაგრატი 1008 წლიდან ახალი ძალებით შეუდგა საქრთველოს გაერთიანებას. მან ადრე წართმეული წირქუალისა და გრუას ციხეების დაბრუნება მოთხოვა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ბრძოლით დაიპყრო კახეთი. ასევე ბრძოლით მოუწია ჰერეთიც დაპყრობაც და იქ თავისი მოხელე აბულალი დატოვა. მაგრამ ბაგრატის წასვლისთანავე ჰერმა დიდებულებბმა ქვეყანა კვალვ ქორეპისკოპოსს გადასცეს. ბაგრატს ხელმეორედ მოუწია კახეთისაკენ ლაშქობა. 1008-1010 წლებში მან კახეთის ყველა ციხე დაიპყრო და დავით ქორეპისკოპოსის შვილი კვირიკე ბოჭორმის ციხეში დაატყვევა და თან წამოიყვანა.

ბაგრატ III მეფობის ისტორიაში არსებობს ერთი საჩოთირო მომენტი – თავისი მამის დის წულების, კლარჯი ხელწმიფეების სუმბატ და გურგენ ბაგრატ არტანუჯელის ძეების დასჯასთან დაკავშირებით. ორი ქართველი ისტორიკოსი - ,,მატიანე ქართლისას” ავტორი და სუმბატ დავითის ძე, ვისი ცნობებიც ჩვენ მოგვეპოვება ბაგრატ III-ის მეფობის შესახებ, არაერთგვაროვნად მიუდგა ზემოხსნებულ საკითხს. ,,მატიანე ქართლისას” ავტორი საერთოდ არ საუბრობს კლარჯი მეფეების შესახებ, მას აშკარად არაკეთილშობილურად და ზნეობრივად გაუმართლებლად მიაჩნია ეს საქციელი და დუმილს ამჯობინებს, რათა არ შეურაცხყოს ბაგრატ III სახელი, რომელსაც ასეთ ეპითეტებს უძღვნის: ,,შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა.”

ბაგრატის არანაკლები მეხოტბეა სუმბატ დავითის ძე, თუმცა იგი გვერდს არ უვლის ამ საჩოთირო თემას და გვიამბობს, რომ 1010 წელს ბაგრატმა მიიწვია სადარბაზოდ ფანასკეტის ციხეში კლარჯი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი და შეიპყრო ისინი. ხოლო მათი სამფლობელოები შემოიმტკიცა (სუმბატი და გურგენი პატიმრობაში გარდაიცვალნენ).


ქართველი ისტორიკოსები ბაგრატის ამ ნაბიჯს ქვეყნის გაერთიანებისათვის აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცაღა ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ მეფის ესოდენ სასტიკი მოქმედება საკუთარი ნათესავების მიმართ (ბაგრატი სასტიკად მის წინააღმდეგ იარაღით მებრძოლ რატი ბაღვაშსა და ქავთარ ტბელსაც კი არ გასწორებია) განპირობებული იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, ბაგრატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ძის - გიორგი მცირეწლოვნობის გამო, თავისუფლად შესაძლებელი იყო ტახტზე კლარჯი მეფეთაგან ერთ-ერთი ასულიყო. ხოლო მათი ამოწყვეტის შემდეგ აშოტ დიდის შთამომავალთაგან არც ერთი მამაკაცი, გარდა თვით ბაგრატისა და მისი ძის გიორგისა აღარ რჩებოდა.

ბედიის ბარძიმი

1010-1014 წლებში ბაგრატმა განძის ამირა ფადლონი დალაშქრა. ფადლონი დამარბეველი ლაშქრობებით ხშირად სტუმრობდა კახეთ-ჰერეთს და ავიწროებდა იქ ბაგრატის მიერ დატოვებულ ერისთავებს. ამირას სომეხთა მეფესთანაც ჰქონია უკმაკოფილება, სწორედ ამიტომ ბაგრატმა ფადლონის წინააგმდეგ სალაშქროდ სომეხთა მეფეს გაგიკს მიმართა და ბრძოლაში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც დასტური მიუღია.

ბაგრატმა ძლევამოსილად დალაშქრა რანი, აიღო ქალაქი შამქორი, დახარკა ფადლონი და შინ გამარჯვებული წამოვიდა.

1013 წელს ბაგრატმა კავკასიონს გადაღმა ,,ჯიქეთიდან ვიდრე გურგენამდე” (კასპისზღვამდე) მდებარე ქვეყნები დაიმორჩილა.

