ფსიქოლოგიურ-ისტორიულ-შემეცნებითი ტესტი

Day 2,698, 18:56 Published in Georgia Poland by MRaveLanD


> ეს დავალება კარგა ხანია შესასრულებელი მქონდა, მაგრამ არ მინდოდა უბრალოდ რამოდენიმე სიტყვა დამეწერა, მინდოდა რამე კარგი ყოფილიყო ჩემს ახლადგამოჩეკილ გაზეთში და აი დადგა ის სანატრელი დღე :დ
> ერთგან ამოვიკითხე და არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა. შესაძლოა ბევრმა იცოდეს, მაგრამ ვინც არ იცის იმათთვის ვფიქრობ რომ საინტერესო წასაკითხი იქნება.


> მაშ ასე, ქუჩაში რომ შეგხვედროდათ ორსული ქალი, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, მათგან სამი ყრუ, ორი ბრმა, ერთი კი გონებრივად ჩამორჩენილი, თვითონ ეს ქალი კი სიფილისით დაავადებულია - ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას?

> სანამ გასცემთ პასუხს ამ კითხვას, ესეც წაიკითხეთ...
უნდა აირჩიოთ ახალი მსოფლიო ლიდერი, თქვენი ხმა კი გადამწყვეტია:
აი ინფორმაცია სამივე კანდიდატზე:

კანდიდატი 1. ურთიერთობს ბინძურ და სკანდალურ საქმეებში გახვეულ პოლიტიკოსებთან, იღებს ბევრ რჩევას ასტროლოგებისგან, მას ორი ცოლი ჰყავს, ეწევა კატასტროფულად ბევრს და დღეში 8-10 ჭიქა მარტინის სვამს.

კანდიდატი 2. ორჯერ იყო განდევნილი თანამდებობიდან, უყვარს შუადღემდე ძილი, მოიხმარდა ნარკოტიკებს კოლეჯში, დღეში სვამს დაახლოებით 1 ლიტრ ვისკის.

კანდიდატი 3. ახალგაზრდობაში ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის აქვს მიღებული არაერთი სამხედრო ჯილდო, ორჯერ დაიჭრა ომის მსვლელობის დროს. არის ვეგეტარიანელი, უყვარს ცხოველები, არ ეწევა, ძალიან იშვიათად სვამს, ისიც მხოლოდ ლუდს და არასდროს უღალატია ცოლისთვის.

ვის აირჩევთ ამ 3 კანდიდატიდან ?

პირველი კანდიდატი: ფრანკლინ რუზველტი
მეორე კანდიდატი: უინსტონ ჩერჩილი
მესამე კანდიდატი: ადოლფ ჰიტლერი

> ხო, რაც შეეხება აბორტს: თუ თქვენი პასუხია "კი", თქვენ ამ წუთას ბეთჰოვენი მოკალით.




P.S. vote plz ))