[MOC] _ #15

Day 2,904, 10:02 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

მოგესალმებით მეგობრებო, სანამ ჩემს მიერ ჩაწერილ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ მინდა განვაცხადო, რომ კულტურის მინისტრის პოსტი 3 დღეში თავისუფლდება და მსურველებს შეუძლიათ მომავალ პრეზიდენტს მიმართონ 🙂 ამჟამად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ აქაუნტზე 2736 ლარია, მინდა მომავალ პრეზიდენტს ვთხოვო რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ამ სამინისტროს, რომელიც ოფიციალურად არც არსებობს, მაგრამ აქტიურობს და ცდილობს საკუთარი წილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, კარგი იქნება თუ თვეში 2-3 ათასს მაინც გამოუყოფენ დაფინანსებას თორემ ოფიციალური აქაუნტი კონკურსებს საჭირო ფულადი რესურსით მთლიანად ვერ უზრუნველობს!
ახლა კი ინტერვიუ UGP-ს საპრეზიდენტო კანდიდატ Tomm Hagen_თან

1.როგორ ფიქრობთ არჩევნებში გაიმარჯვებთ?

არჩევნებში გამარჯვებაზე ვფიქრობ, რომ 3 ძირითადი კანდიდატია და სამივეს თანაბარი გამარჯვების შანსი აქვს. არცერთის გამარჯვების შემთხვევაში გული არ დამწყდება. მე თუ გავიმარჯვებ გამიხარდება 🙂 სადღაც 35%იანი გამარჯვების შანსი მაქვს

2.როგორ შეაფასებდით თქვენს კონკურენტ კანდიდატებს?

ძირითადად 2 კანდიდატზე ვისაუბრებ სხვებს არ ეწყინოთ მაგრამ ვერ გამიგია რატო წამოაყენეს თავი საერთოდ. წელიწადნახევარია ვთამაშობ ამდენი ვისწავლე გავერკვიე თამაშის ინსტრუმენტებში და ეხლა წამოვაყენე თავი საპრეზიდენტო კანდიდატად და მაგათმა ეგრევე პრეზიდენტობა მოინდომეს, სიდან ამხელა ამბიციაი?! დანარჩენი 2 კონკურენტი მერფი და ჩეგევარა (თემსისი) ამათ მგონი ჩემი მხრიდან შეფასებაც არ ჭირდებათ ყველამ კარგად იცის მაგ მოთამაშეების ამაგი და წვლილი საქართველოსთვის, ორივე ძალიან გამოცდილი ძალიან გავლენიანი მოთამაშეები არიან, იმედია ვერ მომიგებენ 😃

3.გამარჯვების შემთხვევაში რას შეცვლით სახელმწიფოს მართვაში?

გამარჯვების შემთხვევაში მინდა ახლებს დავუთმო დრო რადგან მეტნაკლებად მშვიდი თვე გველის მინდა მთლიანად ახალბედა მოთამაშეების ჩართულობა გავზარდო ქვეყნის მართვის საკითხებში, უფრო დაკვირვების კუთხით. გამოცდილება რომ მიიღონ როგორ ხდება როგორ იმართება ქვეყანა. თითოეულ სამინისტროს მუშაობის პრინციპები რომ გაიგონ. ხო კიდევ ბევრისგან მესმის რომ არ აქვთ წარმოდგენა მთავრობა (მინისტრები) რას აკეთებს, მინდა ეს საკითხიც მოვაგვარო და უფრო ინფორმატიული გავხადო მუშაობა.