ბაგრატ III დიდი აღმშენებლობითაც არის ცნობილი. იგი დაუცხრომლად აგებდა ეკლესია-მონასტრებს; 996წ აგებულ იქნა მარტვილის ტაძარი, 1002 წელს ხცისის ეკლესია, 1003 წელს დამთავრდა ბაგრატის ტაძრის მშენებლობა, (ბაგრატის ტაძარი 1691 წელს აფეთქეს ახალციხის მხრიდან შემოწრილმა თურქებმა და თაღი ჩამოუქციეს) 1010-1014 წელს ბაგრატმა ნიკორწმინდის ტაძარი ააშენა რაჭაში, 1010 წელს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა განიზრახა და ხუროთმოძღვარ არსუკიძეს მიანდო, რომელმაც იგი 1029 წელს განასრულა.

ბაგრატის მიერვეა აგებული მოწამეთა, სადაც დავით და კონსტანტინეს მხეიძეების უხრწნელი ნაწილები ასვენია, ასევე ააგო ატენის, ბედიის, წვიმოეთის და ვერის ეკლესიები.

თავად საქართოველოს გაერთიენების საფუძველ-ჩამყრელი მეფე 1014 წლის 7 მაისს, პარასკევ დღეს გარდაიცვალა ფანასკეტის ციხეში. ზვიად ერისთავერისთავმა მეფე წამოასვენა და ბედიას დამარხა.

საქართველო ბაგრატის მე-3-ის გამეფებამდე




___________________________________________________________________________

Bagrat III of Georgia

First King of United Georgia Bagrat III of Georgia from the royal Bagrationi dynasty.
The nation of Georgia (Georgian: საქართველო sakartvelo) was first unified as a kingdom under the Bagrationi dynasty by the King Bagrat III of Georgia in the 9th to 10th century, arising from a number of predecessor states of ancient kingdoms of Colchis and Iberia.

Bagrati monastery in Kutaisi (ბაგრატის ტაძარი ქუთაისში)

The first united Georgian monarchy was formed at the end of the 10th century when Curopalate David invaded the Earldom of Kartli-Iberia. Three years later, after the death of his uncle Theodosius the Blind, King of Egrisi-Abkhazia, Bagrat III inherited the Abkhazian throne. In 1001 Bagrat added Tao-Klarjeti (Curopalatinate of Iberia) to his domain as a result of David's death. In 1008–1010, Bagrat annexed Kakheti and Ereti, thus becoming the first king of a united Georgia in both the east and west.
Bagrat III (Georgian: (c. 960 – 7 May 1014), of the Georgian Bagrationi dynasty, was King of the Abkhazians from 978 on (as Bagrat II) and King of Georgia from 1008 on. As with other Georgian monarchs he was commonly known by the monarchical title Mepe.
He united these two titles by dynastic inheritance and, through conquest and diplomacy, added some more lands to his realm, effectively becoming the first king of what is generally known as a unified Georgian monarchy. Before Bagrat was crowned as the king, he had also reigned as a dynast in Kartli from 976 to 978.
He oversaw the construction of Bagrati Cathedral in Kutaisi, western Georgia. The cathedral's ruins are a UNESCO World Heritage Site.
He proved an able ruler and succeeded in restoring law and order in his kingdom. While he was in Kutaisi, the aristocratic opposition of Kartli led by Kavtar Tbeli disregarded Gurandukht’s authority and ran their fiefdoms as semi-independent rulers. When Bagrat returned to Kartli to deal with this situation, the nobles offered him an armed resistance, but the king won the battle at Moghrisi, and forced the rebels into submission. Finally he directed his attention towards Kldekari in Lower Kartli, whose duke Rati continued to ignore the royal authority and ruled rather independently.

Bedia monastery (ბედიის ტაძარი)

Bagrat succeeded him as King of Kings of the Georgians, becoming thus the first king of a unified realm of Abkhazia and Kartli (in their broadest sense these two included Abkhazia proper/Abasgia, Egrisi/Samegrelo, Imereti, Svaneti, Racha-Lechkhumi, Guria, Ajaria, Kartli proper, Hither Tao, Klarjeti, Shavsheti, Meskheti, and Javakheti) what was to be henceforth known as Sakartvelo – "all-Georgia".
Bagrat was also known as a great promoter of Georgian Orthodox culture. Not only did he encourage learning and patronize the fine arts, but he built several churches and monasteries throughout his kingdom with the "Bagrati Cathedral" at Kutaisi, Bedia Cathedral in Abkhazia, and Nikortsminda Cathedral in Racha being the most important.
Bagrat III died in 1014 in the Panaskerti Castle in Tao. He was entombed in the previously mentioned Bedia Cathedral in today’s Abkhazia.
This year, in 2014, the Royal House of Georgia honors the 1000 year of the death of the first United King of Georgia: Bagrat III


Georgia in IX-X centuries


German/Deutch

Bagrat III - war von 978 bis 1014 König von Abchasien und von 1008 bis 1014 König des vereinten Georgiens. Er ist der Sohn Gurgens von Kartli und der abchasischen Königstochter Guranducht.
Nachdem Bagrat ab 978 König von Abchasien war, erbte er nach dem Tode seines Vaters Gurgen endgültig Kartli und nannte sich seitdem König der Könige, welches der offizielle Titel des regierenden georgischen Königs bis zum Ende des 15. Jahrhunderts blieb.

