სუპერკონტინენტი ცეცხლის ალში

Day 2,872, 11:19 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

სექტემბრის თვე (და ოქტომრის პირველი დღეები) მშვდი აღმოჩნდა საქართველოსათვის, თუმცა არა მსოფლიოსათვის. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება სუპერ კონტინეტზე. ევროპა მთელი თვეა ომის ქარცეცხლშია გახვეული, ეს ალბათ გასაკვირი არც იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტორი.
ევროპულმა დაპირისპირებებმა მთელი მსოფლიო ჩაითრია და ემსოფლიო აგერ უკვე მეორეჯერ დგას მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების წინაშე.



ხორვატია VS სლოვენია

როგორც გახსოვთ სულ ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია ხორვატიასა და სლოვენიას შორის. საომარი მოქმედებები დაიწყო კიდეც, სლოვენიამ კარლოვაცს შეუტია. ბრძოლაში ხორვატიის მხარეს 17 სახელმწიფოს მოქალაქეები იბრძოდნენ, სლოვენიის მხარეს კი 21 სახელმწიფოს. სლოვენიის მხარე დაიჭირა, მისმა მოკავშირე სერბეთმაც, რომელის კონგრესშიც ხორვატიის მტრად გამოცხადებაც კი განიხილებდოა. ასე იყო თუ ისე საბოლოოდ დიპლომატიამ გაიმარჯვა, ორივე მხარე შეთანხმდა ომის შეწყვეტაზე რათა ერთმანეთისათვის გამოუსწორებელი ზიანი არ მიეყენებინათ. სერბეთის კონგრესშიც ჩავარდა ხორვატიის ნე. ეს დაპირისპირება წინასწარვე იყო შეფასებული, როგორც "მსოფლიო ომი" და ასეც მოხდებოდა მხარეები რომარ შეთანხმებულიყვნენ.


ატლანტიკის ომი

ხორავტიასა და სლოვენიას შორის დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ, ევროპაში სიტუაცია ასე თუ ისე დაწყნარდა, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ესპანეთმა გაერთიანების შემდეგ საფრანგეთზე მიიტანა იერიში, საფრანგეთს გამოექომაგა "მოალიანსე" ა.შ.შ, რომელმაც საჰაერო თავდასხმა განახორციელა ესპანეთზე და დიდი სისწრაფით ჩაიგდო ხელში რამდენიმე ესპანური რეგიონი. ამის მიუხედავად ესპანეთს საფრანგეთის დაპყრობა არ შეუჩერებია და მალე საფრანგეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის პარიზი ესპანეთის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ამის პარალელურად დიდმა ბრიტანეთმა ომი გაოცხადა საფრანგეთს, დაპყრობილი შვეიცარიიდან საფრანგეთში შეიჭრა ხორვატიაც. ბრიტანეთის მიერ საფრანგეთისთვის ომის გამოცხადების შემდეგ, უნგრეთმა და ჰოლანდიამ ერთდროული საჰაერო იერიში მიიტანეს ბრიტანეთზე. სლოვენიამ დაიბრუნა იტალიური კოლონიები და ხორვატიის ფრანგულ კოლონიებს შეუტია. ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთო კანადაც, მან საჰაერო იერიში განახორციელა ჯერ ინგლისის ფრანგულ კოლონიაზე, შემდეგ კი უშუალოდ დიდ ბრიტანეთზე. კანადამ ამით დიდად ვერ იხეირა, იტალიამ და ალბანეთმა ერთდროულად განახორციელეს საჰაერო თავდასხმა კანადაზე. ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და კანადა ომის ქარცეცხლში არიან გახვეული. ესპანელთა მცდელობის მიუხედავად ა.შ.შ წარმატებით აგრძელებს ესოანეთის კოლონიზაციას (კოლუმბი ალბათ საფლავში ბრუნავს :დ). როგორც გახსოვთ მოკავშირე ესპანეთის დასახმარებლად საქართველოში შეგროვდა რესურსები. ატალანტიკის ომი ჯერ ისევ გრძელდება და არავინ იცის როგორ დასრულდება ის.


როგორც მოგახსენეთ ორივე ფართომაშტაბიანი კონფლიქტი ბევრმა მონათლა "მსოფლიო ომად". ჩემი აზრით მსოფლიო ომის წოდება არცერთ მათგანს არ ეკუთვნის, თუმცა ემოსფლიო რეალურად ძალიან სწრაფად მიექანება მსოფლიო ომისაკენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორი ასეთი მრავალეროვანი დაპირისპირება კარგს არაფერს მეტყველებს. თუმცა მანამ სანამ მსოფლიო ომი დაიწყებოდეს, მოდი შევაფასოთ ძალთა ბალანსი მსოფლიოში. იმის მიუხედავად რომ სერბეთი მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს, შეიძლება ითქვას ბოლო დროს მან დაკარგა მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი, სერბეთი სახელმწიფო დონეზე არცერთი ფართომასშტაბური დაპირისპირების მონაწილე არ ყოფილა და რეალურად უკანა პლანზე გადაიჩოჩა. სამაგიეროდ ძალიან გაიზარდა უნგრეთისა და ა.შ.შ-ს გავლენა. უნგრეთმა ევროპაში ლიდერობა მოიპვა და სტაბილურად ინარჩუნებს ამ სტატუსს, მისი გავლენის არეალს ძალიან გაზრდის ბრიტანეთის კამპანიაც, რომელიც მან ზემოთხსენებლი "ატლანტიკის ომის" ფარლებში წამოიწყო, თუმცა როგორც ჩანს დიდი ხნის წინ ჰქონდა მომზადებული. უნგრეთმა ბელგია სწორედ იმიტომ დაიპყრო, რომ შემდეგ ბრიტანეთის დაპყრობისას პლაცდარმად გამოეყენებინა. დღითი დღე იზრდება ა.შ.შ-ს გავლენაც მსოფლიოზე. როგორც ჩანს ამერიკა არ აპირებს ესპანური კოლონიების ადვილად დათმობას და თუ ეს ასე მოხდა ევროპასა და მსოფლიოს დიდი საფიქრალი გაუჩნდება.
ამ ვითარებაში პირადად ჩემთვის საგულისხმოა საბერძნეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და რუსეთის ზედმეტი პასიურობა. რათქმაუნდა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანის აქტიურობა საქართველოსა და ჩვენს მოკავშირეებს რაიმეთი წაადგება, თუმცა ფაქტია, რომ თუ სხვა დიდი სახელმწიფოები დროულ ნაბიჯებს არ გადადგამენ ა.შ.შ და უნგრეთი მსოფლიო ჰეგემონობას მოიპოვებენ.


კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება "ატლანტიკის ომიზე" და მსოფლიო ომის საშიშროებაზე. არ დაგავიწყდეთ vote, subscribe და endorse.