[MOE] პოლიტიკა [სასწავლო გვერდი]

Day 2,949, 07:52 Published in Georgia Georgia by Vendetta X


მოგესალმებით,


Erepublik ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით 7 წელია რაც არსებობს ხოლო ჩვენი ქვეყანა სულ ახალგაზრდაა ის 2014 წლის 22 მაისს დაემატა...
ის მოქალაქეები რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ნელნელა შეუერთდნენ ქვეყანას და დაიწყო ქვეყნის შენება...
რაც უფრო შენდება ქვეყანა მით უფრო მეტი ახალი მოთამაშე გვემატება ამიტომ მინდა განვმარტო სხვადასხვა რამე თამაშში რათა გაუადვილდეს ყველას თამაშის დაწყება.
პოლიტიკა
თამაშში ყველაზე მთავარი არის პოლიტიკა ქვეყნის პოლიტიკოსებს კი წარმოადგენენ:

მთავრობა – პრეზიდენტი(CP), პრემიერ–მინისტრი)PM), თავდაცვის მინისტრი(MOD), საგარეო საქმეთა მინისტრი(MOFA), განათლების მინისტრი(MOE), გუბერნატორი – ფინანსთა მინისტრი(MOF).
მთავრობას აკომპლექტებს პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ყოველი თვის 5 რიცხვში.

კონგრესი – კონგრესი შედგება მაქსიმუმ 40 წევრისგან. კონგრესის არჩევნები იმართება ყოველი თვის 25 რიცხვში. არჩევნებში მონაწილეობენ TOP5 პარტიების წევრები.
16–დან 23 რიცხვის ჩათვლით პარტიებში მიმდინარეობს კონგრესმენობის მსურველთა რეგისტრაცია. 24 რიცხვში პარტიის პრეზიდენტი ალაგებს პარტიული სიას, ხოლო 25 რიცხვში არჩევნებში აღებული პროცენტული რაოდენობით პარტიებიდან აირჩევიან კონგრესმენები.

დიქტატორი – არის სამხედრო გადატრიალებით მოსული პირი. საქართველოში პირველად დიქტატურა 2015 წლის მარტში დამყარდა, ეს მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ უცხოელ მოთამაშეს არ მოეწყო გადატრიალება და ქვეყანა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
დიქტატორს შეუძლია კანონების თვითნებურად დამტკიცება, რაც გულისხმობს, რომ კონგრესს სრულად ეკარგება უფლებები.დღეისდღეობით დიქტატურა აღარაა დამყარებული სხვადასხვა თქვენთვის ცნობილი მიზეზებისდა გამო.

პოლიტიკური პარტია – პარტიის პრეზიდენტის არჩევნები არის ყოველი თვის 15 რიცხვში. პარტიაში არის შემდეგი თანამდებობები: პარტიის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, კანცლერი და სპიკერი.


საქართველოს პრეზიდენტები:
მოცემული ნუსხა ასახავს საქართველოს პრეზიდენტების რიგითობას, პარტიულ კუთვნილებას და სათავეში ყოფნის დროს






ქვეყნის რესურსები



მოკავშირე ქვეყნები



ორმხრივი დაცვის პაქტი არის ხელშეკრულება ქვეყნებს შორის რომლსაც კონგრესი ამტკიცებს
დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნები არიან მოკავშირეები და ეხმარებიან ერთმანეთს ომებში.


საქართველო გაწევრიანებულია ალიანსში ტაილანდთან ერთად რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწებს

მადლობა ყურადღებისთვის იმედია მოგეწონათ სტატია მალე ახალს შემოგთავაზებთ სადაც სხვა თემა იქნება ახსნილი 🙂