საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა

Day 2,475, 03:42 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

როგორც მოგეხსენებათ 5 სექტემბერს ესაქართველოში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. რა თქმა უნდა აქ საგანგაშო არაფერია, მაგრამ მინდა "გახაროთ" რომ ეს არჩევნები ყველაზე მძიმე იქნება ქართულ ისტორიაში. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ესაქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას გადავხედოთ, დღეისათვის პოლიტიკური ლიდერის ამპულაში United Georgian Party გვევლინება, ამ პარტიის მესვეურებს (განსაკუთრებით კი აწ უკვე პოლიტიკიდან წასულ Georgian wolf-ს) დიდი ამაგი მიუძღვით დღევანდელ ესაქართველოში სტაბილური სიტუაციის დამყარებაში, მაგრამ ერთი წუთით, United Georgian Party-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ჩვენი ღვაწლმოსილი საგარეო საქმეთა მინისტრი xSteviex-ი ჰყავს წარდგენილი. მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე დიდ პატივს ვცემ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, განსაკუთრებით უკრაინელებს რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ბატონ xSteviex-საც მაგრამ, როგორც ამომრჩეველი ვერ შევეგუები იმ ფაქტს რომ ესაქართველოს პრეზიდენტი უცხოელი პოლიტიკოსი გახდეს, იქნება ის უკრაინელი, აზერბაიჯანელი თუ სხვ... საქართველოს უდედესი მეგობარი თუ უდიდესი მოამაგე. როცა საქმე პრეზიდენტს ეხება, ჩემი აზრით ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს უცხოელი (უბრალოდ მითხარით რატომ უნდა დასჭირდეს პრეზიდენტს საკუთარ ხალხთან სასაუბროდ თარჯიმანი?).
ესაქართველოში მეორე ადგილს პოლიტიკურ ასპარეზზე საეჭვო რეპუტაციის მქონე Will of Georgia იკავებს, და ჩემი აზრით ეს საგანგაშოა. ესაქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა სურდეს ე.წ "ალტერშნიკების" რომელიმე არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს პარტია ესაქართველოს კონგრესში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ჩემს ყურამდე მოვიდა ამბავი რომ მათ ამ შედეგის მიღწევა ალტ ექაუნთებით შეძლეს, თუმცა მე მინდა ერთი რამ გითხრათ, შესაძლოა მათ მართლაც გამოიყენეს ათასგვარი ბინძური გზა რათა ასეთი შედეგისთვის მიეღწიათ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ შეძლებდნენ არჩევნებზე ნამდვილ ამომრჩევლებს რომ ეაქტიურათ. მე მომხრე ვარ მრავალპარტიული კონგრესისა რადგანაც მიმაჩნია რომ კონგრესი არ არის სახელმწიფო აპარატი, კონგრესი სახალხო აპარატია, რომლის წევრების მიერ მიღებულ კანონებსა და გადაწყვეტილებეზე მთელი ქვეყნის ბედ-იღბალია დამოკიდებული. კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს აწონ-დაწონილი, შეფასებული უნდა იყოს თუ რა მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს მისი დამტკიცება. კონგრესში კამათიც საჭიროა, რადგან ჭეშმარიტება სწორედ კამათში იბადება, ყოველივე ეს კი მხოლოდ მრავალპარტიული კონგრესის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაგრამ კონგრესში უნდა მოღვაწეობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსები და არა ძალა-უფლებას დახარბებული, ბინძური გზებით არჩეული კანდიდატები.
ახლა კი დავუბრუნდეთ საპრეზიდენტო არჩევნებს, დამეთანხმებით Will of Georgia-ს კანდიდატის გამარჯვება დაუშვებელია, არც უცხოელი პრეზიდენტი მეხატება გულზე, მაშასადამე რჩება ერთადერთი ალტერნატიული კანდიდატი R.P.McMurphy - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. ჩემი აზრით სწორედ ის უნდა გახდეს ესაქართველოს პრეზიდენტი. მე ამას ვაცხადებ იმიტომ რომ მომწონს მისი იდეები, უზმაზარი გამოცდილება და რაც მთავარია ეროვნული მისწრაფება. პირველად მან ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია როცა გადაწყვიტა ქართული დასახელების პარტია შეექმნა, თუნდაც ინგლისური ასოებით ჰქონოდა დასათაურება, მე უკვე შევუერთდი მის პარტიას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მას მხარს ვუჭერ არა იმიტომ რომ მისი თანაპარტიელი ვარ, არამედ იმიტომ რომ ამ არჩევნებში მას არ აქვს ალტერნატივა. არა მგონია ჩვენ გვინდოდეს უცხოელი პრეზიდენტი (xSteviex-სადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად) ან საეჭვო რეპუტაციის მქონე პრეზიენტი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ პირველი შემთხვევაა როცა ვცდილობ თავს მოგახვიოთ იგი, არჩევანი თქვენზეა. წარმატებას ვუსურვებ მომავალ პრეზიდენტს.