Um den neu entstandenen einheitlichen georgischen Staat nach innen und außen zu sichern, führte Bagrat entscheidende Maßnahmen durch. Innenpolitisch wurde der widerspenstige Adel in die Schranken gewiesen, während außenpolitisch Kachetien und Heretien annektiert wurden. Doch die neue Machtfülle des georgischen Staates musste unweigerlich auf den Widerstand des Byzantinischen Reiches stoßen, zu dessen Einflusssphäre Georgien seit langem gehörte. Bereits unter Bagrats Sohn Giorgi I. kam es zu kriegerischen Auseinandersetzungen zwischen beiden Mächten.

Bagrat III. (Wandmalerei im Kloster Gelati)
Russian/Русский

Баграт III (978 - 1014) был первым царем объединенной Грузии. В 975 году грузинский феодал Иоане Марушисдзе предложил Давиду III выступить со своими силами, занять Картли и или самому править там илиже посадить Багарта. Баграт был приемным сыном бездетного Давида III. К тому же он был внуком царя Тао-Кларджети Баграта II-го и племянником бездетного царя западной Грузии Феодосия. Таким оброзом, Баграт являлся наследником трех престолов, что имело большое значение, также как и его личные качества. Давид прибыл с войском в Картли, созвал местных феодалов и представил им Баграта - сказав, что отныне они будут повиноваться ему. Оставив Баграта в Картли, Давид вернулся в Тао. Этим воспользовались картлийские феодалы и подстрекаемые ими правители княжества Кахети - Квирике вступил в Картли и захватил в плен Баграта с отцом и матерью. Давид спешно собрал войско и выступил против Квирике. Последныне посмел оказать ему сопротивление и освободил пленных. Баграт снова утвердился в Картли. В 978 году по инициативе того же Иоанэ Марушисдзе Баграт перешел в западную Грузию, вступил в Кутаиси и короновался царем западной Грузии. В 980 году Баграт разбил войско Карталинских феодалов и тем самим окончательно сломил их сопротивление. Когда скончался Давид III его владения захватил Византииский император Василий II, а прибывшему к нему Баграту он пожаловал титул Куропалата. Грузия в то время еще не могла противостоять Византии, тем более, что Баграт III должен был присоединить к себе и другие территории. Поэтому владения Давида остались Византииской империи. В 1008-1010 годах Баграт присоединил Кахети и Эрети. После этого объединенная монархия Грузии стала непосредственным соседом владении эмира Гандзи (Ганджа) Фадлона. Встревоженный таким соседством Фадлон несколько раз попытался напасть на Грузию. В ответ на это Баграт выступил против эмира и разбил его войско. В деле объединения Грузии Баграт не щадил своих противников. Он жестоко расправлялся даже с теми представителями рода Багратионов, которые не признавали сильно царской власти. Часть их он заключил в тюрьму, другая часть бежала в Византию. Во время правления Баграта III-го построены церкви: Никорцминда, Бедия. В Кутаиси был воздвигнут храм Баграта, один из самых больших в Грузии. Баграт III скончался в 1014 году и похоронен в Бедийском храме. Родословная царя.


Никорцминда

Armenian/Հայերեն

Բագրատ III (վրաց.՝ ბაგრატ III), Վրաց թագավորության հիմնադիր։ Ծնվել է 960 թվականին` Քութայիսում: Մայրը` Գուրանդուխտը, Աբխազիայի արքայադուստրն էր` սերում էր Անոսիդների տոհմից։ Հայրը` Գուրգեն II Բագրատիոնին, վրաց գահերեց իշխանն էր[

Բագրատ III թագավորի օրոք կառուցվում են եկեղեցիներ ու բերդեր, ուժեղանում է կենտրոնաձիգ պետության իշխանությունը։ Մորեղբոր` Թեոդոսիուս III Կույրի աբխազական գահը ժառանգել է 15 տարեկանում` 975 թվականին, հոր` Գուրգեն II-ի գահը` 1008 թվականին։ Այդպիսով նա միավորել է վրացական հողերի մեծ մասը։ Բագրատ թագավորի օրոք Վրաստանի մայրաքաղաքը Քութայիսն էր

Բագրատի հաջորդները բյուզանդացիներից, արաբներից ու սելջուկներից ազատագրել են վրացական հողերը։ Վրաց թագավորությունը դառնում է Մերձավոր Արևելքի առաջատար քրիստոնեադավան երկիրը, վերածվում կայսրության և մեծ դերակատարում ունենում տարածաշրջանի զարգացման գործում։ Բագրատիոնիների թագավորական տոհմը Վրաստանում իշխում է մինչև 19-րդ դարը