იმპორტის გადასახადის ზრდა

Day 2,651, 10:59 Published in Georgia Austria by NicK TS
მინდა ახალი კანონის შესახებ გითხრათ, რომლის შეტანასაც ვგეგმავ (ან მომავალი კონგრესმენები შეიტანენ, თუ განხილვების გამო დრო არ დაგვრჩა წარსადგენად იმედია)და ეს კანონი ეკონომიკის გაჯანსახებას ეხება. ჩემი აზრით ამ ეტაპზე საჭირო და აუცილებელი არის იმპორტის გადასახადის გაზრდა საჭმელზე რომლის მეშვეობითაც უცხოელ მოქალაქეებს შეეზღუდებათ ქვეყანაში საჭმლის შემოტანა და გაყიდვა. ამით კი ქართველ მეწარმეებ შეეძლებათ განავითარონ თავიანთი მრეწველობა და მაქსიმალურად გამოიყენონ ის დადებითი ფაქტორი რაც 60% იანი ბონუსია საჭმლის წარმოებაზე. ეფექტი რომმელიც შეიძლება ამ კანონის მიღებამ გამოიწვიოს არის.
1. შეიძლება საკვების დეფიციტი გაჩნდეს, რაც წარმოებული პროდუქციის, რომელიც ბაზარზე განთავსდება, სწრაფ რეალიზებას გამოიწვევს.

2. პროდუქციის მოთხოვნა შედარებით ძლიერ მოთამაშეებს მიცემს ბიძგს რათა დაიწყონ საჭმლის წარმოება.

3. დისტრიბუტორები, რომლებიც პროდუქციას სხვა ქვეყანაში ყიდულობენ და შემდეგ აქ ანთავსებენ გასაყიდად მეტ მოგებას მიიღებენ განსაკუთრებით ისინი რომლებსაც სხვა ქვეყნების ლიცენზიაც აქვთ.

4. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ რაც პროდუქციის დეფიციტი და სწრაფი რეალიზება აიძულებს ქართველ მეწარმეებს განავითარონ საკვების წარმოება, კონკურენციას გამოიწვევს რაც ბაზარზე ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ეს ჩემი შეხედულებაა ამ კანონთან დაკავშირებით და თქვენგან ველი შენიშვენბს და ახალ იდეებს.