4.რას იტყვით ოპოზიციურ გაერთიანებაზე რომელსაც რესპუბლიკური პარტია უდგას სათავეში?
რესპუბლიკური პარტიის ბოლოდროინდელი მოქმედებები არ მომეწონა. კერძოდ ჩემი მხარდაჭერა და მერე კონკურენტის მხარდაჭერა. ვიცი თავიდანვე მე არ მიჭერდნენ მხარს მაგრამ მე არ მითხოვია რომ თუ სხვა არ იქნებოდა ჩემთვის დაეჭირათ მხარი. მე მგონია რომ ყველა მოქმედებას მოსდევს პასუხისმგებლობა და ესე ვანკასტანკასავით აქეთ იქით გადახრა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა ამ პარტიის სისუსტეზე მიუთითებს. არის პრინციპები და უნდა მისდიო ბოლომდე. არ შეიძლება შავის არარსებობის შემთხვევაში თეთრს დაუჭირო მხარი თუ თეთრი არ მოგწონს. იმედია მიმიხვდით 🙂 თუ რამეს იზავენ გამოჩნდება მომავალში მანამდე კი არ ვნერვიულობ

ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის ვიცე პრეზიდენტ Terion The Wolf_თან

1.რა მიზნები აქვთ რესპუბლიკელებს ნოემბრის არჩევნებში?

რესპუბლიკური პარტია არის პარტია რომელიც გადაწყვეტილებას ყველა წევრის აზრს ითვალისწინებს. თითოეული ადამიანი გააკეთებს საკუთარ არჩევანს ამ თუ ვინ სურთ მათ საქართველოს პრეზიდენტად.

2.რას იტყვით ოპოზიციურ გაერთიანებაზე რომელსაც რესპუბლიკური პარტია უდგას სათავეში?
ლეიბორისტული პარტია შემადგენლობით (ვგულისხმობ აქტიურ წევრებს) შეუერთდა რესპუბლიკურ პარტიას... ამ გაერთიანების მიზანი იყო ერთერთი ძალიან კარგი პარტიის მოძლიერება მეორის დახმარებით... ამ გაერთიანების უმთავრესი მიზანი კი ის არის რომ დავეხმაროთ ქვეყანას სხვადასხვა ღონისძიებით დავარიგოთ რესურსი და ყველაფერი რაც ქვეყანას წინ წაწევს ერთი ნაბიჯით 🙂
ჩვენ გვინდა რომ მოვხვდეთ ესაქართველოს ტოპ5 პარტიას შორის... და ამის შემდეგ დავიწყოთ საქმიანობა და განვახორციელოთ ჩვენი მიზანი

3.რომელიმე თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება თუ გქონიათ?

თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი... ჩემი ბიოგრაფია მხოლოდ პარტიულ საქმიანობებს მოიცავდა... ვიყავი კადეტების კომანდერი... მაგრამ მხოლოდ 3 თვეა რაც ვთამაშობ და ამ დროის განმავლობაში არცისე ცოტა რამ გავაკეთე ქვეყნისათვის... ვიმედოვნებ მეტს შევძლებ.

4.ლეიბორისტული პარტიის არსებობა დასრულდა თუ პარტიის არააქტიურობა დროებითია?

ლეიბორისტული პარტიის არსებობა ამით ნამდვილად არ დასრულებულა... ის ძველ მფლობელსა და დამაარსებელს დაუბრუნდა რომელიც აუცილებლად შეძლებს ამ პარტიის განახლებას და გაუმჯობესებას

5.როგორ შეაფასებდით მთავრობის მუშაობას?

რაც შეეხება მთავრობის მუშაობას...
მინდა გამოვყო 2 სამინისტრო კულტურისა და თავდაცვის. რომელთა აქტიურობა ბევრჯერ გამოჩნდა ამბოლოდროს... სამწუხაროდ სხვების აქტიურობას ვერვხედავ 🙂

6.რას იტყვით სხვა კანდიდატებზე? ტომ ჰაგენზე და ტემსისიზე?

ორივე საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა და ორივე ქვეყანას წინ წაიყვანს და კარგ გზაზე დააყენებს...ასევე სხვა კანდიდატებიც... მე ამ არჩევნებს დიდი იმედით ვუყურებ... დარწმუნებული ვარ რომელმა კანდიდატმაც არუნდა გაიმარჯვოს მათ კარგი მიზნების განხორციელება უნდათ და სწორედ ამიტომ წარადგინეს თავიანთი თავი.

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ!